დავით ზალკალიანი - ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის ვიზიტი თვისობრივად ახალ დონეზე აიყვანს ქართულ-გერმანულ ურთიერთობას

გერმანია არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ძლიერი მხარდამჭერია, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განაცხადა, სადაც რამდენიმე წუთის წინ, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტის ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის თვითმფრინავი დაეშვა.

საგარეო საქმეთა მინისტრი, განათლების რეფორმირების კუთხით, გერმანიასთან თანამშრომლობას "უაღრესად დადებითად" აფასებს და მისი თქმით, გერმანიის პრეზიდენტის ეს ვიზიტი "თვისობრივად კიდევ უფრო მაღალ დონეზე აიყვანს ჩვენს ურთიერთობას".

"ინტენსიურად ვითარდება ქართულ-გერმანული ურთიერთობები. ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ჩვენ ვუმასპინძლეთ გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს, ასევე შედგა საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი გერმანიაში და ამჟამად უკვე გერმანიის პრეზიდენტს ვმასპინძლობთ საქართველოში. ეს არის ნიშანი იმისა, რომ გერმანია არის ჩვენი ძალიან ძლიერი მხარდამჭერი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის, ჩვენი ევროპული, ევროატლანტიკური ინტეგტაციის. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე, რომ ის შეთანხმბები, რომელიც კანცლერ მერკელის ვიზიტის დროს იყო მიღწეული, საქართველოში თანდათანობით სრულდება. ჩვენ გერმანიასთან გვაქვს ინტენსიური თანამშრომლობა ეკონომიკური მიმართულებით. ეკონომიკური თანამშრომლობის დინამიკაც პოზიტიურია. პოზიტიურია ასევე გერმანიიდან საქართველოში ვიზიტორების რაოდენობა. კულტურის და განათლების სფეროში, განსაკუთრებით პროფესიული განათლების რეფორმირების კუთხით, გერმანიასთან თანამშრომლობა უაღრესად დადებითია და ეს ვიზიტი თვისობრივად კიდევ უფრო მაღალ დონეზე აიყვანს ურთიერთობას", - განაცხადა ზალკალიანმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს