უკრაინაში სპეცოპერაციის დროს მოკლული შოთა ჭიჭიაშვილი საქართველოში ჩამოასვენეს

უკრაინაში სპეცოპერაციის დროს მოკლული შოთა ჭიჭიაშვილი საქართველოში ჩამოასვენეს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ახლობლებმა ჭიჭიაშვილი მშობლიურ სოფელ მატანში ცოტა ხნის წინ, მამიდის სახლში გადაასვენეს.

ოჯახის წევრებს მომხდარის დეტალებზე საუბარი უჭირთ.

შოთა ჭიჭიაშვილი 2 ოქტომბერს, უკრაინაში სპეცოპერაციის დროს მოკლეს.

შოთა ჭიჭიაშვილის სახელს უკავშირდება არაერთი ხმაურიანი საქმე, მათ შორის მისი გვარი ფიგურირებდა ბრიტანელი ბიზნესმენის პიტერ შოუს გატაცებაში. ასევე ჭიჭიაშვილის სახელს უკავშირებდნენ პეტრე ცისკარიშვილისა და მისი საცოლის გატაცებას 2001 წელს.

ჭიჭიაშვილის სახელი და გვარი გაისმა 2001 წლის „მუხროვანის სამხედრო ამბოხებასთან“ დაკავშირებით, თუმცა ზუსტი ინფორმაცია ამ საკითხზე არ არსებობს.

ჭიჭიაშვილის გვარი გაჟღერდა ასევე დეპუტატ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეში.

2001 წელს ჭიჭიაშვილზე საქართველოში ძებნა გამოცხადდა, რის შემდეგაც მან საქართველოს ტერიტორია დატოვა და საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა. ორი წლის შემდეგ ჭიჭიაშვილი მოსკოვში დააპატიმრეს. 2004 წელს ჭიჭიაშვილი ქართულ მხარეს გადმოსცეს. სასამართლომ ჭიჭიაშვილს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებისთვის და ტერორისტული საქმიანობისთვის 22-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. საბოლოოდ, ჭიჭიაშვილმა საპატიმრო ვადიდან 7 წელი მოიხადა.

2013 წლის ივნისს ჭიჭიაშვილი საყოველთაო ამნისტიის საფუძველზე გათავისუფლდა. ამის შემდეგ იგი საცხოვრებლად უკრაინაში გადავიდა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა