რომან გოცირიძე - ბიუროკრატებისთვის სახრავად გადაგდებული ბიუჯეტი არის ლარის გაუფასურებისა და ფასების ზრდის მთავარი წყარო

ბიუროკრატებისთვის სახრავად გადაგდებული ბიუჯეტი არის ლარის გაუფასურებისა და ფასების ზრდის მთავარი წყარო, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძემ მედიასთან განაცხადა.

რომან გოცირიძე 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირველად ვერსიას გამოეხმაურა. მისი თქმით, ნაცვლად იმისა, რომ დაანონსებული „ქამრების შემოჭერის” პოლიტიკა გაეტარებინა მთავრობას, ახალ უწყებებს ქმნის და ბიუროკრატიულ ხარჯებს ზრდის.

რომან გოცირიძე 2020 წლის ბიუჯეტს პოპულისტურს უწოდებს და აცხადებს, რომ შედეგად გაიზრდება ფასები და ეროვნული ვალუტა გაუფასურდება.

გოცირიძე ამბობს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი „საარჩევნოდ ზოგიერთი კატეგორიის გულის მოსაგებია”.

მას შენიშვნები აქვს, ბიუჯეტი პროექტის პენსიების კომპონენტში. გოცირიძე ამბობს, რომ პენსიები ყველა ასაკის პენსიონერს თანაბრად უნდა გაეზარდოს.

„დაუშვებელია, რომ პენსიონერების ნახევარს პენსიები გაეზარდოს 20 ლარით, ნახევარს - 50 ლარით. რა დააშავა 69 წლის ასაკის პენსიონერმა? შეწყვიტოს მთავრობამ ექსპერიმენტი. ამ რესურსების ფარგლებში, ყველა პენსიონერს პენსია 35 ლარით უნდა გაეზარდოს. მსგავსი ასაკობრივი დიფერენცირება სამომავლოდ სერიოზულ პრობლემებს გამოიწევევს. შემდეგ ისევ გათანაბრება, ან პენსიონერების სხვადასხვა კატეგორიებად დაყოფა მოუწევთ, რაც არანორმალურია და მსგავსი რამ, თუნდაც წინასაარჩევნოდ არ ხდება არსად”, - აცხადებს გოცირიძე.

ამასთან, რომან გოცირიძის მტკიცებით, „ბიუროკრატებისთვის სახრავად გადაგდებული ბიუჯეტი“ არის ლარის გაუფასურებისა და ფასების ზრდის მთავარი წყარო.

ამ წუთებში, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის შემაჯამებელ სხდომაზე 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ. ბიუჯეტის მოცულობა 16 მილიარდი ლარით არის განსაზღვრული და მასში ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ხუთი პროცენტია.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ