გიორგი გახარია 35 წლის დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეზე - როცა სამართალდამცავი ჩაიდენს დანაშაულს, ჩვენ ბევრჯერ უფრო მკაცრი ვიქნებით - მიდგომა იქნება დაუნდობელი და შეურიგებელი

როდესაც სამართალდამცავი თავისი კოლეგების, მთლიანად სისტემის ინტერესების გათვალისწინების გარეშე ჩაიდენს დანაშაულს, ჩვენ ბევრჯერ უფრო მკაცრები ვიქნებით. ჩვენი მიდგომა აქ იქნება აბსოლუტურად დაუნდობელი და შეურიგებელი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაური 35 წლის დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქმეში პოლიციელების ფიგურირება უაღრესად მძიმე აღსაქმელია, თუმცა ერთეული შემთხვევების გამო სამართალდამცავებს, რომლებიც ქვეყანას ღირსეულად ემსახურებიან, „ჩრდილი არ უნდა მიადგეთ“.

„მინდა შევეხო ბოლო კვირის განმავლობაში მძიმე შემთხვევას, როდესაც მძიმე დანაშაულში ეჭვმიტანილ 5 ადამიანს შორის 2 პოლიციის თანამშრომელი აღმოჩნდა. რა თქმა უნდა, ეს არის უაღრესად მძიმე აღსაქმელი, რა თქმა უნდა, ეს არის მძიმე კომპონენტი, მძიმე შედეგი, მაგრამ ჩვენ ასევე უნდა გავითვალისწინოთ ერთი რამ, ერთეული შემთხვევები ვერც ერთ შემთხვევაში ვერ მიაყენებს ჩრდილს 40 000 ადამიანს, რომელიც ღირსეულად ემსახურება ამ ქვეყანას და თავისი სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენების ფასად, იცავს თითოეული ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობას, საკუთრებას და მის ღირსებას. ასევე, უნდა გვესმოდეს ისიც და ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ მაშინ როდესაც დადასტურებულად გვექნება ფაქტი, როდესაც სამართალდამცავი თავიანთი კოლეგების, მთლიანად სისტემის ინტერესების გათვალისწინების გარეშე ჩაიდენს დანაშაულს, ჩვენ ბევრჯერ უფრო მკაცრები ვიქნებით და ჩვენი მიდგომა აქ იქნება აბსოლუტურად დაუნდობელი და შეურიგებელი, რამეთუ ვერასოდეს ვერავინ დააყენებს ათასობით პოლიციელის, კეთილსინდისიერი პოლიციელის ყოველდღიურ საქმიანობასა და ღირსებას კითხვის ნიშნის ქვეშ ერთეული შემთხვევების გამო. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ერთეულ შემთხვევებსაც არ უნდა შევურიგდეთ. სწორედ ამიტომ არის შსს-ში დაწყებული ის რეფორმები, რომელსაც ჰქვია სისტემური განახლება და სწორედ ამიტომ არის აუცილებელი, რომ ჩვენ ფასეულობების დონეზე ჩვენს პოლიციაში შევცვალოთ როგორც მიდგომები მოქალაქის და მათი ფუნქციების, მოვალეობის და ქვეყნის წინაშე ვალდებულებების ნაწილში, ასევე მათი ყოველდღიური შრომის ეფექტურობის ზრდის თვალსაზრისითაც“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

ცნობისთვის, 5 ოქტომბერს, რუსთავში, მდინარე მტკვარმა დავით მუმლაძის ცხედარი გამორიყა. ცხედარს სხეულზე მრავლობითი ჭრილობები ჰქონდა.

9 ოქტომბერს დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ ხუთივე პირს, გიორგი ასათიანს, გიორგი გეთაშვილს, დავით მიროტაძეს, მიხეილ ღუბიანურსა და დიმიტრი დუღაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

იხილეთ ვიდეო:

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ავთანდილ წულაძე - ტრამპი უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის არიდებას ცდილობს, მხარეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს, მაგრამ, ახლა უკრაინაზე და ევროპაზე ისეთ ზეწოლას არ ახდენს, როგორც მანამდე
ქართული პრესის მიმოხილვა 14.08.2025
ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
Samsung-ის 2025 წლის ტელევიზორები - ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს! - ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის კონკურსი - „ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის“ დაიწყო
BTU სტუდენტებისთვის AI ბანაკს გამართავს