ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში საქართველოს დელეგაციამ შეხვედრები გამართა

ლონდონში, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს დელეგაცია უკრაინის დელეგაციას შეხვდა. საუბარი გაიმართა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაცია და ანექსია, რუსეთიდან მომდინარე კონვენციური და ჰიბრიდული საფრთხეები, ქართულ და უკრაინულ საპარლამენტო დელეგაციებს შორის თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს.

ამასთან, მათი ინფორმაციით, საშემოდგომო სესიის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა ორმხრივი შეხვედრა გამართეს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ მედლინ მუნთან და ასამბლეის გენერალურ მდივან დევიდ ჰობსთან. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში მიმდინარე რეფორმები, მათ შორის, სასამართლო რეფორმა, საჯარო საკონსტიტუციო განხილვები და 2020 წლის საპარლამენტო არჩვენები. ასამბლეის პრეზიდენტის განცხადებით, იგი მხარს უჭერს საქართველოს ალიანსში წევრობას და მიმდინარე რეფორმები ქვეყანას ამ მიზნის მიღწევაში ეხმარება.

დელეგაციის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს ასამბლეის კომიტეტების შეხვედრებში, სადაც წარმოდგენილ ანგარიშებში მხარდაჭერილია საქართველოს ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაცია, დემოკრატიული რეფორმები, სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა და დაგმობილია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია.

როგორც დელეგაციის ხელმძღვანელმა, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა, ნატოს საპარლამენტო ასამბლეა არის ორგანიზაცია, რომელიც პრინციპული და ერთიანია, როდესაც საუბარია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე და ქვეყნის ალიანსში გაწევრიანებაზე.

„ასევე, აღსანიშნავია, რომ ანგარიში სადაც საუბარია ალიანსის ღირებულებებზე, საქართველო მოხსენიებულია როგორც ლიდერი და ტრანსფორმაციის გზაზე მდგარი ქვეყანა, რომლის საერთაშირისო რეიტინგები უთანაბრდება ნატოს წევრების რეიტინგებს. მათ შორისაა მედიის თავისუფლება, კანონის უზენაესობა და ბიზნესგარემო. კორუფციასთან ბრძოლის რეიტინგში საქართველოს ნატოს 10 წევრ ქვეყანაზე უკეთესი შედეგები აქვს“, - განაცხადა საქართველოს დელეგაციის წევრმა სოფიო ქაცარავამ.

ირაკლი ბერაიას განცხადებით კი, ამერიკელი კონგრესმენის, ჯერალდ კონოლის ანგარიშში მხარდაჭერილია საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფება. ამასთან, დოკუმენტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ალიანსმა და მოკავშირეებმა უნდა გააგრძელონ საქართველოს მხარდაჭერა ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში.

ცნობისთვის, ლონდონში იმართება ნატოს საპარლამენტო ასამბლეის რიგით 65-ე წლიური სხდომა, რომელშიც მონაწილეობს ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია ირაკლი სესიაშვილის ხელმძღვანელობით. ასევე დელაგაციაში შედიან: სოფიო ქაცარავა, ირაკლი ბერაია და გიორგი კანდელაკი.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში