ქართული პრესის მიმოხილვა 18.10.2019

საქართველო ლტოლვილთა ნაკადის საფრთხის წინაშე

ვისთან ქმნის კოალიციას “ოცნება”

***

საქართველო ლტოლვილთა ნაკადის საფრთხის წინაშე

“სირიის მოვლენებმა მსოფლიო პოლიტიკური დღის წესრიგი თავდაყირა დააყენა, ამ ვითარებამ ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის ორი ლიდერი ქვეყანა ერთმანეთს დააპირისპირა, აშშ თურქეთს ემბარგოს დაწესებით და ეკონომიკის განადგურებით ემუქრება, ხოლო თურქეთი კი სირიაში ერიშებს ჯიუტად აგრძელებს. აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სირიის მოვლენებს სრულიად შეუსაბამოდ უპასუხა, მან სირიის ჩრდილოეთიდან ამერიკული ჯარები გაიყვანა და ქურთების მუშათა პარტიის მიმართ ყველასათვის მოულოდნელი განცხადება გააკეთა. „ეს ჩვენი საზღვარი არაა. აშშ წესრიგის დამცველი აგენტი არ არის და დროა, სახლში წავიდეთ. ჩვენ აქ არ უნდა ვიხოცებოდეთ, შესაძლოა, „ქურთების მუშათა პარტია" უარესი ტერორისტია და ტერორიზმის უფრო დიდ საფრთხეს წარმოადგენს, ვიდრე "ისლამური სახელმწიფო," - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, საქართველო ლტოლვილთა ნაკადის საფრთხის წინაშე / “სირიის მოვლენებმა მსოფლიო პოლიტიკური წესრიგი თავდაყირა დააყენა”

"ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ტრამპმა სირიიდან გასვლით თურქეთს „მწვანე შუქი აუნთო", თუმცა, ტრამპი ამის საპასუხოდ იმ წერილს აქვეყნებს, რომელიც მან ჯერ კიდევ თურქეთის არმიის სირიაში შეჭრამდე ერდოღანს გაუგზავნა. „ნუ იქნები ხისტი და სულელი! შეგვიძლია, კარგი გარიგება დავდოთ. შენ არ გსურს ათასობით ადამიანის სისხლისღვრაზე იყო პასუხისმგებელი, ისევე, როგორც მე არ მსურს, თურქეთის ეკონომიკის განადგურებაზე ვიყო პასუხისმგებელი - და მე ვიქნები. ისტორია დაგიფასებს, თუკი ამას სწორად და ჰუმანურად გააკეთებ, მაგრამ შეგრაცხავს სატანად, თუ მოვლენები კარგად არ განვითარდება. ნუ იქნები ხისტი, ნუ იქნები სულელი!" - წერს ტრამპი გაგზავნილ წერილში, რომელიც 9 ოქტომბრითაა დათარიღებული. თავის მხრივ აშშ-ს ვიცე პრეზიდენტი მაიკ პენსი და სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ჩრდილოეთ სირიაში მიმდინარე მოვლენებზე პრობლემების განსახილველად თურქეთში გაემგზავრნენ, ისინი ანკარაში თურქეთის მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრებს გამართავენ. მანამდე პრეზიდენტმა ერდოღანმა ერდოღანმა პენსისა და პომპეოს დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის მხოლოდ პრეზიდენტ ტრამპს შეხვდება”, - აღნიშნავს გამოცემა.

"ერდოღანმა ჟურნალისტებს ასევე მტკიცედ განუცხადა, რომ არაერთი მოწოდების მიუხედავად თურქეთი სირიაში ცეცხლის შეწყვეტას არ აპირებს. რუსეთი კი ამ ვითარებაში სრულიად მოულოდნელ პოზიციას იკავებს, მას შემდეგ, რაც ქურთებმა ასადის ხელისუფლებასთან თანამშრომლობა დაიწყეს, გაჩნდა კითხვები რუსეთის სამხედრო ჩარევასთან დაკავშირებით, თუმცაღა, რუსეთის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ სირიისა და თურქეთის სამხედრო ძალებს შორის შეტაკებას არ დაუშვებენ. თავდაცვის სამინისტროს თქმით, მათი სამხედროები თურქებსა და სირიელებს შორის პატრულირებენ. სამხედრო ანალიტიკური ჟურნალ არსენალის მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი „რეზონანსთან" ამბობს რომ ამერიკის პრეზიდენტი თურქეთიდან ჯარის გაყვანას იმ კუთხით ამართლებს რომ მისი წინასაარჩევნო დაპირება სწორედ სხვადასხვა ქვეყნებში მყოფი აშშ-ს ჯარების „სახლში დაბრუნება" იყო. „სირიაში ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ რამდენიმეწლიანი ბრძოლის პერიოდში, ამერიკელების ძირითად დასაყრდენს როგორც სირიაში, ისე ერაყში სწორედ ქურთები წარმოადგენდნენ, ქურთებმა ამ მხრივ თავიანთი ამოცანა პირწმინდად შეასრულეს, ეს ერთგვარი ღალატის ელფერს იღებს აშშ-ს ხელისუფლების მიერ ქურთების მიტოვება, ყოველ შემთხვევაში ქურთების უმეტესი ნაწილი ასე თვლის”, - განაგრძობს გამოცემა.

"დაახლოებით 40 მლნ-მდე ქურთია გაბნეული სირიის, ერაყის, ირანის, თურქეთის ტერიტორიაზე, მათ შორის სამხრეთ კავკასიის ნაწილშიც, მათ მუდმივად სურდათ საკუთარი სახელმწიფოს დიდი ქურთისტანის შექმნა, რაც არ აქვთ, მას შემდეგ რაც ისლამურმა სახელმწიფობმა ფაქტობრივად სიტუაცია „არია" ახლო აღმოსავლეთში, მათ გაუჩნდათ შანსი, რომ დასუსტებულ სირიის და ერაყის ტეიტორიებზე შეექმნათ მათი რეალური ავტონომიები, ერაყში მათ თითქმის შეძლეს, სირიაში იყო მცდელობა, მაგრამ მათ არ გამოუვიდათ. "ტრამპი სანამ პრეზიდენტი გახდებოდა, მანამდე მას ჰქონდა წინასაარჩევნო შეპირებები, რომ აშშ-ს ჯარი ბევრი ადგილიდან სახლში უნდა დაებრუნებინა, ის ამით ამართლებს ამ ქმედებას. "სირიის მოვლენებმა მსოფლიო პოლიტიკური წესრიგი თავდაყირა დააყენა, ტრამპს ასეთი არაორდინალური ნაბიჯების გადადგმა სჩვევია, მითუმეტეს, როდესაც იგი ტვიტერის საშუალებით აკეთებს ხოლმე კომენტარებს ამა თუ იმ მოვლენაზე, მაშინ როდესაც, როგორც წესი ხელისუფლების პირველი პირის ნებისმიერი განცხადება მრავალჯერ მოწმდება შიდა ექსპერტების და შიდა სახელისუფლებო სტრუქტურებში და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება მისი გავრცელება, თვითონ ტრამპი არაორდინალურია და მისგან კიდევ უნდა ველოდოთ არაერთ უცნაურ გადაწყვეტილებას."-აცხადებს იგი”, - დასძენს გამოცემა.

"მისივე შეფასებით, სირიის მოვლენებმა საბოლოოდ რუსეთის ხელისუფლებაზე დაასხა წყალი, პუტინმა არა მხოლოდ ბაშარ ასადის ხელისუფლება შეინარჩუნა, არამედ ის, რომ ქურთებმა დახმარება სირიის პრეზიდენტს თავიანთი ნებით სთხოვეს. „პრეზიდენტმა პუტინმა სირიაში გამარჯვებას მიაღწია იმიტომ, რომ ოთხი წლის შემდეგ პირველ რიგში მან მოახერხა ბაშარ ასადის შენარჩუნება და ამასთან გაძლიერება, რეალურად მოახერხა ის, რომ ამერიკელებმა ფაქტობრივად დატოვეს სირია, რუსეთი გახდა ახლო აღმოსავლეთში ერთ-ერთი მთავარი მომრიგებელი და რაც მთავარია მან მოახერხა ის, რომ ქურთებმა თვითონ სთხოვეს სირიის პრეზიდენტს, რომ თურქების არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებოდა"- განაცხადა ალადაშვილმა”, - წერს სტატიის ავტორი.

ვისთან ქმნის კოალიციას “ოცნება”

"პოლიტიკაში ყველაფერი მოდის, ამიტომ ვინ ვისთან იქნება ალიანსში ძნელი სათქმელია, მაგრამ არა მგონია, რომ "ოცნებას" მაშველი რგოლი დასჭირდეს, ის კოალიციას შექმნის იმ პარტიებთან, ვისთანაც კომფორტულად იქნება" - აცხადებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე, ვისაც "რეზონანსი" მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე ესაუბრა”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, ვისთან ქმნის კოალიციას “ოცნება”

"მეეჭვება, რომ კობახიძის განცხადება ვინმესთან იყო შეთანხმებული, ან "ოცნების" ერთგვარი ხრიკია. უფრო მგონია, რომ მან საკუთარი პოზიცია გამოხატა, თანაც მოაყოლა ისრაელის მაგალითი, რომ ვერ მოხერხდა ცალსახად მთავრობის შემოყალიბებაო. ანუ, ამით უნდოდა ეთქვა, რომ ამ სისტემით საპარლამენტო რესპუბლიკაში ეს საფრთხე არის, ოღონდ ეს თქვა ისე მოუხერხებლად, რომ მარცხიანი განცხადება გამოუვიდა. რასაც მოჰყვა ოპოზიციის რეაქცია, რომ კობახიძემ აღიარებითი ჩვენება მისცა "ოცნება" შეიძლება დამარცხდესო. არა მგონია, რომ "ოცნებას" მაშველი რგოლი დასჭირდეს და თუ ხმების ყველაზე დიდი რაოდენობა ექნება, კოალიციას შექმნის, კონსტიტუციით ამის უფლება აქვს და შექმნის იმ პარტიებთან, ვისათანაც უფრო კომფორტულად იქნება”, - აღნიშნავს გამოცემა.

"პოლიტიკაში ყველაფერი მოდის, ამიტომ, ვინ ვისთან იქნება ალიანსში, ძნელი სათქმელია, ამიტომ ჯობია ყურადღება შანსებზე შევაჩეროთ. რაც შეეხება ოპოზიციის განაცხადებას, რომ "ოცნება" დასრულდა, ეს უფრო ოპოზიციის "ოცნებაა", ვიდრე რეალობა. მგონია, რომ მათ რეალობის გრძნობა შიგადაშიგ ღალატობთ, რადგან ყველა არჩევნები წააგეს და ხარვეზები, რომელიც აქვთ, ამ ხარვეზებზე არ ფიქრობენ. ამიტომ, ძნელი დასაჯერებელია, რომ ოპოზიციურ ფლანგზე ყველაფერი კარგად არის. რაც შეეხება "ევრონაცებისა" და "ნაცების" დაპირისპირებას, ერთი თვე თუ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა აქვთ გამოცხადებული, მეორე თვეს ერთმანეთს ჩაეხუტებიან, თუმცა, დღეს მათი დაპირისპირების მიზეზი არის ერთმანეთის ამომრჩევლის გადმობირება, ანუ ამომრჩეველი არის მთავარი სამიზნე”, - დასძენს გამოცემა.

"საყვარელიძის თქმით, ხაზარაძეს ჰქონდა კარგი შანსი ყოფილიყო მესამე ძალა, მაგრამ მე მგონი, რომ მან არასწორად ააგო საარჩევნო კამპანია. არც "ოცნების" პოზიციაზე უნდა ყოფილიყო და არც "ნაციონალების", მაგრამ რაც დრო გადის ხაზარაძე უფრო მკაფიოდ იკავებს "ნაციონალების" პოზიციას, რაც მისთვის წამგებიანია. მას ჰქონდა ეს სურვილი, რომ ოპოზიციური ფლანგი აეღო, მაგრამ ეს ფლანგი ისე უნდა აეღო, რომ გამეორება არ ყოფილიყო. ამიტომ მგონია, რომ ხაზარაძის მდგომარეობა რთულია და მოგების შანსები არც ისე ბევრი”, - წერს სტატიის ავტორი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა