მაია ვაჩაძე მიიჩნევს, რომ დღეს ხელისუფლება სასამართლოს ვერ დაიმორჩილებს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი მაია ვაჩაძე მიიჩნევს, რომ დღეს ხელისუფლება სასამართლოს ვერ დაიმორჩილებს. ამის შესახებ ვაჩაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, დეპუტატ ეკა ბესელიას კითხვის საპასუხოდ განაცხადა. ეკა ბესელიამ მოსამართლეობის კანდიდატს კითხვა მისივე განცხადების საფუძველზე დაუსვა, რომელიც სასამართლოს დამოუკიდებლობაში ხელისუფლების პოლიტიკურ ნებას ეხებოდა.

„თქვენ თქვით ხელისუფლების პოლიტიკური ნება განსაზღვრავს სასამართლოს დამოუკიდებლობას და თქვით, რომ თუ არ იქნება პოლიტიკური ნება, სასამართლო ვერ შეძლებს ამ დამოუკიდებლობის დაცვას. დღეს რომ მოისურვოს ხელისუფლებამ და სრულად დაიმორჩილოს სასამართლო?“ - მიმართა ვაჩაძეს ეკა ბესელიამ.

თავის მხრივ, მაია ვაჩაძემ განმატა, რომ სასამართლოს დამორჩილება ახლა მას შეუძლებლად მიაჩნია.

„ვერ დაიმორჩილებს, ვერ შეძლებს ამას. თუ კონსტიტუციური და ინსტიტუციური გარანტიები მოსამართლის ხელშეუხებლობაზე ძალიან მყარია, ვერ მოახდენს მის პოლიტიკურ დამორჩილებას. მე ასე მგონია, რომ ახლა შეუძლებელია სასამართლოს დამორჩილება, რადგან 7 წლის განმავლობაში ასეთი რამ არ მიგვრძვნია. მე არ ვფიქრობ იმას, რომ დღევანდელი ხელისუფლება გაიმეორებს იმ ცუდ მაგალითს, რაც გვქონდა. უკან ვინ მიდის?“ - იკითხა მაია ვაჩაძემ.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
ზღაპრული დღე წალკაში – 4 ივლისს KASS LAND-ის ატრაქციონების ახალი პარკი ყველა ბავშვისთვის ღიაა