კემბრიჯის საერთაშორისო გამოცდებში მონაწილეობის მსურველთათვის რეგისტრაცია 7 ოქტომბერს დაიწყება

კემბრიჯის სასერტიფიკაციო გამოცდებში - KET, PET, FCE და CAE მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაციის გავლა 7 ოქტომბრის 09:00 საათიდან 18 ოქტომბრის 18:00 საათამდე იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, რეგისტრაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ვებგვერდზე: https://naec.ge/#/ge/post/1513

საერთაშორისო გამოცდებში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, მათ შორის - მოსწავლეებს, სტუდენტებსა და მაგისტრანტებს.

„შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მეშვიდე წელია ატარებს სხვადასხვა ტიპის საერთაშორისო გამოცდებს. კემბრიჯის გამოცდებს მსოფლიოს 130-მდე ქვეყანაში ყოველწლიურად დაახლოებით 3 მილიონი ადამიანი აბარებს.

კემბრიჯის გამოცდები ინგლისურ ენაში სრულ შესაბამისობაშია უცხოური ენის საერთო ევროპულ სტანდარტებთან და ის საუკეთესო საშუალებაა ინგლისური ენის ცოდნის დონის შესამოწმებლად.

კემბრიჯის სასერტიფიკაციო/საკვალიფიკაციო გამოცდების ერთ-ერთ მთავარ უპირატესობას ის წარმოადგენს, რომ სხვა მსგავს გამოცდებთან შედარებით მისი სერტიფიკატი უვადოა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა