„თავისუფალი საქართველო“ იაფი მედიკამენტების დარიგებას განაგრძობს

პარტია „თავისუფალი საქართველო“, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ დაწყებული მოკვლევის მიუხედავად, იაფი მედიკამენტების კამპანიას განაგრძობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარტია „თავისუფალი საქართველოდან“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, დღეს, 22 ოქტომბერს, პარტიის თავმჯდომარე კახა კუკავამ თბილისში მცხოვრებ მოქალაქეს, ალექსანდრე წვერავას იაფი მედიკამენტები გადასცა, კერძოდ: „კაპტოპრილ-დენკი“, რომელიც საქართველოს მონოპოლიურ ბაზარზე 20.89 ლარი ღირს, ხოლო მოქალაქეს 5.15 ლარად, ანუ მეზობელ ქვეყნებში არსებული ფასის შესაბამისად გადაეცა. აგრეთვე, „კარდიომაგნილი“- 150მგ, რომელიც ალექსანდრე წვერავამ პარტიის ელექტრონულ აფთიაქში 2.36 ლარად შეიძინა, საქართველოში კი მისი ფასი 9.18 ლარია.

პარტია „თავისუფალმა საქართველომ“ 21 ოქტომბერს ჯანდაცვის სამინისტროსაგან მედიკამენტების იმპორტისა და რეალიზაციის ნებართვა მიიღო, რისთვისაც პარტიის ლიდერმა კახა კუკავამ ჯანდაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს მადლობა გადაუხადა, თუმცა აღნიშნა, რომ პარალელურად, პარტიის წინააღმდეგ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოძიება დაიწყო, რაც საქართველოს ტერიტორიაზე მედიკამენტების საჭირო მასშტაბით გავრცელებას კვლავ აფერხებს.

„ჩვენ გავაგრძელებთ ამ კამპანიას და ბოლომდე მივიყვანთ ჩვენს დაპირებას, მიუხედავად იმისა, თუ რა შეფერხებებს შეგვიქმნის მაფია და მის მიერ კონტროლირებადი ცალკეული ინსტიტუტები“, - აცხადებს კუკავა.

„თავისუფალი საქართველო“ აგრძელებს ყველა იმ იურიდიული მოქმედებების განხორციელებას, რაც აუცილებელია მედიკამენტების იმპორტისა და რეალიზაციის მასობრივი პროცესის დასაწყებად.

ამასთანავე, პარტია სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მოუწოდებს, „თავისუფალი საქართველოს“ წინააღმდეგ საქმის წარმოება დროულად დაასრულოს, რაც იქნება იმის გარანტია, რომ დაინტერესებული პირები და პირველ რიგში, სოციალურად შეჭირვებული მოქალაქეები, საქართველოს მთელი მასშტაბით საჭირო, ხარისხიან და იაფ მედიკამენტებს მიიღებენ.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო