ირაკლი ხმალაძე - „შმაქსისტების“ თემა აღარ არის საინტერესო

ტაქსში როდესაც ჯდებით, თქვენთან პირველი კითხვაა, სად მიდიხართ და არა „რომელი პროგრამა გინდათ „გირჩის“ განათლებიდან მოისმინოთ?“ - ასე უპასუხა თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ ჟურნალისტების კითხვას „შმაქსის“ მძღოლების დაჯარიმებასთან დაკავშირებით.

ხმალაძის განცხადებით, „შმაქსის“ მძღოლები, რომელთა ავტომანქანაშიც მგზავრი იქნება და დაადასტურებს, რომ მგზავრობაში ფულს იხდის, პატრულის მიერ დაჯარიმდებიან.

„მგონია, რომ „შმაქსისტების“ თემა აღარ არის საინტერესო, თუმცა, მაინც გეტყვით, რომ არსებობს „ლიცენზიების და ნებართვების შესახებ“ კანონი, რომელიც ამბობს, რომ მგზავრის გადაყვანა M1 კატეგორიით საჭიროებს ნებართვას და არის საკრებულოს დადგენილება, რომელიც განმარტავს რა არის ტაქსი. მასში არის ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმი - მგზავრის გადაყვანა ანაზღაურების სანაცვლოდ. „გირჩმა“ მოიგონა, რომ ვითომ პატრული მოვატყუოთ, ფულს არ გვიხდით ჩვენ გადაყვანისთვის და გვიხდით განათლებაში. სადაც პატრულმა ნახა მგზავრი, რომელიც ზის მანქანაში იმისთვის, რომ გადაადგილდეს ერთი წერტილიდან მეორემდე, მოხდა მძღოლის დაჯარიმება. იყო შემთხვევები, როცა ავტომანქანაში მარტო მძღოლი იჯდა და მგზავრის გადაყვანას არ ახორციელებდა, ამ შემთხვევაში მძღოლი არ დაჯარიმებულა.

თუ მოახერხებენ პატრულის მოტყუებას, შეიძლება პატრული მოტყუვდეს და არ დაწეროს ჯარიმა, მაგრამ თუ ვსაუბრობთ მოქმედების სამართლებრივ ბუნებაზე, ეს არის მგზავრობა. დილით ადამიანი გაჩერებაზე რომ დგას და სამსახურში მიდის, „გირჩის“ პოლიტიკური იდეოლოგიის მოსმენის გამო ვინ ჯდება მანქანაში? ვინ იხდის ამაში ფულს? თუ მძღოლი ეტყვის, რომ პატრულის გაჩერების შემთხვევაში უთხარი, რომ შენ ფულს განათლებაში იხდი, ეს უკვე პარადოქსია. იმ შემთხვევაში თუ თქვენი გადაყვანა ხდება ერთი ადგილიდან მეორეში და ამაში ფულს იხდით, მძღოლი აუცილებლად დაჯარიმდება. ტაქსში როდესაც ჯდებით, თქვენთან პირველი კითხვაა, სად მიდიხართ და არა „რომელი პროგრამა გინდათ მათი განათლებიდან მოისმინოთ“?, - განაცხადა ხმალაძემ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა