ჯარჯი აქიმიძე „რუსთავი 2“-ის 60 %-იანი წილის დაყადაღებაზე - დარწმუნებული ვართ ჩვენს გამარჯვებაში, სამართლიანობა არ აღდგება, ვიდრე არხი დამფუძნებლებს არ დაუბრუნდება

ჩვენ დარწმუნებული ვართ ჩვენს გამარჯვებაში და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ სამართლიანობა არ აღდგება იქამდე, ვიდრე „რუსთავი 2“ არ დაუბრუნდება თავის დამფუძნებლებს, - ამის შესახებ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის დამფუძნებელმა ჯარჯი აქიმიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რითაც გამოეხმაურა სასამართლოს მიერ ტელევიზიის 60% წილზე ყადაღის დადებას.

ჯარჯი აქიმიძის თქმით, ყველაზე მთავარი ის არის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ მისი და დავით დვალის სარჩელი წარმოებაში მიიღო. აქიმიძე იმედოვნებს, რომ სასამართლო პროცესები მაქსიმალურად ობიექტურად გაშუქდება.

„კარგია, რომ სასამართლომ სარჩელი წარმოებაში მიიღო. ეს ნიშნავს იმას, რომ დაიწყება სასამართლო პროცესი. როგორ განვითარდება მოვლენები და ეს ყველაფერი როგორ მოხდება, ამას იმედია, ყველა ერთად ვიხილავთ. რაც შეეხება 60%-ს, ჩვენ ვითხოვდით, ჩვენს კუთვნილ 6 0%-ზე ყადაღის დადებას და კარგია, როდესაც სასამართლომ ეს გაითვალისწინა. ეს ნიშნავს იმას, რომ დავის დასრულებამდე დღევანდელ მეპატრონეს არ შეეძლება გაასხვისოს წილების 60-%“, - განაცხადა ჯარჯი აქიმიძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის სარჩელი წარმოებაში მიიღო და ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ის 60 %-ს ყადაღა დაადო. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის 60%-იანი წილის დაბრუნების მოთხოვნით, დავით დვალმა, ჯარჯი აქიმიძემ და მათი ინტერესების დამცველმა კახა კოჟორიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი 17 ოქტომბერს შეიტანეს.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

ჯარჯი აქიმიძე „რუსთავი 2“-ის 60 %-იანი წილის დაყადაღებაზე - დარწმუნებული ვართ ჩვენს გამარჯვებაში, სამართლიანობა არ აღდგება, ვიდრე არხი დამფუძნებლებს არ დაუბრუნდება

ჩვენ დარწმუნებული ვართ ჩვენს გამარჯვებაში და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ სამართლიანობა არ აღდგება იქამდე, ვიდრე „რუსთავი 2“ არ დაუბრუნდება თავის დამფუძნებლებს, - ამის შესახებ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის დამფუძნებელმა ჯარჯი აქიმიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რითაც გამოეხმაურა სასამართლოს მიერ ტელევიზიის 60% წილზე ყადაღის დადებას.

ჯარჯი აქიმიძის თქმით, ყველაზე მთავარი ის არის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ მისი და დავით დვალის სარჩელი წარმოებაში მიიღო. აქიმიძე იმედოვნებს, რომ სასამართლო პროცესები მაქსიმალურად ობიექტურად გაშუქდება.

„კარგია, რომ სასამართლომ სარჩელი წარმოებაში მიიღო. ეს ნიშნავს იმას, რომ დაიწყება სასამართლო პროცესი. როგორ განვითარდება მოვლენები და ეს ყველაფერი როგორ მოხდება, ამას იმედია, ყველა ერთად ვიხილავთ. რაც შეეხება 60%-ს, ჩვენ ვითხოვდით, ჩვენს კუთვნილ 6 0%-ზე ყადაღის დადებას და კარგია, როდესაც სასამართლომ ეს გაითვალისწინა. ეს ნიშნავს იმას, რომ დავის დასრულებამდე დღევანდელ მეპატრონეს არ შეეძლება გაასხვისოს წილების 60-%“, - განაცხადა ჯარჯი აქიმიძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის სარჩელი წარმოებაში მიიღო და ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ის 60 %-ს ყადაღა დაადო. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის 60%-იანი წილის დაბრუნების მოთხოვნით, დავით დვალმა, ჯარჯი აქიმიძემ და მათი ინტერესების დამცველმა კახა კოჟორიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი 17 ოქტომბერს შეიტანეს.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია