დავით ბაქრაძე - სამწუხაროა, რომ მიხეილ სააკაშვილისგან საფუძვლიანი კრიტიკის საპასუხოდ ისევ ტალახის სროლა გვესმის

სამწუხაროა, თუ მიხეილ სააკაშვილს დღემდე ასეთი რეაქცია აქვს განსხვავებულ აზრზე და საფუძვლიანი და თემატური კრიტიკის საპასუხოდ გვესმის ისევ ტალახის სროლა,- ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ მიხეილ სააკაშვილის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა.

მისივე თქმით, მათი პარტიის ინტერესშია, რომ ოპოზიცია ერთიანი იყოს.

"როგორც ჩანს, ეს განცხადებები გამოწვეული იყო გიგა ბოკერიას კრიტიკით „ნაციონალური მოძრაობის“ და მიხეილ სააკაშვილის მიმართ. სამწუხაროა, თუ მიხეილ სააკაშვილს დღემდე ასეთი რეაქცია აქვს განსხვავებულ აზრზე და საფუძვლიანი და თემატური კრიტიკის საპასუხოდ გვესმის ისევ ტალახის სროლა, ცილისწამება და ბრალდებები. კიდევ ერთხელ განვამარტავ ჩვენს პოზიციას: ოპოზიციას სჭირდება ერთიანობა და ეს იქნება გადამწყვეტი ხელისუფლების დამარცხებაში.ივანიშვილის ინტერესია გამოაჩინოს პროცესები ისე, თითქოს საქართველოში არის ორი არჩევანი: ივანიშვილი და სააკაშვილი და სწორედ ამ ორი არჩევანის პირობებში აპირებს მოგებას, ამიტომ მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ არჩევანი არის ბევრად მეტი, ესაა სრული ოპიზიციური სპექტრი და ამ სპექტრში გამორჩეული ადგილი უჭირავს "ევროპულ საქართველოს,"- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ევროპული საქართველო“ კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და „ფეისბუქზე“ სტატუსი ასეთუ ფორმულირებით დაწერა: - "გამარჯვება „ქოცებზე“ და „ევრო- ქოცებზე“ მალე საქართველოში".

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო