რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაში ცვლილებები შევიდა

რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაში ცვლილებები შევიდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო ახორციელებს სახელმწიფო პროგრამას რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის, რომელიც საწარმოო დანადგარების შეძენაში დახმარებას ითვალისწინებს.

ცვლილების თანახმად, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე მოქმედი სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივებისათვის, რძის გადამმუშავებელი მანქანა-დანადგარების შესასყიდად გათვალისწინებულია 90%-იანი თანადაფინანსება (არაუმეტეს 150,000 ლარი) იმ შემთხვევაში, თუ ამ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ან/და მისი მეპაიე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ან/და მეპაიე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მეპაიეთა საკუთრებაში არსებული ფურების/ცხვრების (ნერბი)/თხების(ნეზვი) რაოდენობა ჯამურად შეადგენს, შესაბამისად, არანაკლებ 150/1000/200 სულს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, ამავე ცვლილებით, მაღალმთიან დასახლებაში რეგისტრირებულ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს შეუძლიათ რძის გადამმუშავებელი მანქანა-დანადგარების შესასყიდად 95%-იანი თანადაფინანსება, არაუმეტეს, 150,000 ლარისა მიიღონ იმ შემთხვევაში, თუ ამ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ან/და მისი მეპაიე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ან/და მეპაიე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მეპაიეთა საკუთრებაში არსებული ფურების რაოდენობა ჯამურად აღემატება 50 სულს.

მათივე ინფორმაციით, პროგრამის დაწყებიდან დღემდე, რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით დაფინანსდა 24 კოოპერატივი. სახელმწიფოს მხრიდან გაწეულმა თანადაფინანსებამ შეადგინა 2,031,604 ლარი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს