156-ე საჯარო სკოლაში სრული რეაბილიტაციის პროცესი დაიწყო

ორხევის დასახლებაში მდებარე №156-ე საჯარო სკოლაში მასშტაბური სარემონტო სამუშაოები დაიწყო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საკრებულოდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, სკოლა საფუძვლიან რეაბილიტაციას საჭიროებდა. სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის და სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის გიორგი ტყემალაძისა და განათლების სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს აქტიური კომუნიკაციის შედეგად გახდა შესაძლებელი.

გიორგი ტყემალაძე 156-ე საჯარო სკოლაში მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო და განაცხადა, რომ სკოლის რეაბილიტაციის დაწყება ორხევის მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მისი თქმით, მომავალი წლიდან მოსწავლეები სწავლას თანამედროვე სტანდარტების მქონე შენობაში გააგრძელებენ.

„სკოლა ათასამდე მოსწავლეზეა გათვლილი, თუმცა სასწავლო პროცესის ნორმალურად წარმართვას შენობის სავალალო მდგომარეობა ხელს უშლის. სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად, მოწესრიგდება როგორც საგანმანათლებლო, ასევე სპორტული სივრცე. ძალიან მნიშვნელოვანი საქმე კეთდება, რისთვისაც მინდა მადლობა გადავუხადო განათლების სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს, რომელიც სკოლის რეაბილიტაციას ახორციელებს. მომავალი წლიდან მოსწავლეებს სწავლისთვის ღირსეული პირობები ექნებათ,“ - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

გიორგი ტყემალაძესთან ერთად, სარემონტო სამუშაოების დაწყებას მისი მოადგილე ირაკლი ზარქუა, სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე, პარლამენტარი შოთა ხაბარელი და განათლების სამინისტროს წარმომადგენლები გაეცნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა