ლორენს მერედიტი - ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის გაფართოების კონცეფციის სამუშაო პროცესში საქართველოც არის ჩართული

ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის გაფართოების კონცეფციის სამუშაო პროცესში, რომელზეც ევროკავშირი მუშაობს, აღმოსავლეთ სამეზობლოს ექვსი პარტნიორი ქვეყანა, მათ შორის საქართველოა ჩართული. ამის შესახებ ევროკომისიის სამეზობლოსა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის დირექტორმა, ლორენს მერედიტმა განაცხადა.

მან ისაუბრა „თბილისის აბრეშუმის გზის“ ფორუმისა და ერთ-ერთი პანელური დისკუსიის შესახებ, რომელიც სატრანსპორტო კავშირების განვითარებას ეხებოდა.

მერედიტის განცხადებით, ევროკავშირი მუშაობს ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის გაფართოების კონცეფციაზე. კონცეფციის მიზანია, რკინიგზების, აეროპორტების და ზოგადად მართვის სისტემების კოორდინირებულ გაუმჯობესება. სამუშაო პროცესში ევროკავშირთან ერთად ჩართულია აღმოსავლეთ სამეზობლოს ექვსი პარტნიორი ქვეყანა, მათ შორის საქართველოც.

"დღეს ვისაუბრეთ ტრანსევროპულ სატრანსპორტო კავშირებზე. არის სამი მნიშვნელოვანი ფაქტორი: პირველი, მინდა მივულოცო საქართველოს და აღმოსავლელ პარტნიორებს მაღალი დონის შეთანხმების გამო, ყველაზე მნიშვნელოვანი სატრანსპორტო დერეფნების შესახებ. მეორე, მოხარული ვარ იმის თქმით, რომ ევროკაშირი ევროპის საინვესტიციო ბანკთან და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან ერთად, ინვესტირებას ახდენს ამ საერთო პრიორიტეტებში აღმოსავლელი პარტნიორებისთვის. და მესამე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არსებობს კერძო სექტორის ჩართულობა. საჯარო და კერძო სექტორს შორის პარტნიორობა ფუნდამენტურია ამ პროექტის განხორციელებისთვის", - აღნიშნა ევროკომისიის სამეზობლოსა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის დირექტორმა.

მანვე განაცხადა, რომ განხილვა იყო მომავლის პერსპექტივის გათვალისწინებითაც, თუ რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები.

"პანელზე იდენტიფიცირება მოვახდინეთ იმ არსებითი ფაქტორებისა, რაც გადამწყვეტ როლს თამაშობს სატრანსპორტო ინვესტიციის მიმართულებით. პირველია კლიმატი, რაზეც დღესდღეობით ახალგაზრდობაც თვლის, რომ პლანეტისთვის ეს ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია. ეს ასევე ვრცელდება იმაზეც, თუ როგორ ვახდენთ ინვესტირებას ტრანსპორტში. ჩვენ აუცილებლად უნდა ჩავრთოთ სამოქალაქო საზოგადოება, ასევე, დარწმუნებულები ვიყოთ, რომ ჩვენი ყველა ინვესტიცია გარემოსთვის სანდოა. მეორე მხრივ, ეს ეხება ახალი ტექნოლოგიების გამოყენებას. ამჟამად ვიყენებთ "სმარტ" ტექნოლოგიებს, რათა შევამციროთ ხარჯები, დროის ოპტიმიზირება მოვახდინოთ და ა.შ. მომავალში მზად უნდა ვიყოთ, როგორც კლიმატის დაცვისთვის, ასევე ციფრული მხრივაც", - განაცხადა მერედიტმა.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

ლორენს მერედიტი - ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის გაფართოების კონცეფციის სამუშაო პროცესში საქართველოც არის ჩართული

ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის გაფართოების კონცეფციის სამუშაო პროცესში, რომელზეც ევროკავშირი მუშაობს, აღმოსავლეთ სამეზობლოს ექვსი პარტნიორი ქვეყანა, მათ შორის საქართველოა ჩართული. ამის შესახებ ევროკომისიის სამეზობლოსა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის დირექტორმა, ლორენს მერედიტმა განაცხადა.

მან ისაუბრა „თბილისის აბრეშუმის გზის“ ფორუმისა და ერთ-ერთი პანელური დისკუსიის შესახებ, რომელიც სატრანსპორტო კავშირების განვითარებას ეხებოდა.

მერედიტის განცხადებით, ევროკავშირი მუშაობს ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის გაფართოების კონცეფციაზე. კონცეფციის მიზანია, რკინიგზების, აეროპორტების და ზოგადად მართვის სისტემების კოორდინირებულ გაუმჯობესება. სამუშაო პროცესში ევროკავშირთან ერთად ჩართულია აღმოსავლეთ სამეზობლოს ექვსი პარტნიორი ქვეყანა, მათ შორის საქართველოც.

"დღეს ვისაუბრეთ ტრანსევროპულ სატრანსპორტო კავშირებზე. არის სამი მნიშვნელოვანი ფაქტორი: პირველი, მინდა მივულოცო საქართველოს და აღმოსავლელ პარტნიორებს მაღალი დონის შეთანხმების გამო, ყველაზე მნიშვნელოვანი სატრანსპორტო დერეფნების შესახებ. მეორე, მოხარული ვარ იმის თქმით, რომ ევროკაშირი ევროპის საინვესტიციო ბანკთან და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან ერთად, ინვესტირებას ახდენს ამ საერთო პრიორიტეტებში აღმოსავლელი პარტნიორებისთვის. და მესამე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არსებობს კერძო სექტორის ჩართულობა. საჯარო და კერძო სექტორს შორის პარტნიორობა ფუნდამენტურია ამ პროექტის განხორციელებისთვის", - აღნიშნა ევროკომისიის სამეზობლოსა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის დირექტორმა.

მანვე განაცხადა, რომ განხილვა იყო მომავლის პერსპექტივის გათვალისწინებითაც, თუ რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები.

"პანელზე იდენტიფიცირება მოვახდინეთ იმ არსებითი ფაქტორებისა, რაც გადამწყვეტ როლს თამაშობს სატრანსპორტო ინვესტიციის მიმართულებით. პირველია კლიმატი, რაზეც დღესდღეობით ახალგაზრდობაც თვლის, რომ პლანეტისთვის ეს ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია. ეს ასევე ვრცელდება იმაზეც, თუ როგორ ვახდენთ ინვესტირებას ტრანსპორტში. ჩვენ აუცილებლად უნდა ჩავრთოთ სამოქალაქო საზოგადოება, ასევე, დარწმუნებულები ვიყოთ, რომ ჩვენი ყველა ინვესტიცია გარემოსთვის სანდოა. მეორე მხრივ, ეს ეხება ახალი ტექნოლოგიების გამოყენებას. ამჟამად ვიყენებთ "სმარტ" ტექნოლოგიებს, რათა შევამციროთ ხარჯები, დროის ოპტიმიზირება მოვახდინოთ და ა.შ. მომავალში მზად უნდა ვიყოთ, როგორც კლიმატის დაცვისთვის, ასევე ციფრული მხრივაც", - განაცხადა მერედიტმა.

ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო