დონალდ ტუსკი ევროკავშირის ლიდერებს „ბრექსითის“ გადავადების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს

ევროსაბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი ევროკავშირის ლიდერებს მოუწოდებს, მხარი დაუჭირონ დიდი ბრიტანეთის მოთხოვნას „ბრექსითის“ გადავადების შესახებ.

როგორც დონალდ ტუსკი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს, ის ევროკავშირის ლიდერებს „ბრექსითის“ გადავადების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს და ამ მიზნით წერილობითი პროცედურის შეთავაზებას აპირებს.

„ბორის ჯონსონის გადაწყვეტილების შემდეგ შეეჩერებინა გასვლის ხელშეკრულების რატიფიცირების პროცესი, ევროკავშირის ლიდერებს მოვუწოდებ, მხარი დაუჭირონ დიდი ბრიტანეთის მოთხოვნას „ბრექსითის“ გადავადების შესახებ, რათა თავიდან ავიცილთ შეთანხმების გარეშე „ბრექსითი,“- წერს ტუსკი.

20 ოქტომბერს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ევროკავშირს „ბრექსითის“ გადავადების საკითხზე ოფიციალური მიმართვა გაუგზავნა, თუმცა, მისთვის ხელი არ მოუწერია. გადავადების შესახებ მოთხოვნის გაგზავნას პრემიერ-მინისტრს კანონმდებლობა ავალდებულებდა მას შემდეგ, რაც 19 ოქტომბერს თემთა პალატამ „ბრექსითის“ გადავადებას დაუჭირა მხარი. კანონით გათვალისწინებულ მიმართვასთან ერთად ჯონსონმა ევროკავშირს ხელმოწერილი წერილიც მისწერა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ „ბრექსითის“ გადავადება დიდი შეცდომა იქნებოდა.

გამოცემა BBC-ს სანდო წყარომ განუცხადა, რომ თუ ევროკავშირი „ბრექსითის“ გადავადებას დაუჭერს მხარს, პრემიერ მინისტრი ბორის ჯონსონი ქვეყანაში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს დანიშნავს.

იხილეთ ვიდეო: დონალდ ტუსკი ევროკავშირის ლიდერებს მოუწოდებს, მხარი დაუჭირონ ბრიტანეთის მოთხოვნას "ბრექსითის" გადავადების შესახებ

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
07.07.2025 / 08:38

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს