„რადიო თავისუფლების“ ცნობით, მინსკში, თავისუფლების მოედანზე მრავალი ადამიანი შეიკრიბა ბელორუსის რუსეთთან სავარაუდო ინტეგრაციის გასაპროტესტებლად. ოპოზიციის ლიდერმა და ყოფილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, მიკალაი შტატკევიჩმა პრეზიდენტ ლუკაშენკოს შემდეგი სიტყვებით მიმართა: „აქვს ამ ადამიანს უფლება გაყიდოს ჩვენი ქვეყანა, გაყიდოს ჩვენი სახელმწიფო?“ აქციები, ქვეყნის მასშტაბით სახელწოდებით, „მოქმედება თავისუფლებისთვის“ იმართება.
ცნობისთვის, რუსული გამოცემები აქტიურად საუბრობენ „ინტეგრაციის გეგმაზე,“ რომელსაც ბელარუსი და რუსეთი გეგმავენ. მათი ცნობით, ინტეგრაციის ხელშეკრულებას ხელი დეკემბერში, ორი ქვეყნის ლიდერთა შეხვედრის დროს მოეწერება.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"