სასამართლომ გურამ ჩალაგაშვილი სამართალდამრღვევად ცნო და 700 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა

„გამარჯვებული საქართველოს" წევრი გურამ ჩალაგაშვილი სასამართლომ სამართალდამრღვევად სცნო. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, ვალერიან ფილიშვილმა გამოაცხადა.

მისივე გადაწყვეტილებით, გურამ ჩალაგაშვილს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის 700 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა.

დღევანდელ სხდომაზე სასამართლომ ადმინისტრაციული სახდელის დადებაზე იმსჯელა. დღევანდელ სხდომაზევე გამოიკვლიეს საპატრულო პოლიციის სამხრე კამერების ჩანაწერები.

შეგახსენებთ, რომ გურამ ჩალაგაშვილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ბრალდებით პირველ ოქტომბერს დააკავეს, რომელიც 12-საათიანი ადმინისტრაციული პატიმრობის ვადის ამოწურვის შემდეგ გაათავისუფლეს. მას წვრილმან ხულიგნობას ედავებოდნენ.

იხილეთ ვიდეო:

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
07.07.2025 / 08:38
სასამართლომ გურამ ჩალაგაშვილი სამართალდამრღვევად ცნო და 700 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა

„გამარჯვებული საქართველოს" წევრი გურამ ჩალაგაშვილი სასამართლომ სამართალდამრღვევად სცნო. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, ვალერიან ფილიშვილმა გამოაცხადა.

მისივე გადაწყვეტილებით, გურამ ჩალაგაშვილს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის 700 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა.

დღევანდელ სხდომაზე სასამართლომ ადმინისტრაციული სახდელის დადებაზე იმსჯელა. დღევანდელ სხდომაზევე გამოიკვლიეს საპატრულო პოლიციის სამხრე კამერების ჩანაწერები.

შეგახსენებთ, რომ გურამ ჩალაგაშვილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ბრალდებით პირველ ოქტომბერს დააკავეს, რომელიც 12-საათიანი ადმინისტრაციული პატიმრობის ვადის ამოწურვის შემდეგ გაათავისუფლეს. მას წვრილმან ხულიგნობას ედავებოდნენ.

იხილეთ ვიდეო:

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს