ბორის ჯონსონმა ევროკავშირს „ბრექსითის“ გადავადების ხელმოუწერელი თხოვნა გადაუგზავნა

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ბრიუსელს „ბრექსითის“ გადავადების თხოვნით წერილი გადაუგზავნა, თუმცა ხელმოწერის გარეშე, - ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, თხოვნას თან ერთვოდა მეორე, ჯონსონის მიერ ხელმოწერილი წერილი, სადაც ნათქვამია, რომ „ბრექსითის“ გადადება დიდი შეცდომა იქნება.

„გადადება დააზიანებს ბრიტანეთისა და ჩვენი ევროკავშირელი პარტნიორების ინტერესებს, ასევე ჩვენს შორის არსებულ ურთიერთობებს", - წერს ჯონსონი ხელმოწერილ წერილში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ბრიტანეთის თემთა პალატამ „ბრექსითის“ გადავადებას დაუჭირა მხარი. დეპუტატ ოლივერ ლეტვინის მიერ შეტანილი ცვლილების სასარგებლოდ ხმა 322-მა დეპუტატმა მისცა, წინააღმდეგი კი 306 იყო.

ბორის ჯონსონს კანონი ავალდებულებდა, რომ ევროკავშირისთვის გადავადების შესახებ თხოვნა შაბათს, ბრიტანეთის დროით 23:00 საათამდე გადაეგზავნა.

კენჭისყრის შედეგების მიუხედავად ბორის ჯონსონი აცხადებდა, რომ ის ამ საკითხზე ევროკავშირთან მოლაპარაკებებს არ გამართავდა.

„გადავადების საკითხს ევროკავშირთან არ განვიხილავ და ამის გაკეთებას ვერც კანონი მაიძულებს", - განუცხადა ბორის ჯონსონმა პარლამენტის წევრებს.

ევროპის საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, რომ მან „ბრექსითის“ გადავადებაზე თხოვნა მიიღო. მისი თქმით, იმაზე, თუ რა რეაგირებას მოახდენენ წერილზე, ევროკავშირის ლიდერებთან იმსჯელებს.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

ბორის ჯონსონმა ევროკავშირს „ბრექსითის“ გადავადების ხელმოუწერელი თხოვნა გადაუგზავნა

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ბრიუსელს „ბრექსითის“ გადავადების თხოვნით წერილი გადაუგზავნა, თუმცა ხელმოწერის გარეშე, - ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, თხოვნას თან ერთვოდა მეორე, ჯონსონის მიერ ხელმოწერილი წერილი, სადაც ნათქვამია, რომ „ბრექსითის“ გადადება დიდი შეცდომა იქნება.

„გადადება დააზიანებს ბრიტანეთისა და ჩვენი ევროკავშირელი პარტნიორების ინტერესებს, ასევე ჩვენს შორის არსებულ ურთიერთობებს", - წერს ჯონსონი ხელმოწერილ წერილში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ბრიტანეთის თემთა პალატამ „ბრექსითის“ გადავადებას დაუჭირა მხარი. დეპუტატ ოლივერ ლეტვინის მიერ შეტანილი ცვლილების სასარგებლოდ ხმა 322-მა დეპუტატმა მისცა, წინააღმდეგი კი 306 იყო.

ბორის ჯონსონს კანონი ავალდებულებდა, რომ ევროკავშირისთვის გადავადების შესახებ თხოვნა შაბათს, ბრიტანეთის დროით 23:00 საათამდე გადაეგზავნა.

კენჭისყრის შედეგების მიუხედავად ბორის ჯონსონი აცხადებდა, რომ ის ამ საკითხზე ევროკავშირთან მოლაპარაკებებს არ გამართავდა.

„გადავადების საკითხს ევროკავშირთან არ განვიხილავ და ამის გაკეთებას ვერც კანონი მაიძულებს", - განუცხადა ბორის ჯონსონმა პარლამენტის წევრებს.

ევროპის საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, რომ მან „ბრექსითის“ გადავადებაზე თხოვნა მიიღო. მისი თქმით, იმაზე, თუ რა რეაგირებას მოახდენენ წერილზე, ევროკავშირის ლიდერებთან იმსჯელებს.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს