„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ პანელს მოდერატორობას BBC-ს წამყვანი აარონ ჰესელჰარსტი გაუწევს

22 ოქტომბერს „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ პანელს „მომგებიანი ვაჭრობა” მოდერაციას BBC-ს მსოფლიოს ახალი ამბების წამყვანი, ცნობილი ჟურნალისტი აარონ ჰესელჰარსტი გაუწევს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმიდან“ აცნობეს.

მათი ინფორმაციით, აარონ ჰასელჰარსტი მრავალი ჯილდოს მფლობელი ჟურნალისტი და BBC World News TV- ის ერთ-ერთი მთავარი სახეა. 2002 წლის თებერვლიდან ჰესელჰარსტი BBC-ის ბიზნეს-საინფორმაციო წამყვანია. 2017 წლის მაისში მან საკუთარი შოუ წამოიწყო სახელწოდებით „საუბრები ბიზნესზე აარონ ჰესელჰარსტთან“ (Talking Business with Aaron Heslehurst). რომელიც ნახევარსაათიანი, ძალიან დინამიური, საინტერესო და ინფორმაციული საერთაშორისო გადაცემაა და ყოველდღე 100 მილიონზე მეტ მაყურებელს ითვლის მსოფლიოს მასშტაბით.

„აარონ ჰესელჰარსტი წამყვან აღმასრულებელ დირექტორებთან ინტერვიუებს მარტივი ენით წარმართავს და მაყურებელს აწვდის ინფორმაციას უახლეს ინოვაციებზე, ტექნოლოგიების მიმართულებით. მუშაობს სხვადასხვა სფეროებში მიმდინარე სიახლეებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია მომხმარებლებისთვის. მათ შორის: შიდა და საერთაშორისო კორპორატიულ, გლობალური ფინანსების, საერთაშორისო საკვების ფასების და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე. მას ინტერვიუები აქვს ჩაწერილი მსოფლიოს უმსხვილეს კორპორატიულ ლიდერებთან და, ასევე, მსოფლიო ბანკის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ევროკავშირისა და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ხელმძღვანელ პირებთან. ჟურნალისტის ინტერესის ძირითად სფეროს საავიაციო ინდუსტრია წარმოადგენს და, შესაბამისად, მისი რესპონდენტების სიაში უმსხვილესი და წამყვანი ავიაკომპანიების მრავალი ლიდერია.

2009 წელს, აარონ ჰესელჰარსტი დაჯილდოებულ იქნა „ინდუსტრიაში წლის საუკეთესო კომენტატორი“ -ის წოდებით, „Daily Telegraph Wealth Management Awards” - ის მიერ.

BBC World News-ში მუშაობის დაწყებამდე, ის NBC America-ის კოპენჰაგენში მდებარე დანიის ფილიალის, CNBC Nordic-ის უფროსი საინფორმაციო წამყვანი იყო. ასევე იყო Paramount Pictures-ის ევროპის ბიუროს და ამერიკის Real TV News-ის უფროსი, შემდეგ კი ლონდონის ფილიალის ახალი ამბების უფროსი. აარონი ჰესელჰარსტი ავსტრალიის ქალაქ სიდნეის მკვიდრია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს