ანრი ოხანაშვილი ხაზარაძის განცხადებაზე - ჩვენ ვენდობით გახარიას - არ გვაქვს საფუძველი ეჭვი შევიტანოთ კონკრეტული პირის მხრიდან ჭორაობაში

"ის, რომ ჩვენ ვენდობით გიორგი გახარიას, გამოვხატეთ მაშინ, როდესაც ნდობა გამოვუცხადეთ პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ", - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა მამუკა ხაზარაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ე.წ. მუქარის წერილთან დაკავშირებით.

ოხანაშვილის განცხადებით, მმართველ გუნდს არ აქვს საფუძველი იმისა, რომ კონკრეტული პირების ჭორაობის გამო, ეჭვი შეიტანოს მთავრობის მეთაურში.

„ის, რომ ჩვენ ვენდობით გიორგი გახარიას და მას აქვს ჩვენი გუნდის სრული მხარდაჭერა, ეს გამოვხატეთ მაშინ, როდესაც პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობა გამოვუცხადეთ. შესაბამისად, არ გვაქვს რაიმე საფუძველი იმისა, რომ ეჭვი შევიტანოთ კონკრეტული პირის მხრიდან ჭორაობაში. თუმცა თუ ამ ადამიანს აქვს რაიმე სახის დოკუმენტი, მტკიცებულება, მას კანონმდებლობა ავალდებულებს, რომ ამის შესახებ აცნობოს კონკრეტულ საგამოძიებო ორგანოებს. ამის შემდგომ თუ გამოიკვეთება, რომ საჭიროა რაიმე სახის საგამოძიებო მოქმედების განხორციელება, ეს უკვე შესაბამისმა ორგანომ უნდა განახორციელოს. "ქართული ოცნების" არც ერთ თანამდებობის პირს არ აქვს იმის განცდა, რომ თუკი მისი გამოკითხვა, დაბარება გახდება საჭირო რომელიმე საგამოძიებო ორგანოსთვის, რომ არ უნდა ითანამშრომლოს. პირიქით, ყველა ვემორჩილებით კანონს და ვგრძნობთ დიდ პასუხისმგებლობას ჩვენი საზოგადოების წინაშე", - განაცხადა ოხანაშვილმა.

იხილეთ ვიდეო

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს