ვალერიან გორგილაძე - სააკაშვილმა მიიღო „ისტორიული“ გადაწყვეტილება მიბაძოს 2012 წლის „ოცნებას“ და გახდეს მისი „იდეოლოგიური ეპიგონი“

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ სოციოლოგ ვალერიან გორგილაძეს ესაუბრა.

- ბატონო ვალერიან, რადგან ახლა ყველაზე აქტუალური თემაა თუ როგორ პოლიტიკურ ფორმაში არიან ქართული პოლიტიკური სცენის ძირითადი აქტორები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი წლით ადრე, ჩვენი საუბრის დაწყებაც შიდა პოლიტიკაში სადღეისოდ ჩამოყალიბებულ რეალობაზე მინდა შემოგთავაზოთ.

თქვენ როგორ შეაფასებდით 2020 წლის საპრლამენტო არჩევნებამდე ერთი წლით ადრე შიდა პოლიტიკაში არსებულ ვითარებას?

- მიმდინარე პოლიტიკურ პროცესს ახასიათებს ერთი ძალზედ მნიშვნელოვანი გარემოება. პირველად, თუ არ ჩათვლით გვიანდელი შევარდნაძის მმართველობის უკანასკნელ 2-3 წელს, პოლიტიკურ პროცესში ღიად არის ჩართული საზოგადოების ყველა პროფესიული და სოციალური ჯგუფი. უკიდურესად პოლიტიზებული მედია, არასამთავრობო სექტორი, საერთაშორისო ფონდები და ეკლესიაც კი.

აქტიურ პოლიტიკურ პროცესში ჩართულ ძირითად აქტორებს გააჩნიათ საკუთარი მედია საშუალებები და მმართველ ძალას არ აქვს მონოპოლია საინფორმაციო არხებზე.

აქტიურ პოლიტიკურ პროცესში ჩართულ ძირითად აქტორებს გააჩნიათ საკუთარი მედია საშუალებები და მმართველ ძალას არ აქვს მონოპოლია საინფორმაციო არხებზე... ჩვენი მედიაც საბოლოოდ ჩამოყალიბდება პოლიტიკურ-პარტიულ ან იდეოლოგიურ მედიად

საქართველოში საინტერესოდ მიმდინარეობს მედია-ბაზრის ფორმირების პროცესი. პირველად საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში, ყველა ძირითად პოლიტიკურ ძალას აქვს, ან ექნება საკუთარი ტელევიზია. ვინაიდან ძირითად/რეიტინგულ სატელევიზიო არხებზე ინვესტიციის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება პოლიტიკური, ჩვენი მედიაც საბოლოოდ ჩამოყალიბდება პოლიტიკურ-პარტიულ ან იდეოლოგიურ მედიად.

ტელევიზია, გარდა იმისა, რომ მოქალაქეების პოლიტიკური გემოვნების და პარტიული უპირატესობის ფორმირებას ახდენს, ის მაინც არის მხოლოდ საშუალება, ძალიან გავლენიანი ინსტრუმენტი. კიდევ ერთი თავისებურება, რომელიც ექსკლუზიურად გამოარჩევს მიმდინარე პროცესს - არასდროს, არასამთავრობო სექტორი ასეთი ერთსულოვანი მმართველი პარტიის რადიკალურ მიუღებლობაში არ ყოფილა.

არასდროს, არასამთავრობო სექტორი ასეთი ერთსულოვანი მმართველი პარტიის რადიკალურ მიუღებლობაში არ ყოფილა

პრაქტიკულად, არასამთავრობო სექტორში მმართველი პარტიის პოლიტიკური გავლენა ნულის ტოლია. ამას ემატება პროაქტიული საერთაშორისო სპიკერატი, რომელიც მთელი თავისი რესურსით და სრული პოლიტიკური საბრძოლო მზადყოფნით წარდგა მაკკეინის ფონდის მიერ ჩატარებულ კონფერენციაზე. როდესაც ფრიდი და კრამერი ოპოზიციის ნაწილის აქტიურ მხარდამჭერებად გვევლინებიან, "ოცნებას" მსგავსი ხარისხის საერთაშორისო ლობისტებიც კი არ გააჩნია.

ასევე, ეკლესია. მართალია, ეკლესია საჯაროდ ყოველთვის ინარჩუნებდა "ნეიტრალიტეტს", მაგრამ არასოდეს საჯაროდ, უმაღლესი იერარქიის მიერ არ კეთდებოდა პოლიტიკური განცხადებები მმართველი პარტიის წინააღმდეგ. დღეს კი, მღვდელმთავრების საკმაო ნაწილი არ მალავს საკუთარ კრიტიკულ დამოკიდებულებას "ქართული ოცნების" მიმართ.

ეკლესია საჯაროდ ყოველთვის ინარჩუნებდა "ნეიტრალიტეტს"... დღეს კი, მღვდელმთავრების საკმაო ნაწილი არ მალავს საკუთარ კრიტიკულ დამოკიდებულებას "ქართული ოცნების" მიმართ

სოციალურ ქსელებში, დაკვირვებული მომხმარებელი ადვილად დარწმუნდება, რომ ტროლების, ბოტების რაოდენობით,ნაცმოძრაობის“ დაევროპული საქართველოს“ ვირტუალური ჯარი არ ჩამოუვარდება, თუ არ აღემატება, "ოცნების" კიბერ არმიას. ცხადი ხდება - მმართველ პოლიტიკურ გუნდს არ გააჩნია დომინანტური უპირატესობა არც ერთ პოლიტიკური ინტერაქციისთვის აუცილებელ ველზე, გარდა ყბადაღებული ადმინისტრაციული რესურსისა, რაც ძირითადად ჩინოვნიკური კლასის მობილიზაციას ნიშნავს.

მმართველ პოლიტიკურ გუნდს არ გააჩნია დომინანტური უპირატესობა არც ერთ, პოლიტიკური ინტერაქციისთვის აუცილებელ, ველზე, გარდა ყბადაღებული ადმინისტრაციული რესურსისა, რაც ძირითადად ჩინოვნიკური კლასის მობილიზაციას ნიშნავს

თუმცა, აქაც ხელისუფლების ბიუროკრატიის მობილიზაციის ხარისხი, ასევე მნიშვნელოვნად ჩამოუვარდებანაცმოძრაობის ბიუროკრატიის“ მობილიზაციის მაჩვენებელს.

რაც შეეხება ფინანსებს, საყოველთაოდ ცნობილია, რომ "ნაცმოძრაობა", თავისი მმართველობის პერიოდში საქართველოს ეკონომიკაზე არანაკლები ენთუზიაზმით ზრუნავდა საკუთარი კაპიტალის შექმნაზე და გაზრდაზე.

აზერბაიჯანში, უკრაინაში და აღმოსავლეთ ევროპის მრავალ ქვეყანაში არსებობს კორპორატიულ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, ინდუსტრიული და საფონდო ინვესტიციები, რომელიც „ნაცმოძრაობას“ ეკუთვნის.

ცხადია, რომ არცნაცმოძრაობა“ და არცევროპული საქართველო“ არ განიცდის ფინანსურ უკმარისობას. გარდა ამისა, „ევროპულ საქართველოს“ გააჩნია მძლავრი, ლეგალური ფინანსური დონაციები სხვადასხვა საერთაშორისო ფონდებიდან.

ამასთან ერთად, უნდა აღინიშნოს, რომ "ოცნების" ფინანსური რესურსი ხშირად იხარჯება არაეფექტურად, არამიზნობრივად და პრაქტიკულად ყოველთვის არადროულად.

„ნაცმოძრაობა“ და არც „ევროპული საქართველო“ არ განიცდის ფინანსურ უკმარისობა... უნდა აღინიშნოს, რომ "ოცნების" ფინანსური რესურსი ხშირად იხარჯება არაეფექტურად, არამიზნობრივად და პრაქტიკულად ყოველთვის არადროულად

შესაბამისად- 2020 წლის არჩევნებისთვის საქართველოში შეიქმნა უპრეცედენტოდ კონკურენტული გარემო და პირველად, საქართველოს ისტორიაში, მმართველ პოლიტიკურ კლასს არ გააჩნია დომინანტური წვდომა არც ერთ საზოგადოებრივ, საინფორმაციო, ადმინისტრაციულ, თუ ფინანსურ რესურსზე. ამასთან ერთად, "ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდში გაუმჯობესდა უკლებლივ ყველა მნიშვნელოვანი ინდიკატორი, რომლის მეშვეობითაც საერთაშორისო საზოგადოება ზომავს ცალკეული მიმართულებების, დარგების განვითარებას და ეფექტიურობას. მიუხედავად რეგულარული ექსცესებისა, „ქართული ოცნებას“ დღემდე სტაბილურად მაღალი ელექტორალური მხარდაჭერა აქვს.

2020 წლის არჩევნებისთვის საქართველოში შეიქმნა უპრეცედენტოდ კონკურენტული გარემო და პირველად, საქართველოს ისტორიაში, მმართველ პოლიტიკურ კლასს არ გააჩნია დომინანტური წვდომა არც ერთ საზოგადოებრივ, საინფორმაციო, ადმინისტრაციულ, თუ ფინანსურ რესურსზე

- გასაგებია, რომ მსოფლიოში ბევრი რამ ძალიან სწრაფად იცვლება, შესაძლოა, სწორედ ამასაც უკავშირდებოდეს ოპოზიციურ ძალებს შორის იდეოლოგიურ ნიადაგზე დაწყებული კამათი.

მხედველობაში მაქვს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უკანასკნელი სატელევიზიო გამოსვლისას რელიგიურ-ეროვნული რიტორიკის სიჭარბე, მისი მმართველობის დროს დაშვებული შეცდომების გიგა ბოკერიასთვის გადაბრალება.

დამოუკიდებელმა ანალიტიკოსმა ზაალ ანჯაფარიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა - „როგორც ჩანს, სააკაშვილმა გადაწყვიტა ორთოდოქსულ და კონსერვატიულ ელექტორატზე დაიწყოს მუშაობა... თუმცა, სააკაშვილის მცდელობები ახალ ამპლუაში წარუდგეს ამომრჩეველს, შეიძლება ფუჭიც აღმოჩნდეს.“

თქვენ როგორ აღიქვით „ქართული ოცნების“ ძირითად ოპონენტებად მიჩნეულ „ნაციონალებსა“ და „ევროპულ საქართველოს“ წარმომადგენლებს შორის საჯარო სივრცეში დაწყებული იდეოლოგიურ-პოლიტიკური-რელიგიური დისკუსია და სავარაუდოდ რა შედეგით დასრულდება იგი?

- ეს არის ძალზედ საინტერესო ტენდენცია და ამასთან ერთად მრავლისმეტყველი სიმპტომი. მოგეხსენებათ, რომ მიხეილ სააკაშვილი არისპოლიტიკური ცხოველი“. სააკაშვილს შესანიშნავად აქვს განვითარებული პოლიტიკური ინტუიცია და ამ ინტუიციას აძლიერებს თვითგადარჩენის ინსტინქტიც.

სააკაშვილის მიერ განვლილი ბოლო 7 წელი, არის პერმანენტული დამარცხებების ქრონიკა. უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში მან გამანადგურებელი ფიასკო იწვნია საქართველოში და უკრაინაშიც.

სააკაშვილის პოლიტიკური გადარჩენისთვის, ჩემი აზრით, ეს მისთვის ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ფიზიკურ გადარჩენასაც ნიშნავს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ძირითადი ოპოზიციონერი ლიდერის სტატუსის შენარჩუნება. ამ სტატუსს კი ყველაზე მეტად გიგა ბოკერია და მისი „ევროპული საქართველო“ ემუქრება.

სააკაშვილის პოლიტიკური გადარჩენისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ძირითადი ოპოზიციონერი ლიდერის სტატუსის შენარჩუნება. ამ სტატუსს კი ყველაზე მეტად გიგა ბოკერია და მისი „ევროპული საქართველო“ ემუქრება

ამასთან ერთად, სააკაშვილი გამძაფრებულად ეძებს საკუთარი ელექტორალური ბაზის გაფართოების პოტენციალს, ვინაიდან მისთვის ცხადი ხდება, რომ მისი ტრადიციული ელექტორალური ბირთვი, მიუხედავად მისი სტაბილურობისა, კატასტროფულად მცირეა პოლიტიკური რევანშისთვის.

სააკაშვილი გამძაფრებულად ეძებს საკუთარი ელექტორალური ბაზის გაფართოების პოტენციალს, ვინაიდან მისთვის ცხადი ხდება, რომ მისი ტრადიციული ელექტორალური ბირთვი სტაბილური კი არის, მაგრამ კატასტროფულად არასაკმარისია რაიმე სახის პოლიტიკური რევანშისთვის

ამიტომაც, თავისი პარტიის გვერდის ავლით, იგი ხან ახალგაზრდობას მიმართავს რადიკალური მოქმედების მხარდასაჭერად, ხან კი მართლმადიდებლობა, მრევლი და ეკლესია ახსენდება. მართალია, ბევრისთვის, მათ შორის, საკუთარ პარტიაშიც, სააკაშვილის ასეთი მოულოდნელი „ახალი პროზელიტიზმის“ ქადაგება გამაოგნებელი და სასაცილოც კი აღმოჩნდა.

მაგრამ, სააკაშვილს მშვენივრად ესმის, რომ „მართლმადიდებლური“ ელექტორალური ნიშის ძალზე მცირე სეგმენტის ათვისების შესაძლებლობა მას აქვს, ხოლო ბოკერიას ეს პოტენციალი თეორიულადაც კი არ გააჩნია.

ამიტომაც, სააკაშვილი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ზუსტად „მართლმადიდებლობის ხაზზე“ გადის მასსა და ბოკერიას შორის თითქოსდა არსებული ფუნდამენტური განსხვავება.

სააკაშვილი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ზუსტად „მართლმადიდებლობის ხაზზე“ გადის მასსა და ბოკერიას შორის თითქოს და არსებული ფუნდამენტური განსხვავება

გარდა ამისა, სააკაშვილს, როგორც პოლიტიკურ ექსპატს, აქვს შესაძლებლობა იღებდეს სხვადასხვა სიგნალებს საერთაშორისო პოლიტიკის კულუარებში მიმდინარე ტენდენციებისა და პოლიტიკის შესახებ.

შესაძლოა, სააკაშვილი დარწმუნდა იმაში, რომ თანამედროვე პოლონური, უნგრული კონსერვატიზმი და რაც მთავარია, „ტრამპიზმი“, არ არის შემთხვევითი მოვლენა, და კონსერვატიული ტალღა, რომელიც ევროპას და ამერიკას იპყრობს, წარმოადგენს სისტემურ, ფუნდამენტურ ცვლილებას, რომელიც საკმაო ხნით დამკვიდრდება ევრო -ატლანტიკურ სივრცეში.

შესაძლოა, სააკაშვილი დარწმუნდა იმაში, რომ თანამედროვე კონსერვატიზმი და რაც მთავარია „ტრამპიზმი“, არ არის შემთხვევითი მოვლენა, და კონსერვატიული ტალღა, რომელიც ევროპას და ამერიკას იპყრობს არის სისტემური, ციკლური ფუნდამენტური ცვლილება, რომელიც შესაძლოა საკმაო ხნით დამკვიდრდეს ევროატლანტიკურ სივრცეზე

- მიუხედავად იმისა, რომ ახალი პოლიტიკური სეზონი კარგა ხნის დაწყებულია, ბევრი რამ საინტერესო ყოველდღე ხდება, მაგრამ მინდა გთხოვოთ, ყოველდღიური მოვლენებიდან ცოტა დისტანცირება და შიდა პოლიტიკაში უკვე მკაფიოდ გამოკვეთილ ტენდენციებზე დაფიქრება.

თქვენი დაკვირვებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე სავარაუდოდ, რა ხელშესახებ ტენდენციებზე ანდა ტენდენციების კონტურებზე შეიძლება საუბარი?

- ჩვენ ვისაუბრეთ სააკაშვილის პოლიტიკური ელასტიურობის და ოპორტუნიზმის საოცარ უნარზე. ამასთან დაკავშირებით, მინდა ვთქვა ერთ ძალზედ საინტერესო და ამასთან ერთად ტრაგიკომიკურ ტენდენციაზე, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში შეიმჩნევა.

უკანასკნელი წლების განმავლობაში, საქართველოში ყალიბდება მცირერიცხოვანი და ძალზე აგრესიული სოციალური ჯგუფი, რომელსაც პირობითად „ჯანგოები“ შეიძლება შევარქვათ.

ამ ჩვენს „ჯანგოებს“ ახასიათებთ ან ტოტალური უვიცობა, ან ქვეცნობიერიდან ამოსული, მდაბიოს მოუთოკავი „გასვეცკების“ სურვილი, ან ეს ორივე ერთად.

ახლა წარმოიდგინეთ, რომ „სვეცკობის“ მთავარ საზომად ამ ჯგუფში მოიაზრებოდა მართლმადიდებლობისთვის ჩამორჩენილობის დახასიათების მიბმა და ლჯბტ-ის და სხვა მოგონილი თუ რეალურად, შელახული უმცირესობების უფლებების დაცვა. სააკაშვილის ცნობიერებიდან ამოსული „მართლმადიდებლური რელიქტი“ სხვა არაფერია, თუ არა, ზურგში ლახვრის ჩაცემას ამ „ჯანგოების“ ქვეცნობიერზე.

სააკაშვილის „მართლმადიდებლური მრევლისკენ შემოტრიალება“ არის აღიარება იმ პროცესებისა, რომელიც დიდი ხანია მიმდინარეობს და მის პროვინციამდე, ანუ საქართველომდე, დიდი დაგვიანებით და გაწელილი გამოძახილით აღწევს.

სააკაშვილის „მართლმადიდებლური მრევლისკენ შემოტრიალება“ არის აღიარება იმ პროცესებისა, რომელიც დიდი ხანია მიმდინარეობს და მის პროვინციამდე, ანუ საქართველომდე, დიდი დაგვიანებით და გაწელილი გამოძახილით აღწევს

ანუ, გუშინდელი „პროგრესისტების“ დღეს უკვე „ჯანგოიზაციის“ პროცესი, ამ „სოციალური ჯგუფისთვის“ მხოლოდ სააკაშვილის „სახარებით“ დადასტურდა.

ჩემი აზრით, სოციუმში მიმდინარე პროცესების შესაფასებლად, შეიძლება გამოვიყენოთ „ჯანგოები“, როგორც უნიკალური სოციალური ობიექტი, მათზე დასაკვირებლად . ამ დაკვირვების საზომად შეიძლება პირობითად შემოვიღოთ „ჯანგოების“ აღფრთოვანების/აღშფოთების გრადაცია - ჯაგ -ი.

გუშინდელი „პროგრესისტების“ დღეს უკვე „ჯანგოიზაციის“ პროცესი, ამ „სოციალური ჯგუფისთვის“ მხოლოდ სააკაშვილის „სახარებით“ დადასტურდა

თუ, რომელიმე მოვლენის დროს ამ ჯგუფის აღფრთოვანება-აღშფოთება უმაღლეს ან დაბალ ნიშნულს მიაღწევს, ე.ი დამკვირვებელმა ასემიტრიული ან უკუპროპორციული შეფასება უნდა მისცეს „ჯანგოს“ მიერ შეფასებულ პროცესს.

- თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ რას შეიძლება ნიშნავდეს ქართულ პოლიტიკაში იმ ტენდენციების გაჩენა, რომელზეც უკვე ისაუბრეთ?

- მომავალი არჩევნების ისტორიული და სხვა მნიშვნელობა განისაზღვრება უამრავი უნიკალური ფაქტორის თავმოყრით. რა თქმა უნდა, დიდ გავლენას მოახდენს გეოპოლიტიკა. პრინციპში, ამ გავლენას ბევრი უკვე ისედაც უნდა გრძნობდეს და ხედავდეს.

ვგულისხმობ, მსოფლიოში აქტიურად მიმდინარე გავლენების სფეროების გადანაწილებას, „შტანმაიერის ფორმულის“ ლეგიტიმაციას, ევროპის რუსეთისკენ შემობრუნების დაწყების პროცესს, შტაინმაიერის დაგეგმილ ჩამოსვლას საქართველოში, რის შედეგადაც დარწმუნებული ვარ, გერმანიის პრეზიდენტი, ევროპის სახელით მიესალმება რუსეთ - საქართველოს შორის დაწყებულ მოლაპარაკებებს და მხოლოდ წაახალისებს ამ პროცესს.

მსოფლიოში აქტიურად მიმდინარე გავლენების სფეროების გადანაწილება, „შტანმაიერის ფორმულის“ ლეგიტიმაცია, ევროპის რუსეთისკენ შემობრუნების დაწყების პროცესი, შტაინმაიერის დაგეგმილ ჩამოსვლა საქართველოში, რის შედეგადაც დარწმუნებული ვარ, გერმანიის პრეზიდენტი, ევროპის სახელით მიესალმება რუსეთ - საქართველოს შორის დაწყებულ მოლაპარაკებებს და მხოლოდ წაახალისებს ამ პროცესს

ტრადიციულ გეოპოლიტიკასთან ერთად, ატლანტიკის და ევრაზიის კონტინენტზე მიმდინარეობს გაჩაღებული „ჰიბრიდული სამოქალაქო ომი“ ერთი მხრივ, ლიბერტალიანელებს, ახალი მემარცხენეების, ეკოლოგისტების, ფემინისტებს, ლჯბთ-ი თემის და მეორე მხრივ, კონსერვატორების, ტრადიციონალისტთა და ნაციონალისტებს შორის, ანუ გლობალისტებსა და ქვეყნების სუვერენიტეტის მომხრეებს შორის.

ტრადიციულ გეოპოლიტიკასთან ერთად, ატლანტიკის და ევრაზიის კონტინენტზე მიმდინარეობს გაჩაღებული „ჰიბრიდული სამოქალაქო ომი“ ერთი მხრივ, ლიბერტალიანელებს, ახალი მემარცხენეების, ეკოლოგისტების, ფემინისტებს, ლჯბთ-ი თემის და მეორე მხრივ, კონსერვატორების, ტრადიციონალისტთა და ნაციონალისტებს შორის, ანუ გლობალისტებსა და ქვეყნების სუვერენიტეტის მომხრეებს შორის

საქართველოშიც ეს პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და ამიტომაც ჩვენ ჩაბმულები ვართ ამ „სამოქალაქო ჰიბრიდულ ომში“, რომელშიც ასევე აქტიურად ჩართულია რუსეთიც და ჩინეთიც, რომლის შედეგადაც ტრამპს ემუქრებიან იმპიჩმენტით და რომლის მიხედვითაც, „ქართული ოცნება“, „პატრიოტთა ალიანსი“, ბურჯანაძის „დემოკრატიული მოძრაობა“ და მაგალითად კუკავას პოლიტიკური ორგანიზაცია ბევრად ახლოს არიან ტრამპთან და რესპუბლიკელებთან, ვიდრე „ევროპული საქართველო“ ან და სხვა პარტიები.

ვსაუბრობ იმათზე, ვინც შესაშური თანმიმდევრობით იმეორებს მანტრას საერთო ევრო-ატლანტიკური ღირებულებების შესახებ და ვერ ხვდება, რომ ამ ღირებულებების დეფინიციის ირგვლივ თანამედროვე მსოფლიოში არის გაჩაღებული ნამდვილი ჰიბრიდული, კონცეპტუალური მათ შორის სემანტიკური, ვერბალური, საინფორმაციო ომი.

ვინც შესაშური თანმიმდევრობით იმეორებს მანტრას საერთო ევრო-ატლანტიკური ღირებულებების შესახებ და ვერ ხვდება, რომ ამ ღირებულებების დეფინიციის ირგვლივ თანამედროვე მსოფლიოში არის გაჩაღებული ნამდვილი ჰიბრიდული, კონცეპტუალური მათ შორის სემანტიკური, ვერბალური, საინფორმაციო ომი

საინტერესოა, რომ სააკაშვილი, ამ დღეებში მის მიერვე კონსტრუირებულ ღირებულებითი მატრიცის მიხედვით, საკუთარ „ნაცმოძრაობას“ აყენებს არა „ევროპული საქართველოს“ ან „გირჩის“ გვერდით, არამედ „პატრიოტთა ალიანსის“ და „ოცნების“ რიგებში.

ამას ემატება ისიც, რაც ინსტიტუციურად ყალიბდება, როგორც თაობათა კონფლიქტი. მიმაჩნია, რომ სწორად ახლა კრისტალიზდება ახალი თაობა საკუთარი ღირებულებებით. ამ თაობას აქვს საკუთარი ხედვები ევთანაზიაზე, „შუშანიკის წამების“ ინტერპრეტაციაზე და უამრავ სხვა საკითხზეც.

საინტერესოა, რომ სააკაშვილი, ამ დღეებში მის მიერვე კონსტრუირებულ ღირებულებითი მატრიცის მიხედვით, საკუთარ „ნაცმოძრაობას“ აყენებს არა „ევროპული საქართველოს“ ან „გირჩის“ გვერდით, არამედ „პატრიოტთა ალიანსის“ და „ოცნების“ რიგებში

ამასთან ერთად, არის მკვეთრი გამიჯვნა თავად ახალგაზრდობაშიც ისეთ თემებთან მიმართებაში, როგორიც არის მარიხუანას ლეგალიზაცია, ერთსქესიანთა შორის ქორწინებები და ა.შ.

ამდენად, ის ღირებულებითი, პოლიტიკურ - იდეოლოგიური, სოციალური, კულტურული მრავალფეროვნება, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად ქმნის მომავალი არჩევნების ერთიან ლანდშაფტს, ჩვენი ქვეყნისთვის უპრეცედენტოა.

ის ღირებულებითი, პოლიტიკურ - იდეოლოგიური, სოციალური, კულტურული მრავალფეროვნება, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად ქმნის მომავალი არჩევნების ერთიან ლანდშაფტს, ჩვენი ქვეყნისთვის უპრეცედენტოა

- ამ თემებზე საუბრისას პოლიტიკის დამოუკიდებელმა ანალიტიკოსმა ზაალ ანჯაფარიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა - „ეხლა პოლიტიკის მთავარი მოთამაშეები, ფაქტობრივად, საარჩევნო რეჟიმში და სტრატეგიებისა და ტაქტიკების დალაგების პროცესში არიან“.

„ქართული ოცნების“ სტრატეგია გასაგებია - ხელისუფლება შეეცდება არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ იმ პოლიტიკურ ლიდერებთან თანამშრომლობას, რომლებიც მისთვის უფრო კომფორტული იქნებიან და მათთან თანამშრომლობის გამო მუდამ თავის ტკივილის მოლოდინი არ ექნებათ.

თქვენი დაკვირვებით, ვინ შეიძლება იყოს ოპოზიციური სპექტრიდან „ქართული ოცნების“ გუნდისთვის არჩევნებამდე და განსაკუთრებით არჩევნების შემდეგ ყველაზე სასურველი პოლიტიკური პარტნიორი?

- იმ ღირებულებით და იდეოლოგიურ ქაოსში, რომელიც საქართველოში დღეს სუფევს, უცნაურად ირკვევა, რომ „ქართული ოცნება“ იდეოლოგიურად არის ერთ-ერთი ყველაზე თანმიმდევრული იდეოლოგიური პოლიტიკური კონსორციუმი. იდეოლოგიურად უფრო თანმიმდევრულ ორგანიზაციებად, მივიჩნევ „გირჩს“, „ევროპულ საქართველოს“ და „პატრიოტთა ალიანსს“.

მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ ერთია, როდესაც პარტია ქადაგებს საკუთარ იდეოლოგიას და ღირებულებებს ოპოზიციის სტატუსში და მეორეა, იდეოლოგიური ტრენდის გარდატეხა, როდესაც ხარ ხელისუფლებაში.

იმ ღირებულებით და იდეოლოგიურ ქაოსში, რომელიც საქართველოში დღეს სუფევს, უცნაურად ირკვევა, რომ „ქართული ოცნება“ იდეოლოგიურად არის ერთ-ერთი ყველაზე თანმიმდევრული იდეოლოგიური პოლიტიკური კონსორციუმი

სწორედ ასე მოუწია ლიბერტარიანული ტრენდის გარდატეხა „ქართულ ოცნებას“, როდესაც ის მოვიდა ხელისუფლებაში. გავიხსენოთ თუნდაც ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროს განხორციელებული ჩანაწერი კონსტიტუციაში, რომლის მიხედვითაც ქორწინება განისაზღვრა როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შესაქმნელად.

ლოგიკურია, რომ წლების წინ დამკვიდრებული „ლიბერტარიანული“ ტრენდის გარდატეხას სჭირდებოდა დრო და ამ ტრენდის მთავარი საყრდენების, ინსტიტუციების დასუსტება და დეფრაგმენტაცია.

წლების წინ დამკვიდრებული „ლიბერტარიანული“ ტრენდის გარდატეხას სჭირდებოდა დრო და ამ ტრენდის მთავარი საყრდენების, ინსტიტუციების დასუსტება და დეფრაგმენტაცია

ესენია - შესაბამისი ორიენტაციის პოლიტიკური სუბიექტები, არასამთავრობო სექტორი და მედიის უმრავლესობა. მოკლედ, ყველა ის ძალა, რომელიც საზრდოობს გრანტებით, დონაციებით და სხვა პოლიტიკური ინვესტიციით.

ბუნებრივია, რომ საჭირო იყო ამ ძალების ნარატივის დემონოპოლიზაცია. ახალი ნარატივის შექმნას კი დრო სჭირდებოდა. ტრამპის გამარჯვების შემდეგ, ახალმა კონსერვატიუმა იდეოლოგიამ თითქმის შეიძინა საბოლოო კონტურები. ახალი კონსერვატიზმი ქადაგებს სუვერენიტეტს და არა გლობალიზაციას, ტრადიციას და არა ტოტალურ სეკულარიზაციას, ბიზნესის განვითარებას და არა საბანკო სექტორის დერეგულაციას, პრაგმატიზმსა და არა ტოტალური ლიბერალიზმის ირაციონალურობას.

საქართველოში, ამ გარდატეხის განხორციელება შესაძლებელი იყო მხოლოდ დემოკრატიის განვითარებით და მედია პლურალიზმის უზრუნველყოფით, რაც დღეს მივიღეთ კიდეც.

სიმბოლურია, რომ მეორე შოკისმომგვრელი დარტყმა, ლიბერტარიანული ნარატივის მქონე ძალებმა 2012 წლის შემდეგ მიიღეს, 2019 წელს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ, რის მიხედვითაც „რუსთავი-2“ დაუბრუნდა დე იურე კანონიერ მესაკუთრეს.

სწორედ მას შემდეგ, რაც თავად სტრასბურგმა გამოუტანა გამანადგურებელი განაჩენი ამ ძალებს, მიხეილ სააკაშვილმა მიიღო „ისტორიული“ გადაწყვეტილება მიბაძოს 2012 წლის „ოცნებას“ და გახდეს მისი „იდეოლოგიური ეპიგონი“.

სააკაშვილმა მიიღო „ისტორიული“ გადაწყვეტილება მიბაძოს 2012 წლის „ოცნებას“ და გახდეს მისი „იდეოლოგიური ეპიგონი“

ამრიგად, გვაქვს უნიკალური და პარადოქსული ვითარება, რომლის მიხედვითაც სააკაშვილის აზრით და ინტუიციით, „ნაცმოძრაობამ“ უნდა გაუწიოს კონკურენცია „ქართულ ოცნებას“ იმ იდეოლოგიურ დისკურსში, რომელიც თავად „ოცნებამ“ შექმნა და განავითარა ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ტრამპი ახლოსაც არ იყო ხელისუფლებასთან.

ჩემი აზრით, ყველა ის ჯგუფი, ვინც გაიზიარებს თანამედროვე კონსერვატიზმის ღირებულებებს და ამასთან ერთად, მთავარ ამოცანად დააყენებს ქვეყნის უსაფრთხოებასა და აჩქარებულ ეკონომიკურ განვითარებას, შეიძლება პოტენციურად წარმოადგენდეს „ქართული ოცნების“ მოკავშირეს.რა თქმა უნდა, ამ ჩამონათვალში თეორიულადაც კი არ შეიძლება განიხილებოდეს „ნაცმოძრაობა“.

- „ოცნების“ ინიციატივას - 2020 წლის არჩევნები მხოლოდ პროპრციული სისტემით, უბარიეროდ ჩატარდეს ბევრი იწონებს, მაგრამ ბევრი ითხოვს 3%-იან ბარიერსა და იმას, რომ პოლიტიკურ ბლოკებს მიეცეთ ერთიანი ბლოკით არჩევნებში მონაწილეობა.

„ოცნებას“ უბარიერო წესით პარლამენტში მოხვედრილებთან თანამშრომლობის პერსპექტივა უფრო ხიბლავს, მაგრამ ბლოკების აკრძალვაზე საუბრისას ავიწყდება, რომ 2012 წლის „გამოშვების“ „ქართული ოცნება“ პრაქტიკულად სხვადასხვა პარტიების ბლოკი იყო.

გახშირდა საუბრები იმაზე, რომ „ოცნების“ მხარდამჭერმა მაჟორიტარებმა შესაძლოა აღარ დაუჭირონ მხარი არც პროპორციულ სისტემაზე გადასვლას და არც უბარიეროდ არჩევნების ჩატარებას. თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ, საბოლოოდ რომელ ვარიანტს მიიღებს „ქართული ოცნების“ უმრავლესობა?

- მე შემთხვევით არ მისაუბრია კონსერვატიულ ტრენდზე და არჩევნების მომენტისთვის არსებულ გეოპოლიტიკურ მდგომარეობაზე. ამ ერთ წელიწადში შეიძლება ბევრი რამ შეიცვალოს. თუმცა, ჩანს ახალი რეალ-პოლიტიკის კონტურები და პოლიტიკის უკიდურესი რაციონალიზაცია.

ერთ წელიწადში შეიძლება ბევრი რამ შეიცვალოს. თუმცა, ჩანს ახალი რეალ-პოლიტიკის კონტურები და პოლიტიკის უკიდურესი რაციონალიზაცია

მიმაჩნია, რომ „ოცნების“ წინაშე დგას ერთი ძირითადი პრობლემა, ეს არის მოსახლეობის სოციალური თვითშეგრძნების და მდგომარეობის გაუმჯობესება და როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, ახალი „მტრის ხატის“ მოძებნა.

ცხადია, რომ ვერც „ნაცმოძრაობა“ და ვერც „ევროპული საქართველო“ ცალ-ცალკე ვერ გაუწევს კონკურენციას „ქართულ ოცნებას“ მომდევნო საპარლამენტო არჩევნებზე. თუმცა, პოლარიზაციის არარსებობის გამო, „ქართულ ოცნებას“ გაუჭირდება საკუთარი, ან პოტენციური ამომრჩევლის მობილიზაციაც.

ამ ვითარებაშიც, მე ვხედავ შანსს, „ქართული ოცნებისთვის“ ერთპარტიული მთავრობის შექმნის შესაძლებლობის. თუმცა, ეს შესაძლებლობა ზემოხსენებულ კონტექსტში ნაკლებად სავარაუდოა.

„ოცნების“ წინაშე დგას ერთი ძირითადი პრობლემა - ახალი „მტრის ხატის“ მოძებნა... მომდევნო არჩევნებზე ვერც „ნაცმოძრაობა“ და ვერც „ევროპული საქართველო“ ცალ-ცალკე ვერ გაუწევს კონკურენციას „ქართულ ოცნებას“... თუმცა, პოლარიზაციის არარსებობის გამო, „ქართულ ოცნებას“ გაუჭირდება საკუთარი, ან პოტენციური ამომრჩევლის მობილიზაცია

მკვეთრი პოლარიზაციის გარეშე „ქართულ ოცნებას“ შეიძლება მოუწიოს მოკავშირეების მოძებნა და დღევანდელი რეიტინგებიდან გამომდინარე, ეს შეიძლება იყოს მხოლოდ „პატრიოტთა ალიანსი“.

ამდენად, თუ „ქართული ოცნების“ მიზანს წარმოადგენს ხელისუფლებაში მოსვლა მრავალპარტიული კოალიციის გარეშე, ჩვენ ახლო მომავალში დავინახავთ, რა „მტრის ხატს“ შემოგვთავაზებს „ქართული ოცნება“. ეს უკვე პოლიტტექნოლოგიური პრობლემაა, ვინაიდან დღევანდელი ვითარება მკვეთრად განსხვავდება წინა საპარლამენტო არჩევნებისთვის შექმნილ მოცემულობასთან.

მკვეთრი პოლარიზაციის გარეშე „ქართულ ოცნებას“ შეიძლება მოუწიოს მოკავშირეების მოძებნა და დღევანდელი რეიტინგებიდან გამომდინარე, ეს შეიძლება იყოს მხოლოდ „პატრიოტთა ალიანსი“

წინა არჩევნებზე ცხადი იყო, რომ „ნაცმოძრაობა“, „ევროპული საქართველო“ და გასვლის შემთხვევაში, პაატა ბურჭულაძის პოლიტიკური ორგანიზაცია შექმნიდნენ ერთიან კოალიციას პარლამენტში.

შეცდომა, რომელიც მაშინ სააკაშვილმა დაუშვა, იყო ის, რომ პაატა ბურჭულაძე ღიად და საჯაროდ აღუთქვამდა მხარდაჭერას „ნაცმოძრაობას“, კატეგორიულად გამორიცხავდა „ოცნებასთან“ კოალიციის შექმნის შესაძლებლობას და პირიქით, მიესალმებოდა თანმშრომლობას „პროევროპულ“ ოპოზიციასთან.

ამდენად, ანტინაციონალურად განწყობილი ამომრჩეველისთვის, რომელიც წინა არჩევნებზე შეადგენდა მოსახლეობის უმრავლესობას, ცხადი იყო „ნაციონალების“ რევანშიზმის რეალური შესაძლებლობა და მოსახლეობაში ამ, აბსოლუტურად ლოგიკური, აღქმის გავრცელებას და გამყარებას ბუნებრივია „ოცნების“ პროპაგანდაც აქტიურად უწყობდა ხელს. ეს იმ მიამიტებისათვის, ვისაც დღესაც ჰგონია, რომ „ქართული ოცნებას“ პიარი არ აქვს.

დღეს ვითარება განსხვავებულია, „ნაციონალები“ კვლავ სტაბილურად ინარჩუნებენ საკუთარ ბირთვს და მათი არაფორმალური ლიდერი ენერგიულად განაგრძობს მცდელობებს საკუთარი ელექტორალური ბაზის გასაფართოებლად.

ასევე აშშ-ის „დემოკრატიულ - ლიბერალური“ ფრთის ფინანსური და პოლიტიკური მხარდაჭერის მეშვეობით „ევროპული საქართველო“ შეეცდება საკუთარი რეიტინგის გაზრდას, ხოლო, პაატა ბურჭულაძის ახალი რეინკარნაცია მამუკა ხაზარაძის სახით, შეეცდება „ნაციონალებით“ და „ოცნებით“ ფრუსტრირებული ამომრჩევლის მოზიდვას.

ოღონდ ამას ხაზარაძე აკეთებს ბევრად უფრო მოხერხებულად, ვიდრე ბურჭულაძე აკეთებდა- „ნაცმოძრაობის“ მიმართ საჯაროდ გამოხატული ზედმეტი პატივისცემის გარეშე.

ცხადია, რომ მკვეთრი პოლარიზაციის გარეშე, თუკი „ნაცმოძრაობას“, „ევროპულ საქართველოს“, ხაზარაძის „ლელოს“, ლეიბორისტულ პარტიას და „გირჩს“ თავისი ლოკალური ამოცანების შესრულება შეეძლება, მათ ექნებათ ერთიანი კოალიციის შესაქმნელად უმრავლესობის დაუფლების შესაძლებლობა.

მკვეთრი პოლარიზაციის გარეშე, თუკი „ნაცმოძრაობას“, „ევროპულ საქართველოს“, ხაზარაძის „ლელოს“, ლეიბორისტულ პარტიას და „გირჩს“ თავისი ლოკალური ამოცანების შესრულება შეეძლება, მათ ექნებათ ერთიანი კოალიციის შესაქმნელად უმრავლესობის დაუფლების შესაძლებლობა

ამიტომაც, მკვეთრი იდეოლოგიზაცია, მკვეთრი ღირებულებითი კონსერვატიული იდეა, ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფის ახალი კონცეპტუალური გეგმა, მთავარი იდეა (BIG IDEA) საქართველოს შესახებ, მეტი სოციალური ინიციატივა, რომელიც გაზრდის სოციალურ კმაყოფილებას, ახალ ღირებულებებზე დაფუძნებული, ავანგარდული ადამიანური რესურსის რეკრუტირება უნდა იყოს „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანები.

თუ „ქართული ოცნება“ ღიად და მკვეთრად გააჟღერებს კონსერვატიულ დისკურსს, ის შეძლებს 2012 წლის ფენომენის გამეორებას

და ბოლოს, თუ „ქართული ოცნება“ ღიად და მკვეთრად გააჟღერებს კონსერვატიულ დისკურსს, ის შეძლებს 2012 წლის ფენომენის გამეორებას, როდესაც ქართველების უმრავლესობამ აირჩია საკუთარი ისტორიის და კულტურის განვითარება და არა სხვა ქვეყნების გლობალისტური ჯგუფების მიერ შემოთავაზებული განვითარების მოდელი და გააკეთა ეს მანამდე, სანამ ტრამპი საკუთარ ქვეყანაში მოიპოვებდა საკუთარ (deep state-ს) მხარდაჭერას

კობა ბენდელიანი

ინტერპრესნიუსი“

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა