სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას მიმართ ყველა სახის აღკვეთის ღონისძიება, მათ შორის ელექტრონული სამაჯურის ტარება ძალაში რჩება

თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ბრალდებული დეპუტატის ნიკა მელიას ადვოკატის შუამდგომლობა, რომელიც ეხებოდა მელიას აღკვეთი ღონისძიების გაუქმებას ან ალტერნატიული სახით სხვა სახის აღკვეთი ღონისძიების - პირადი თავდებობის გამოყენებას.

ნიკა მელიას ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" 6 დეპუტატი უდგებოდა თავდებში. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას მიმართ ყველა სახის აღკვეთის ღონისძიება, მათ შორის ელექტრონული სამაჯურის ტარება ძალაში რჩება.

როგორც მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა სხდომაზე განაცხადა, კვლავ არის იგივე ხარისხის რისკები, რაც არსებობდა ნიკა მელიასთვის პირველ სასამართლო სხდომაზე. მოსამართლის თქმით, ბრალდებულმა ნიკა მელიამ დღევანდელ პროცესზე წესრიგი არ დაიცვა, არ დაემორჩილა მოსამართლის მოწოდებას, რომ ხმაური შეეწყვიტა. მოსამართლის განმარტებით, ასეთი ვითარების დროს „პირადი თავდებები უძლურნი იქნებიან".

ამასთან, მოსამართლის თქმით, არანარი ახალი არსებითი გარემოება არ წარმოჩენილა ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების გაუქმების ან შეცვლის თაობაზე.

„გირაო დარჩეს ძალაში იმ დამატებით ვალდებულებებთან ერთად რაც გამოყენებული იყო თბილისის საქალაქო სასმართლოს მოსამართლის მიერ 27 ივნისს და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის მიერ 2 ივლისს", - განაცხადა მოსამართლემ.

რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას, როგორც სასამართლო პროცესზე ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის შეფარდებული აღკვეთი ღონისძიების სახე უკანონოა. ადვოკატის თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება ცალსახად წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციასთან, რაც პარლამენტარის უფლებამოსილების შეზღუდვაში გამოიხატება.

როგორც დაცვის მხარემ აღნიშნა, ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთ ლიდერს პროკურატურა უაპელაციოდ უკრძალავს სატელევიზიო ეთერებში მოსვლას და პოლიტიკურ თოქ-შოუებში მონაწილეობას. დაცვის მხარის ეს არგუმენტი არ გაიზიარა ბრალდების მხარემ. საბოლოო ჯამში კი, სასამართლომ მელიას დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

პროცესს თავად ბრალდებული ნიკა მელია არ ესწრებოდა, იმ მიზეზით, რომ ის მოსამართლემ სხდომათა დარბაზიდან გააძევა.

იხილეთ ვიდეო:

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა