გიორგი მიქაუტაძე - სასამართლოში არანაირი გავლენიანი ჯგუფი არ არსებობს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი გიორგი მიქაუტაძე სასამართლოში რაიმე სახის გავლენიანი ჯგუფების არსებობას უარყოფს. ამის შესახებ მიქაუტაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს უსმენენ. მიქაუტაძეს კითხვა გავლენიანი ჯგუფების არსებობაზე უმრავლესობის დეპუტატმა სოფიო კილაძემ დაუსვა. მიქაუტაძის თქმით, სასამართლოში არის გუნდი, რომელიც ზრუნავს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობაზე, მიუკერძოებლობასა და სისტემის განვითარებაზე.

„არ არსებობს სასამართლოში არანაირი გავლენიანი ჯგუფი, რომელიც იღებს გარკვეული სახის გადაწყვეტილებას. სასამართლოში არის გუნდი, რომელიც ზრუნავს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობაზე, მიუკერძოებლობაზე და სასამართლო სისტემის განვითარებაზე. ახალი არ არის არც თქვენთვის, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში, სასამართლო სისტემას მოუწია ძალიან ბევრი რეფორმის გავლა. ის რეფორმები და საკანონმდებლო ცვლილებები, რომელსაც თქვენ გვთავაზობდით საბოლოო ჯამში, ჩვენი განსახორციელებელია და ეს მარტივი პროცესი არაა. ამ პროცესში არის შემთხვევები, როდესაც ჩვენ გვიწევს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის დაცვა და შესაძლებელია ამ პოლემიკაში გაჩნდეს განცდა იმისა, რომ სასამართლო სისტემა გარკვეულწილად შეიძლება ითქვას რომ ჩაკეტილია, მაგრამ ეს ასე არაა. ჩვენ ამას ყველას საქმით ვუდასტურებთ. სასამართლო და იუსტიციის უმაღლესი საბჭო მაქსიმალურად გახსნილია და გადაწყვეტილებები რომლებსაც ვიღებთ, მაქსიმალურად გამჭვირვალეა. ჩვენ ვერ ვიტყვით უარს გადაწყვეტილებების მიღებაზე, იმიტომ, რომ ამას შეიძლება კრიტიკა მოყვეს. სასამართლო საჭიროებს დღევანდელი მდგომარეობითაც ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ისეთი გადაწყვეტილების მიღებას, რომელზეც წინასწარ ვიცით, რომ შესაძლებელია საზოგადოების გარკვეულ ფენებს ჰქონდეთ კრიტიკული დამოკიდებულება, თუმცა მე ვფიქრობ, რომ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს პირმა, რომელმაც უნდა მიიღოს გადაწყვეტილება“, - განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს