განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული ვაკის გამგებლის ყოფილი მოადგილე სასამართლოში ჩვენებას აძლევს

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული ვაკის გამგებლის ყოფილი მოადგილე, თეიმურაზ ჩოჩუა სასამართლოში ჩვენებას აძლევს. ის დეტალურად იხსენებს იმ ფაქტს, თუ როგორ დააკავშირა უცხოელი ბიზნესმენი წყალტუბოს საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს.

როგორც ჩოჩუა აცხადებს, წყალტუბოს საკრებულოს ყოფილი შენობის აუქციონზე გატანასა და გამარჯვებაში გრიგოლ ივანეიშვილის ბიზნესინტერესი კონკრეტულ პროცენტში და კონკრეტულ თანხაში იყო გამოხატული.

„ჩემ სამუშაო ოთახში ვიმყოფებოდი, როცა ტელეფონით დამიკავშირდა გრიგოლ ივანეიშვილი. ტრადიციულად წყალტუბოს თემებს ვიხილავდით, როცა უწყებებში დახმარება სჭირდებოდა, არ ვიზარებდი და დახმარებას ვუწევდი. ამ ზარზე საქმე ეხებოდა წყალტუბოს საკრებულოს შენობას, რომელიც გასაყიდად გადიოდა. მაღალი ინტერესი იყო, რომ გაყიდულიყო. თხოვნა შემდეგში მდგომარეობდა, ვინაიდან კარგი კავშირები მაქვს უცხოელ ინვესტორებთან, მიმეწვდინა ეს ინფორმაცია იმ პირებისთვის, ვინც ჩემს არეალში ტრიალებდა. 2-3 დღეში, უცხოელი ბიზნესმენი მომიყვანეს. მას სჭირდებოდა მიწის ნაკვეთი", - განაცხადა ჩოჩუამ.

მისივე განცხადებით, მან გაუკეთა ორგანიზება გრიგოლ ივანეიშვილისა და უცხოელი ბიზნესმენის შეხვედრას.

„რაღაც დეტალები იყო, რამაც დამაეჭვა. გრიგოლ ივანეიშვილთან სატელეფონო კომუნიკაცია მქონდა და ჩემი აზრი გავუზიარე, მეგობრული თხოვნა, მოთხოვნა იყო, რომ ეს საკითხი გაჩერებულიყო. ამაზე პასუხი მივიღე - კარგი. ამის შემდეგ მსვლელობასთან შემხებლობა არ მქონია. ამ საქმეში გრიგოლ ივანეიშვილის ბიზნესინტერესი კონკრეტულ პროცენტში და კონკრეტულ თანხაში იყო გამოხატული", - განაცხადა ჩოჩუამ.

ამავე საქმეზე დაკავებულია წყალტუბოს საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილი.

ჩოჩუასა და ივანეიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული.

შეგახსენებთ, რომ წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილი სუს-მა 25 იანვარს დააკავა. გამოძიება მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავება. ამავე საქმეზე ვაკის გამგებლის მოადგილე თეიმურაზ ჩოჩუა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 26 იანვარს ქრთამის აღებაში დახმარების ბრალდებით დააკავა.

ორივე დაკავებულს ბრალი სუს-ში 26 იანვარს წარედგინა. არც ერთი ბრალდებული თავს დამნაშავედ არ თვლის.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ თეიმურაზ ჩოჩუამ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილს დააკავშირა უცხოელი ბიზნესმენი, რომელიც ქალაქ წყალტუბოში მდებარე საკრებულოს ყოფილი შენობის შესყიდვით იყო დაინტერესებული. გრიგოლ ივანეიშვილი უცხოელ ბიზნესმენს აღნიშნული შენობის წინასწარ შეთანხმებულ ფასად აუქციონზე გატანას და აღნიშნული აუქციონის გზით ხსენებული ქონების შესყიდვაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით 250 000 ლარის გადახდა მოსთხოვა. თავის მხრივ, თეიმურაზ ჩოჩუამ გრიგოლ ივანეიშვილს დახმარება გაუწია თანხის გადახდის გარანტად, უცხოელი ბიზნესმენის მიერ დაფუძნებული კომპანიის 16%-იან წილის ივანეიშვილის ნდობით აღჭურვილი პირის საკუთრებაში გადაცემასა და 250 000 ლარის ქრთამის სახით აღებაში“, - ნათქვამია აღნიშნულ საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული ვაკის გამგებლის ყოფილი მოადგილე სასამართლოში ჩვენებას აძლევს

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული ვაკის გამგებლის ყოფილი მოადგილე, თეიმურაზ ჩოჩუა სასამართლოში ჩვენებას აძლევს. ის დეტალურად იხსენებს იმ ფაქტს, თუ როგორ დააკავშირა უცხოელი ბიზნესმენი წყალტუბოს საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს.

როგორც ჩოჩუა აცხადებს, წყალტუბოს საკრებულოს ყოფილი შენობის აუქციონზე გატანასა და გამარჯვებაში გრიგოლ ივანეიშვილის ბიზნესინტერესი კონკრეტულ პროცენტში და კონკრეტულ თანხაში იყო გამოხატული.

„ჩემ სამუშაო ოთახში ვიმყოფებოდი, როცა ტელეფონით დამიკავშირდა გრიგოლ ივანეიშვილი. ტრადიციულად წყალტუბოს თემებს ვიხილავდით, როცა უწყებებში დახმარება სჭირდებოდა, არ ვიზარებდი და დახმარებას ვუწევდი. ამ ზარზე საქმე ეხებოდა წყალტუბოს საკრებულოს შენობას, რომელიც გასაყიდად გადიოდა. მაღალი ინტერესი იყო, რომ გაყიდულიყო. თხოვნა შემდეგში მდგომარეობდა, ვინაიდან კარგი კავშირები მაქვს უცხოელ ინვესტორებთან, მიმეწვდინა ეს ინფორმაცია იმ პირებისთვის, ვინც ჩემს არეალში ტრიალებდა. 2-3 დღეში, უცხოელი ბიზნესმენი მომიყვანეს. მას სჭირდებოდა მიწის ნაკვეთი", - განაცხადა ჩოჩუამ.

მისივე განცხადებით, მან გაუკეთა ორგანიზება გრიგოლ ივანეიშვილისა და უცხოელი ბიზნესმენის შეხვედრას.

„რაღაც დეტალები იყო, რამაც დამაეჭვა. გრიგოლ ივანეიშვილთან სატელეფონო კომუნიკაცია მქონდა და ჩემი აზრი გავუზიარე, მეგობრული თხოვნა, მოთხოვნა იყო, რომ ეს საკითხი გაჩერებულიყო. ამაზე პასუხი მივიღე - კარგი. ამის შემდეგ მსვლელობასთან შემხებლობა არ მქონია. ამ საქმეში გრიგოლ ივანეიშვილის ბიზნესინტერესი კონკრეტულ პროცენტში და კონკრეტულ თანხაში იყო გამოხატული", - განაცხადა ჩოჩუამ.

ამავე საქმეზე დაკავებულია წყალტუბოს საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილი.

ჩოჩუასა და ივანეიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული.

შეგახსენებთ, რომ წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილი სუს-მა 25 იანვარს დააკავა. გამოძიება მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავება. ამავე საქმეზე ვაკის გამგებლის მოადგილე თეიმურაზ ჩოჩუა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 26 იანვარს ქრთამის აღებაში დახმარების ბრალდებით დააკავა.

ორივე დაკავებულს ბრალი სუს-ში 26 იანვარს წარედგინა. არც ერთი ბრალდებული თავს დამნაშავედ არ თვლის.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ თეიმურაზ ჩოჩუამ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილს დააკავშირა უცხოელი ბიზნესმენი, რომელიც ქალაქ წყალტუბოში მდებარე საკრებულოს ყოფილი შენობის შესყიდვით იყო დაინტერესებული. გრიგოლ ივანეიშვილი უცხოელ ბიზნესმენს აღნიშნული შენობის წინასწარ შეთანხმებულ ფასად აუქციონზე გატანას და აღნიშნული აუქციონის გზით ხსენებული ქონების შესყიდვაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით 250 000 ლარის გადახდა მოსთხოვა. თავის მხრივ, თეიმურაზ ჩოჩუამ გრიგოლ ივანეიშვილს დახმარება გაუწია თანხის გადახდის გარანტად, უცხოელი ბიზნესმენის მიერ დაფუძნებული კომპანიის 16%-იან წილის ივანეიშვილის ნდობით აღჭურვილი პირის საკუთრებაში გადაცემასა და 250 000 ლარის ქრთამის სახით აღებაში“, - ნათქვამია აღნიშნულ საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია