კანადის არჩევნებში ჯასტინ ტრიუდოს პარტია ლიდერობს

წინასწარი მონაცემების თანახმად, კანადაში გამართულ არჩევნებში მმართველი „ლიბერალური პარტია“ ლიდერობს, თუმცა პარლამენტში უმრავლესობის მოპოვება ვერ შეძლო, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, 304 საარჩევნო უბნიდან 146-ში ჯასტინ ტრიუდოს პარტია ლიდერობს, თუმცა, წინაწარი მონაცემების თანახმად, მმართველმა პარტიამ 338 ადგილიან საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობის ფორმირებისთვის საჭირო 170 ადგილის მოპოვება ვერ შეძლო.

ტრიუდოს პარტიას შედეგებით თითქმის უთანაბრდება „კონსერვატიული პარტია“, რომელსაც თემთა პალატის ყოფილი სპიკერი ენდრიუ შირმა ხელმძღვანელობს.

შეგახსენებთ, რომ დაახლოებით ერთი თვის წინ ჯასტინ ტრიუდო რასიზმში დაადანაშაულეს. მიზეზი ჟურნალ „თაიმის“ მიერ გამოქვეყნებული 18 წლის წინ გადაღებული ფოტო გახლდათ, რომელზეც ჯასტინ ტრიუდო კერძო სკოლის წვეულებაზე ყავისფერ გრიმში, ალადინის ფორმაშია გამოწყობილი. კანადის პრემიერ-მინისტრმა ფოტოს გამო ბოდიში მოიხადა.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
ზღაპრული დღე წალკაში – 4 ივლისს KASS LAND-ის ატრაქციონების ახალი პარკი ყველა ბავშვისთვის ღიაა