უილიამ ტომპსონი - ჩვენ ვხედავთ, რომ არსებობს შეზღუდვები უცხოელების მიერ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფლობასთან დაკავშირებით, ეს პრობლემაა

ჩვენ ვხედავთ, არსებობს შეზღუდვები უცხოელების მიერ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფლობასთან დაკავშირებით, ეს პრობლემაა,- ამის შესახებ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) გლობალური ურთიერთობების სამდივნოში ევრაზიის განყოფილების უფროსმა უილიამ ტომპსონმა "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე" საქართველოში არსებულ გამოწვევებზე საუბრისას განაცხადა.

გამოწვევებს შორის, უილიამ ტომპსონმა სასოფლო-სამეურნო სექტორში ინვესტიციების ნაკლებობა დასახელა. მან ასევე აღნიშნა, რომ ხშირი ინსტიტუციური რეფორმები ინვესტორებისთვის ზოგჯერ დამაბნეველია. მისივე თქმით, პრობლემურია კონკურენციის პოლიტიკაც საქართველოში.

„სასურველი იქნებოდა მეტი ინვესტიციები იყოს სასოფლო-სამეურნეო სექტორში, სასურსათო სექტორში, თუმცა აქ პირდაპირი ინვესტიციების შედარებით ნაკლებობა აღინიშნება. კიდევ ერთი პრობლემა სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებით - ჩვენ ვხედავთ, რომ არსებობს შეზღუდვები სასოფლო-სამეურნეო მიწის ფლობასთან დაკავშირებით უცხოელების მიერ. ეს რა თქმა უნდა, რეგიონის მასშტაბით გავრცელებული მომენტია, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს პრობლემაა. განსაკუთრებით, როცა ვხედავთ, თუ როგორი პოტენციალი აქვს სასოფლო სამეურნეო სექტორს, მისი პროდუქტიულობა როგორია, აუცილებელია პროდუქტიულობის ზრდა და ამისთვის ასევე აუცილებელია ინვესტიციები.

კიდევ გამოწვევები, რომელიც მაგალითად ირლანდიის გამოცდილებასთან არის დაკავშირებული, როცა საინვესტიციო სტრატეგიისა და პოლიტიკის შემუშავებაზეა საუბარი, საქართველო კონცენტრირებულია ბიზნეს-გარემოს შექმნაზე, ეს რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან მისასალმებელია, თუმცა, ამავე დროს ვხედავთ, რომ არსებობს მრავალი ინიციატივა, მრავალი სტრატეგია ფრაგმენტირებულია, არ აქვს საერთო სახე, ძალიან ხშირია ინსტიტუციური რეფორმები, რაც ზოგჯერ დამაბნეველია ხოლმე და შეიძლება შედეგები ზოგჯერ იმდენად ეფექტიანი არ გახადოს. არსებობენ ექსპერტები, რომლებმაც გაიარეს ირლანდიის გარდაქმნა და მათ შეუძლიათ თქვან, რომ მსგავსი სწრაფი ცვლილებები არ არის კარგი და ინსტიტუციური რეფორმების სტაბილურობა არსებითად მნიშვნელოვანია.

კიდევ ერთი ნეგატიური მომენტი, ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ კონკურენციის პოლიტიკა ცოტა პრობლემატურია. კონკურენციასთან დაკავშირებული ორგანო არ ფლობს ინსტრუმენტებს, რომლებიც აუცილებელია. ახლა განიხილება კანონმდებლობა, ვნახოთ, რამდენად წინ წავა საქმე ამ მიმართულებით“,- განაცხადა უილიამ ტომპსონმა.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის არიდებას ცდილობს, მხარეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს, მაგრამ, ახლა უკრაინაზე და ევროპაზე ისეთ ზეწოლას არ ახდენს, როგორც მანამდე
ქართული პრესის მიმოხილვა 14.08.2025
ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
Samsung-ის 2025 წლის ტელევიზორები - ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს! - ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის კონკურსი - „ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის“ დაიწყო
BTU სტუდენტებისთვის AI ბანაკს გამართავს