ნანა ჩაჩუა - ისეთ ცნებებთან და გრძნობებთან, როგორიცაა  სამშობლო და ღმერთი, პოლიტიკოსები ჯამბაზობენ და ამ მგრძნობიარე ინსტრუმენტებით ჯამბაზებივით ცდილობენ მანიპულირებას

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი” ფსიქოლოგ ნანა ჩაჩუას ესაუბრა.

- ქალბატონო ნანა, რამდენიმე დღის წინ, ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ომბუდსმენმა ნინო ლომჯარიამ საქართველოში სუიციდებისა და სუიციდის მცდელობების შემაშფოთებელი სტატისტიკის შესახებ გვამცნო.

2018 წელს სუიციდის 389 და სუიციდის მცდელობის 477 ფაქტი დაფიქსირდა. 2019 წლის 6 თვეში 219-მა ადამიანმა სცადა თვითმკვლელობა, ხოლო 207-მა სიცოცხლე სუიციდით დაასრულა.

თქვენი კოლეგების ნაწილმა ამ თემაზე უკვე ისაუბრა, მაგრამ ჩვენ თქვენთან დაკავშირება გადავწყვიტეთ. თქვენ როგორ შეაფასებდით ამ სტატისტიკას და თქვენი აზრით, ქვეყანაში სუიციდისა და თვითმკვლელობების მცდელობის შემაშფოთებელი სტატისტიკის ზრდის მიზეზი რა შეიძლება იყოს?

- მე ამ სტატისტიკას სულ მთლად ისე ვერ მივიღებ, რადგან თავად ვარ ფსიქოლოგი. სტატისტიკა ზოგადად და ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მხოლოდ ერთ მხარეს განიხილავს. ამჯერად განიხილავს, როგორც ადამიანის ბიოლოგიურ თვითლიკვიდაციას. ანუ იმას, როგორ მოხდა მისი ბიოლოგიური თვითლიკვიდაცია.

მაგრამ, მე ასეთ შემთხვევებში მაინც მაგონდება გალაქტიონის სიტყვები - „მე მეშინია იმგვარ სიცოცხლის, სიკვდილს რომ ჰგავს და უარესია“.

გაცილებით უფრო რთულადაა საქმე, გაცილებით უფრო რთულია სიტუაცია, ვინაიდან ადამიანი არის არა მხოლოდ ბიოლოგიური არსება, არამედ ის ერთდროულად არის როგორც ბიოლოგიური, ასევე ფსიქოლოგიური და სოციალური არსება.

ვიდრე ბიოლოგიური სიკვდილი დადგება და სუიციდთან გვექნება საქმე, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ გავითვალისწინოთ ის, რომ ადამიანის ბიოლოგიურ სიკვდილამდე ადრე შეიძლება დადგეს და მისი წინმსწრები იყოს როგორც ფსიქოლოგიური, ისე სოციალური ფაქტორი. მაგრამ, სამწუხაროდ, ყველაფერი მაინც ფსიქოლოგიურ ფაქტორზე დაიყვანება.

ხშირ შემთხვევაში ბიოლოგიური ფაქტორები განაპირობებენ სუიციდის პროცესს, მაგრამ, უმეტესწილად მაინც წინმსწრები არის ფსიქოლოგიური და სოციალური ფაქტორები.

ხშირ შემთხვევაში ბიოლოგიური ფაქტორები განაპირობებენ სუიციდის პროცესს, მაგრამ უმეტესწილად მაინც წინმსწრები არის ფსიქოლოგიური და სოციალური ფაქტორები

მაგალითად, ავიღოთ ბიოლოგიურზე უფრო რთული სოციალური მდგომარეობა - უმუშევრობა. უმუშევრობის ვითარებაში ადამიანი კარგავს თავის სოციალურ სტატუსს. უმუშევრობის პირობებში ხდება ადამიანის მნიშვნელობის გაუფასურება. ფსიქოლოგებმა ძალიან კარგად ვიცით, რომ ადამიანის ფუნდამენტალურ მოთხოვნილებაში არის ისეთი მოთხოვნილება, როგორიცაა სუბსტანციური მოთხოვნილება.

სუბსტანციური მოთხოვნილება პირდაპირაა დაკავშირებული შრომის პროცესთან. ადამიანი საკუთარ თავს, საკუთარ ცხოვრებას შრომის პროცესსა და შრომის შედეგში ხედავს. თუ ჩვენ ცხოვრება თამაშად გადავაქციეთ, ეს თამაში სოციალური ურთიერთობების რღვევას იწვევს და მას მტკივნეულად ეხება - ადამიანი საზიარო ნორმებს კარგავს, რაც კიდევ ერთი უზარმაზარი პრობლემაა.

უმუშევრობის ვითარებაში ადამიანი კარგავს თავის სოციალურ სტატუსს. უმუშევრობის პირობებში ხდება ადამიანის მნიშვნელობის გაუფასურება

უმუშევრობის გარდა ჩვენს ყოფაში არის კიდევ ერთი მტკივნეული მომენტი. ეს არის მხცოვანი ადამიანების მიმართ განხორციელებული ბულინგი. ეს ბულინგი წინა ხელისუფლებისაგან მკაფიოდ იგრძნობოდა. როგორც ჩანს, მოხუცებისადმი ამგვარი დამოკიდებულება საზოგადოებას ინერციით გადმოჰყვა.

როდესაც ამ თემაზე ვფიქრობ მიჩნდება მძაფრი განცდა, რომ საზოგადოებას და საზოგადოებასაც ცნობიერად თუ არაცნობიერად გაუჩნდათ ზიზღი საკუთარი თავის მიმართ.

ადამიანი, რომელიც უგულებელყოფს როგორც ასაკობრივ ადამიანს, ისე მოზარდს, უკვე ცნობიერად თუ არაცნობიერად თვითგანადგურების გზაზე დგას. ამგვარი რამ უფრო მეტად არაცნობიერია. საზოგადოების მხრიდან მხცოვანი ადამიანების მიმართ დამოკიდებულებაში აშკარად ჩანს ის ტენდენცია, რომელიც დღეს არის ზოგადად. ამგვარ ვითარებაზე ითქმის - სიკვდილამდე სიკვდილი.

საზოგადოების მხრიდან მხცოვანი ადამიანების მიმართ დამოკიდებულებაში აშკარად ჩანს ის ტენდენცია, რომელიც დღეს არის ზოგადად. ამგვარ ვითარებაზე ითქმის - სიკვდილამდე სიკვდილი

ასეთ შემთხვევებში სიკვდილი არის ფსიქოლოგიური სუიციდი თავსხმოხვეული იმ ვაიკულტურისაგან, რომელიც ჩვენში გარკვეული ფორმით არსებობს. კულტურა ჰქვია იმას, რასაც ადამიანი ქმნის, მაგრამ ჩვენს მიერ აღწერილი ვითარება, მაინც ანტიკულტურაა.

ახლა რაც შეეხება ფსიქოლოგიურ ფაქტორებს. ადამიანებს შეზღუდული აქვს თვითგამოხატვის შესაძლებლობები, - თვითგამოხატვის შესაძლებლობა როგორც მოზარდებში, ისე ჩვეულებრივ ადამიანებში, რომლებსაც აზრი მოეკითხება.

როგორც მოზარდებში ფიზიკური აქტივობის შეჩერებაა ძნელი, როგორც გლეხისთვის მიწასთან ურთიერთობის, მევენახისთვის ვენახთან ურთიერთობის შეზღუდვა არის ადამიანის განადგურება, ისე მოაზროვნე ადამიანისათვის აზროვნების ჩაკეტვა და დაპატიმრება არის დიდი უბედურება და დიდი ფსიქოლოგიური ზეწოლა, რომელიც, დიახაც რომ სიკვდილს უდრის.

როგორც მოზარდებში ფიზიკური აქტივობის შეჩერებაა ძნელი, როგორც გლეხისთვის მიწასთან ურთიერთობის, მევენახისთვის ვენახთან ურთიერთობის შეზღუდვა არის ადამიანის განადგურება, ისე მოაზროვნე ადამიანისათვის აზროვნების ჩაკეტვა და დაპატიმრება არის დიდი უბედურება და დიდი ფსიქოლოგიური ზეწოლა, რომელიც, დიახაც რომ სიკვდილს უდრის

გადაავლეთ თვალი მასმედიას, შეხედეთ რა ხდება. იმ ინტელექტუალური ადამიანების, რომლებიც იმავდროულად ჩვენი საზოგადოების ზნეობრივ ნაწილს მიეკუთნებიან, ხმა არსად არ ისმის. კანტი-კუნტად, აქა-იქ თუ გაიგონებთ მათ ხმას.

როდესაც გარემო ხდება ადამიანთა მთელი ჯგუფისადმი განწყობილი მტრულად, ადამიანის მნიშვნელობა თავისთავად ხდება დაცემული. როცა ადამიანი თავის მნიშვნელობას კარგავს, გარემო მის მიმართ აუცილებლად ავტომატურად განეწყობა მტრულად. თვითგანადგურება არის ის, თუნდაც რომ სხვას ზიანს მიაყენებ, თვითგანადგურება არის ყველა ღირებულების ხელყოფა.

თვითგანადგურება არის ის, თუნდაც რომ სხვას ზიანს მიაყენებ, თვითგანადგურება არის ყველა ღირებულების ხელყოფა

ჰეროსტრატემ არტემიდეს ტაძარი დაწვა. ამგვარ ქცევას „ჰეროსტრატეს სინდრომი“ ჰქვია, მაგრამ რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენთან ლამის მთელი ქვეყანა სწორედაც რომ ჰეროსტრატეს სინდრომითაა შეპყრობილი.

შესაძლოა, ამ შემთხვევაში ვაჭარბებ, მაგრამ ეს საკმაოდ წინწამოწეული ქცევითი გამოვლინებებია. ვგულისხმობ ჰეროსტრატეს სურვილს - მე დავწვავ არტემიდეს ტაძარს და ვიქნები ცნობილი, პოპულარული.

ვხედავთ, რომ ხალხი და საზოგადოება პოპულარობისთვის მზადაა, რაც იმასაც ნიშნავს, რომ საზოგადოება მზადაა ჩვენი დროის ჰეროსტრატეებს ტაში დაუკრას. ეს არის ის ფაქტორები, რომლებსაც ადამიანი მიჰყავს სუიციდის მდგომარეობამდე.

ხალხი და საზოგადოება პოპულარობისთვის მზადაა, რაც იმასაც ნიშნავს, რომ საზოგადოება მზადაა ჩვენი დროის ჰეროსტრატეებს ტაში დაუკრას. ეს არის ის ფაქტორები, რომლებსაც ადამიანი მიჰყავს სუიციდის მდგომარეობამდე

- ბოლო 30 წლის განმავლობაში ყოფილი სსრკ-ს ყოფილ მოქალაქეებს, მათ შორის საქართველოში, ბევრი რამის გადატანამ მოუწიათ. თუნდაც ქვეყნის ნგრევისა და მმართველობის მოდელის შეცვლის გამო, მაგრამ სუიციდისა და სუიციდის მცდელობების სტატისტიკა ასეთი შემაშფოთებელი მგონი არც არასოდეს ყოფილა.

სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან შედარებით საქართველო საკმაოდ ბევრი რამის გამო დაწინაურებული ქვეყანაა და ამაზე ჩვენს გარდა სხვებიც საუბრობენ.

მაგრამ, თქვენი აზრით, რა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას ხელისუფლებამ, რომ ეს სტატისტიკა მნიშვნელოვნად შემცირდეს თუნდაც უახლოეს წლებში?

- გულწრფელად გეუბნებით, მე არც შინაგანად, არც ფსიქოლოგიურად, არც საკითხების ღრმად არცოდნის გამო ხელისუფლებას ვერაფერს ვუკარნახებ.

მაგრამ როცა საუბარია იმაზე, თუ რა შეიძლება გაკეთდეს, შემიძლია ჩემი აზრი გამოვთქვა. უპირველესად ეს არის ის ხაფანგები, რომლებშიც ახალგაზრდები შეიძლება აღმოჩდნენ, მათ ცხოვრებაში ასე ფართედ არ უნდა იყოს წარმოდგენილი. ანუ, ისინი უნდა შეიზღუდოს.

ის ხაფანგები, რომლებშიც ახალგაზრდები შეიძლება აღმოჩდნენ, მათ ცხოვრებაში ასე ფართედ არ უნდა იყოს წარმოდგენილი. ანუ, ისინი უნდა შეიზღუდოს

ამ ხაფანგებში მე ვგულისხმობ ბევრ რამეს, მაგრამ უპირველესად ვგულისხმობ სათამაშო ბიზნესს, რომელიც საქართველოში საკმაოდ აყვავებულია. სამორინეები, რომლებიც უმაღლესი სასწავლებლებისა და სკოლების მიმდებარე ტერიტორიებზე არსებობენ, ჩვენი ახალგაზრდებისთვის უდიდესი საფრთხის ხაფანგებს წარმოადგენენ. ახლგაზრდებისათვის მათში შესვლის ცდუნება არსებობს.

ხაფანგებში მე ვგულისხმობ ბევრ რამეს, მაგრამ უპირველესად ვგულისხმობ სათამაშო ბიზნესს, რომელიც საქართველოში საკმაოდ აყვავებულია. სამორინეები, რომლებიც უმაღლესი სასწავლებლებისა და სკოლების მიმდებარე ტერიტორიებზე არსებობენ, ჩვენი ახალგაზრდებისთვის უდიდესი საფრთხის ხაფანგებს წარმოადგენენ

რაც შეეხება ღამის კლუბებს. ღამის კლუბები, რომლებშიც მსუბუქი ნარკოტიკების მოხმარებაა შესაძლებელი, არის ცხოვრების ისეთი წესი, როდესაც დარღვეულია თუნდაც ბიოლოგიური რიტმი. კაცობრიობამ შეიმუშავა ღამე ქცევის ფორმა, ორგანიზმი დასვენებისთვის არის მზად.

ფსიქოლოგებმა და ფსიქიატრებმაც კარგად იციან, ღამე ძილის დარღვევა რა ტიპის სიმძიმეებს იწვევს ორგანიზმისათვის და რა ტიპის სირთულეებს უქმნის ადამიანის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას. ეს კი შემდგომ მათ ქცევაში უსათუოდ აისახება.

ეს ის სათქმელია, რაც მე ამ წუთში ხელისუფლებისთვის სათქმელად მაგონდება. მაგრამ, ამავე დროს საზოგადოებასაც უნდა ვუთხრათ, რომ საკმაოდ მნიშვნელოვან ამბებზე ჩვენს საზოგადოებას მხოლოდ ემოციური რეაგირება ახასიათებს.

ფსიქოლოგებმა და ფსიქიატრებმაც კარგად იციან ღამე ძილის დარღვევა რა ტიპის სიმძიმეებს იწვევს ორგანიზმისათვის და რა ტიპის სირთულეებს უქმნის ადამიანის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას. ეს კი შემდგომ მათ ქცევაში უსათუოდ აისახება

ამგვარი ემოციური პასუხი ძალიან კარგად გამოჩნდა, როცა ერთ-ერთი ღამის კლუბთან დაკავშირებით პოლიცია შევიდა გარკვეული სამძებრო ქმედებების ჩასატარებლად, ფაქტია, რომ ეს ღონისძიება წამლის გამსაღებლების მიმართ იყო მიმართული.

ჩვენ ვნახეთ, რომ მეორე დღეს რუსთაველზე, პარლამენტის შენობის წინ უზარმაზარი მიტინგი გაიმართა. ახალგაზრდები აქციაზე ცეკვავდნენ კიდეც. მაგრამ, პოლიციის ქმედებები მათ ისე შერაცხეს, თითქოს მათ რუსთაველზე ცეკვას ვინმე უშლიდა.

ძალიან მნიშვნელოვანია ამა თუ იმ მოვლენას ჩვენ რას დავარქმევთ. შესაძლოა, ამა თუ იმ მოვლენისათვის სახელის არასწორად დარქმევით ჩვენ დაგვეკარგოს და ხელიდან გაგვისხლტეს სწორედ ის მნიშვნელოვანი მომენტი, რომ ნარკოტიკების გასაღება უნდა შეიზღუდოს. არადა, ამ ქმედებებს ახალგაზრდებისთვის ცეკვის აკრძალვა დაერქვა. აი, როგორია კანონთან ემოციური დამოკიდებულება.

ამა თუ იმ მოვლენისათვის სახელის არასწორად დარქმევით შესაძლოა ჩვენ დაგვეკარგოს და ხელიდან გაგვისხლდეს სწორედ ის მნიშვნელოვანი მომენტი, რომ ნარკოტიკების გასაღება უნდა შეიზღუდოს. არადა, ამ ქმედებებს ახალგაზრდებისთვის ცეკვის აკრძალვა დაერქვა

ასეთივე ემოციური დამოკიდებულება აქვს საზოგადოებას საბანკო სექტორში გარკვეული რეგულაციების გამკაცრებაზე, ასევე გარკვეულ მოვლენებზე კანონის გამოყენებით მოქმედებაზე. როგორც კი გაჟღერდება, რომ კანონი ითხოვს ამას, ამას და ამას, მას მაშინვე უპირისპირდება ემოცია.

იქ, სადაც კანონია და კანონი უნდა კანონობდეს, ემოციისთვის ადგილი არ არის. და კიდევ ერთი - ჩვენ ვისაუბრეთ ხელისუფლებაზე, საზოგადოებაზე, მაგრამ არაფერი გვითქვამს მეოთხე ხელისუფლებაზე. მეოთხე ხელისუფლებას ვერანაირად ვერ გამოვტოვებ.

იქ, სადაც კანონია და კანონი უნდა კანონობდეს, ემოციისთვის ადგილი არ არის

უნდა გავიხსენო იმჟამად შს მინისტრის რანგში გიორგი გახარიას ჟურნალისტებთან შეხვედრა. როცა ამ შეხვედრას ვუსმენდი, მე პითაგორა გამახსენდა. პითაგორას სკოლაში მოსწავლეს 4 წლის განმავლობაში არ ჰქონდა კითხვის დასმის უფლება. როცა პითაგორას ჰკითხეს თუ რატომ არ შეიძლებოდა, რომ მოსწავლეს ოთხი წლის განმავლობაში დაესვათ კითხვა, მან ასე უპასუხა - შეიძლება ერთმა ბრიყვმა ისეთი კითხვა დასვას, რომ ათმა ბრძენმა ვერ უპასუხოს.

როცა გახარია ჟურნალისტებს გახარია ხვდებოდა, მე მომეცა იმედი, რომ თურმე შეიძლება ბრიყვის მიერ დასმულ კითხვას ბრძნულად, საქმიდან გამომდინარე კონკრეტულად უპასუხო. მაგრამ, რა ვუყოთ ასეთ ჟურნალისტებს?

რა ვუყოთ ასეთ არაპროფესიონალიზმს. ბოლო პერიოდში პოლიტიკაშიც და განსაკუთრებით ჟურნალისტიკაში მთელი სიმძაფრით რომ თავი იჩინა ბილწსიტყავაობის პრობლემამ. ეს პოლიტიკოსებსაც ეხებათ, მაგრამ განსაკუთრებით ეხებათ ჟურნალისტებს.

ყველაფერი ერთად ის საერთო ფონია, რომელშიც უწევს ადამიანს ცხოვრება და რომელსაც ჰქვია შიშში გაუსაძლის მდგომარეობაში ყოფნა. თუმცა, გაუსაძლისის გაძლებიდან იბადება ადამიანი და ეს დაბადება არის ინდივიდის დონეზე. მე ყველა ინდივიდს, ყველა კონკრეტულ პერსონაჟს ვუსურვებ, რომ გაუძლოს ყოველივე ამას.

თუმცა, გაუსაძლისის გაძლებიდან იბადება ადამიანი და ეს დაბადება არის ინდივიდის დონეზე. მე ყველა ინდივიდს, ყველა კონკრეტულ პერსონაჟს ვუსურვებ, რომ გაუძლოს ყოველივე ამას

- „ქართული ოცნების“ მმართველობის მეშვიდე წლისთავისათვის საზოგადოებაში მის მიმართ განწყობები საკმაოდ კრიტიკულია. ასეა, მიუხედავად იმისა, რომ ამ მოვლენის გამო „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია - „განვლილი 7 წელი გაჯერებული იყო გამარჯვევებით და მიღწევებით“.

ხელისუფლების მიმართ საზოგადოების საკმაოდ დიდი კრიტიკულობის მიზეზების ძიება შორს წაგვიყვანდა, მაგრამ, ეს რომ ასეა, ამაზე ქვეყანაში ჩატარებული არაერთი კვლევაც მიუთითებს.

ვხედავთ, რომ შიდა პოლიტიკაში პოლიტიკურ ბრძოლა არჩევნების მოახლობის კვალობაზე სულ უფრო მეტად მძაფრი ხდება. თქვენ როგორ შეაფასებდით არჩევნებამდე ერთი წლით ადრე ქვეყანაში ფსიქოლოგიური თავლსაზრისით არსებულ პოლიტიკურ ვითარებას?

- პოლიტიკური ვითარება და საერთოდ ვითარება ასეთია - ამ ხელისუფლების პირობებში მათი ძალისხმევა ადამიანის კეთი;დღეობაზე და ადამიანის თავისუფლებაზეა მიმართული.

დღეს შიში, რომელიც ადამიანის თავისუფლების ყველაზე დიდი შემზღუდავი გახლავთ, ეს შიში მოხსნილია. ამის შემდეგ იწყება იმ ეკონომიკურ და შიდაპოლიტიკურ საკითხებზე ფიქრი, რომელიც, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ყველა მოქალაქეებისათვის.

ხელისუფლების მიმართ ერთი სერიოზული საყვედური რომელიც არსებობს და რომელსაც ალბათ ბევრი იზიარებს ის პარადოქსია, - დიახ, მე ამას პარადოქს დავარქმევდი - ვითარებაში, როცა პროფესიონალები ქვეყანას უხვად ჰყავს, სწორედაც რომ პარადოქსია, რომ ხელისუფლებას პროფესიონალების პრობლემა აქვს. ამას ძალიან დიდი დაფიქრება სჭირდება.

ვითარებაში, როცა პროფესიონალები ქვეყანას უხვად ჰყავს, სწორედაც რომ პარადოქსია, რომ ხელისუფლებას პროფესიონალების პრობლემა აქვს

რაც შეეხება ხელისუფლების კრიტიკას. საერთოდ, კრიტიკა არის ინდიკატორი, მაჩვენებელი იმისა, თუ საით, რა მიმართულებით უნდა იაროს კონკრეტულმა ადამიანმა და ხელისუფლებამ.

როგორც სახარებაშია - „განუმზადეთ გზა უფალს, გაასწორეთ მისი ბილიკები“ ხელისუფლებამაც უნდა გაასწოროს ის ბილიკები, რომელიც ადამიანის თავისუფლებისაკენ მიდის.

მაგრამ, რეალური და ჭეშმარიტი კრიტიკა არსებობს თუ არ არსებობს, იცით, კრიტიკის პრობლემაც არსებობს. ძალიან ხშირად, ცინიზმი, ადამიანის დაკნინება მიაჩნიათ კრიტიკად. ამ დროს კრიტიკა არის ყველაზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო რამ. რასაც აკრიტიკებ, ძალიან ღრმად უნდა გქონდეს ინფორმაცია, ცოდნა და ა.შ და ა. შ. და რაც მთავარია, ამას უნდა აკეთებდე კეთილგანწყობილად.

იცით, კრიტიკის პრობლემაც არსებობს. ძალიან ხშირად, ცინიზმი, ადამიანის დაკნინება მიაჩნიათ კრიტიკად. ამ დროს კრიტიკა არის ყველაზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო რამ. რასაც აკრიტიკებ, ძალიან ღრმად უნდა გქონდეს ინფორმაცია, ცოდნა და ა.შ და ა. შ. და რაც მთავარია, ამას უნდა აკეთებდე კეთილგანწყობილად

ახლა იმ საარჩევნო სიტუაციაზე, რომელიც კიდევ წინ გვაქვს. არჩევნებამდე დიდი დრო არაა დარჩენილი, მაგრამ ამ დროშიც შეიძლება ბევრი რამ იყოს გათვალისწინებული. გათვალისწინებული ის, რომ ყური მივუგდოთ არა ყველას, არამედ იმას, ვისი ხმაც არის საყურადღებო.

- კარგია, რომ საქართველოში პირველად ხდება პარლამენტში მოსამართლეობის კანდიდატების საჯარო განხილვა. თან იმ კანდიდატების, ვისაც პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს წევრობა სამიდღემჩიოდ უნდა განუსაზღვროს. ვხედავთ იმასაც, რომ ამ პროცესს საზოგადოება ინტერესით ადევნებს თვალს.

რჩება შთაბეჭდილება, რომ მოსამართლეობის კანდიდატების უმრავლესობა რბილად რომ ვთქვათ, წარსულით აშკარად დამძიმებული მოსამართლეები არიან და მათ მიმართ ნდობა ბევრ პასუხგაუცემელ კითხვებს აჩენს.

მართლმსაჯულების სისტემაში ჩახედული ადამიანები კარგა ხანია მოითხოვენ მართლმსაჯულების სისტემაში რადიკალური ნაბიჯების გადადგმას, მაგრამ ამაოდ.

თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ, რა შთაბეჭდილებას ტოვებენ მოსამართლეობის კანდიდატები იმ საზოგადოებაზე, რომლის მოსამართლეობაც მათ პარლამენტმა სამუდამოდ უნდა განუსაზღვროს?

- ამ კითხაზე ეზოპეს ერთი იგავი გამახსენდა - ბექობზე, პატარა სიმაღლეზე შემოსკუპებულია პატარა ბეკეკა და ქვევით დგას მგელი. ბეკეკა იქედან დასცინის - მგელო, მგელო და აჯავრებს. მგელმა ასძახა ბეკეკას - ეჰ, ჩემო ბეკეკა, შენ კი არ დამცინი, არამედ ის ბექობი და სიმაღლე, რომელზეც შენ ხარ წამოსკუპებული.

სამწუხაროდ, დღეს ეს ბექობი პარლამეტია. ის, ვისაც დაცინიან, არის მთელი საზოგადოება. ახლა იმ ერთი თხის ნაცვლად, ამ ბექობზე საკმაოდ ბევრი დგას და ახლა მზად არიან მხარი დაუჭირონ მოსამართლეობის იმ კანდიდატებს, რომლებსაც უსმენენ. თუმცა, ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ეს არც ყველა პარლამენტარს ეხება და არც მოსამართლეობის ყველა კანდიდატს.

პარლამენტი ვისაც დასცინის, არის მთელი საზოგადოება... თუმცა, ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ეს არც ყველა პარლამენტარს ეხება და არც მოსამართლეობის ყველა კანდიდატს

- საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უკანასკნელმა ინტერვიუმ იდეოლოგიურ საკითხებზე, მათ შორის რელიგიაზე და სხვა საკითხებზე დიდი აჟიოტაჟი და მითქმა-მოთქმა გამოიწვია.

მიმდინარე წლის მარტში „რუსთავი-2“-ისთვის სააკაშვილის მიერ მიცემულ ინტერვიუზე თქვენ „ინტერპრესნიუსთან“ საკმაოდ ვრცლად ისაუბრეთ. კერძოდ ბრძანეთ - „მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილის გზავნილები ყველა ფოკუს-ჯგუფებზე იყო გათვლილი, ყველა იმას გაიგონებდა, რისი გაგონებაც სურდა“.

სააკაშვილის უკანასკნელ ინტერვიუზე საუბარისას ფილოსოფოსმა ზაზა ფირალიშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა - „ერთი წლით ადრე შიდა პოლიტიკაში არსებული ვითარება რთულია ხელისუფლებისათვის და არანაკლებად რთულია ოპოზიციისათვის.“

მან ასევე გამოთქვა, ვარაუდი, რომ ჩვენში გარკვეული იდეოლოგიური ქაოსის ვითარებაში არსებობს რელიგიური ფუნდამენტალიზმისა და რელიგიური ნაციონალიზმის გამოცოცხლების ალბათობა და ეს ისაა, რაც რუსულ წისქვილზე დაასხამს წყალს.

საკმაოდ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ ფონზე, რასაც ასევე ამძიმებს ქვეყანაში საკმაოდ არაჯანსაღი ფსიქოლოგიური ვითარება, თქვენი დაკვირვებით, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ 2020 წლის არჩევნებისთვის რელიგიური თემატიკა და ნაციონალიზმი ყველაზე მოთხოვნად თემებად იქცეს?

- ხშირად ვამბობთ, რომ ჩვენ ძალიან ხშირად რუსულ წისქვილზე ვასხამთ წყალს. პოლიტიკიდან გამომდინარე შემიძლია ვთქვა - ღმერთმა იცის, ვის წიქვილზე ვასხამთ წყალს?! ეს ჩვენ არ ვიცით, ძალიან ხშირად არ ვიცით... მით უმეტეს, საზოგადოებამ, ხალხმა არ ვიცით.

ინფორმაციას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და პოლიტიკას ასე ღია ინფორმაციები არ უყვარს. ყვითელ პრესას შეუძლია წეროს ვინ როგორი საცურაო კოსტიუმითაა სანაპიროზე, ვინ რამდენი კილო დაიკლო ფეხმძიმობის შემდეგ, მაგრამ პოლიტიკას ასეთ დეტალებში შეჭრა არ უყვარს.

ამიტომ, არავინ არ იცის, ჩვენ რომ ვამბობთ რუსულ წისქვილზე ვასხამთ წყალს, სინამდვილეში ვის წისქვილზე ვასხამთ წყალს. ერთი რამ კი ცხადია - ამ წლების განმავლობაში ქართულ წიქვილს წვეთი წყალი არ დასცემია. ეს ფაქტია.

არავინ არ იცის, ჩვენ რომ ვამბობთ რუსულ წისქვილზე ვასხამთ წყალს, სინამდვილეში ვის წისქვილზე ვასხამთ წყალს. ერთი რამ კი ცხადია - ამ წლების განმავლობაში ქართულ წიქვილს წვეთი წყალი არ დასცემია. ეს ფაქტია

რაც შეეხება რელიგიურ და ნაციონალურ საკითხებს. კლასიკური ფსიქოლოგიის ფუძემდებელი ზიგმუნდ ფროიდი ამბობდა - რელიგია ადამიანის ფსიქიკის კონსტრუქტია. მას ვერაფრით ვერასოდეს ვერავინ გაექცევა. როცა რელიგიურობისა და ნაციონალურობის მარგინალიზება ხდება, ეს არის ადამიანის თვითგამოხატვის შეზღუდვა, მაგრამ რამდენადაც არ უნდა შეზღუდო, ადამიანი თავის ნაციონალურობასა და რელიგიურობას ვერ გაექცევა.

ძალიან კარგად არის ნათქვამი, როცა თვითმფრინავი ჰაერში რყევას დაიწყებს, ყველა მგზავრი იძახის - ღმერთო მიშველე! სამშობლო კი, გარდა იმისა, ის ადგილია, სადაც ადამიანი დაიბადე, იცხოვრე, ის ასევე არის ადამიანის უკანასკნელი სამარე და საცხოვრისი. სამშობლო ისაა, რომელიც ყოველთვის მისკენ გიხმობს.

სამწუხაროდ, კარგა ხანია ღამის შოუებში განსაკუთრებით ნაციონალობისა და რელიგიურობის გამოხატვა ისეა შეზღუდული და მარგინალიზებული, რომ მეტი წარმოუდგენელია.

მე საბედნიეროდ დიდი ხანია ტელევიზორს არ ვუყურებ და მხოლოდ და მხოლოდ ინტერნეტით ვიღებ ჩემთვის მნიშვნელოვან ინფორმაციებს, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ტელევიზიების მიმართ რელიგიურობისა და ნაციონალობის მიმართ დამოკიდებულება ადამიანებისთვის დამამძიმებელი გარემოებაა.

როცა არჩევანს ვაკეთებთ ჩვენგან შორს, ძალიან შორს უნდა იყოს ემოციები და განცდები

შეიძლება ითქვას, რომ რელიგიურობისა და ნაციონალურობის მარგინალიზების ამგვარი ფორმა გარკვეულ წილად ფსიქოლოგიური განადგურების მექანიზმია. უკიდურესობა არაფერში ვარგა, მაგრამ ალბათ დროა, ამ თემებზე ჩვენ თავად დავფიქრდეთ.

სამწუხაროა, რომ ისეთ ცნებებთან და გრძნობებთან, როგორიცაა სამშობლო და ღმერთი, პოლიტიკოსები ჯამბაზობენ და ამ მგრძნობიარე ინსტრუმენტებით ჯამბაზებივით ცდილობენ მანიპულირებას.

- ახლა, როცა ჩვენში რაც ხდება, ყველაფერი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდება, პოლიტიკური ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის და ოპონენტები აკრძალული ილეთების გამოყენებას არ ერიდებიან, თქვენ რას ურჩევდით ერთი მხრივ ქართული პოლიტიკური სცენის ძირითად აქტორებსა და საზოგადოებას, რომელიც ამ ყველაფერს თვალს ადევნებენ?

- პოლიტიკურ აქტორებს ვერაფერს ვურჩევ, ვინაიდან ვიცი მაინც არაფერს გაითვალისწინებენ. ამ სამწუხარო ვითარების მიზეზი კი ისიცაა, რომ ისინი ინერციით მოქმედებენ. რამდენადაც ვხდები, პოლიტიკოსები უმეტეს შემთხვევაში არც არავის უსმენენ, არც ისტორიას, არც თანამედროვეობას აანალიზებენ სიღრმისეულად.

მაგრამ საზოგადოებისთვის შემიძლია რამდენიმე რჩევის მიცემა - ყველაზე საპასუხისმგებლო საქმეა არჩევნებში ვის მისცემ ხმას. არასოდეს არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რაც იყო. მამარდაშვილი ამბობდა - წარსულში, რომელშიც შენ იცხოვრე, თუ იქედან გამოცდილება არ წამოიღე, შენ იმ დროში არ გიცხოვრია.

მთავარი ის კი არაა, ახლა ვინ რას გვპირდება, რა სახის გამომეტყველებით ლაპარაკობს, არამედ ის, თუ რა გააკეთა, რას აკეთებდა თვითონ კონკრეტულად. კარგად უნდა გავაცნობიეროთ რა ახასიათებს წინასაარჩევნო კამპანიებსა და წინასარჩევნო დაპირებებს.

ვიცი, იოლი არაა ეს ყველაფერი კონკრეტულმა ადამიანებმა არჩევანის გაკეთებისას გაითვალისწინონ, მაგრამ როცა არჩევანს ვაკეთებთ ჩვენგან შორს, ძალიან შორს უნდა იყოს ემოციები და განცდები.

„ინტერპრესნიუსი”

კობა ბენდელიანი

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო