საქართველოს საელჩომ აშშ-ში ქართული ღვინის დღე ქვევრის გახსნის ცერემონიალით აღნიშნა

დღეს, საქართველოს საელჩომ აშშ-ში ქართული ღვინის დღე ქვევრის გახსნის ცერემონიალით აღნიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

„ქვევრი, რომელიც ღვინის ეროვნულმა სააგენტომ გადმოგვცა, ვაშინგტონში საქართველოს საელჩოს წინ ეზოს ამშვენებს. ქვევრთან საინფორმაციო დაფა აღიმართა, რომელიც ქუჩაში გამვლელებს ქართული ღვინის უძველეს კულტურაზე უფრო მეტ ინფორმაციას მიაწვდის.

სტუმრებს საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე მიესალმა და მათ საქართველოს უძველესი ღვინის კულტურა გააცნო. კოლუმბიის ოლქში ქართული ღვინის დისტრიბუტორ კომპანიებთან პარტნიორობით კი, საელჩომ სტუმრად მოსულ სამასამდე ვაშინგტონელს ქვევრის ღვინოს მრავალფეროვანი ასორტიმენტის დაგემოვნების საშუალება მისცა. ამასთანავე, სტუმრები აღფრთოვანებლები დარჩნენ ქართული ნაციონალური ცეკვით, რამაც საღამოს განსაკუთრებული ელფერი შესძინა“, - ნათქვამია საელჩოს ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა