ბენიამინ ნეთანიაჰუმ მთავრობის ფორმირება ვერ შეძლო

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, მან მთავრობის ჩამოყალიბება ვერ შეძლო და მანდატი ქვეყნის პრეზიდენტს დაუბრუნა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

„ბოლო რამდენიმე კვირაა ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ ბენი განცი მოლაპარაკებების მაგიდასთან დამესვა, ეროვნული მთავრობა ჩამომეყალიბებინა და კიდევ ერთი არჩევნები ამეცილებინა,“- განაცხადა ნეთანიაჰუმ.

აღნიშნული განცხადების შემდეგ ისრაელის პრეზიდენტმა რუვენ რივლინიმ განმარტა, რომ იგი ოპოზიციური პარტია „ლურჯი და თეთრის“ ლიდერს ბენი განცს კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებისთვის 28 დღიან ვადას მისცემს.

პრეზიდენტ რუვენ რივლინის თქმით, ის შეეცდება, ქვეყანაში კიდევ ერთი არჩევნების თავიდან აცილებას და თუ კოალიციური მთავრობის შექმნას ვერც განცი მოახერხებს, ამის განხორციელება შესაძლოა მესამე კანდიდატს დაავალოს.

საპარლამენტო არჩევნები ისრაელში 17 სექტემბერს გაიმართა. ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდს“ პარლამენტში 32 ადგილი ერგო, გენშტაბის ყოფილი უფროსის, ბენი განცის პარტიას „ლურჯი და თეთრი“ კი - 33. მესამეზე ადგილზე „არაბთა გაერთიანებული სია“ გავიდა, რომელსაც ქნესეთში 13 მანდატი ერგო. საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობის მოსაპოვებლად კი სულ მცირე 61 მანდატია საჭირო.

კოალიციის შექმნის საკითხზე მოლაპარაკებების დაწყება ქვეყნის პრეზიდენტმა პირველ რიგში მოქმედ პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს დაავალა, ვინაიდან ჩათვალა, რომ კოალიციური მთავრობის შესაქმნელად საუკეთესო შანსი მას ჰქონდა.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო