მუხურის მეფუტკრეობის ბაზაზე ტრენინგი ჩატარდა

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მუხურის მეფუტკრეობის ბაზაზე, პროექტის „SKYE მომავლისთვის“ და „SKYE Teens ახალგაზრდების გაძლიერება წარმატებისათვის“ კლუბის წევრებს ფუტკრის მოვლა-მოშენების საკითხებზე ტრენინგი ჩაუტარდათ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, ცენტრის წარმომადგენლებმა ახალგაზრდებს ქართული ფუტკრის პოპულაციებზე, ფუტკრის ანატომიის, მოვლა-მოშენების გზებსა და საქართველოში მეფუტკრეობის განვითარების პერსპექტივებზე ინფორმაცია მიაწოდეს. ტრენინგის მონაწილეებმა მუხურის მეფუტკრეობის ბაზაზე არსებული ლაბორატორია დაათვალიერეს და მიმდინარე პროექტებს გაეცნენ.

პროექტი „SKYE მომავლისთვის“ და „SKYE Teens ახალგაზრდების გაძლიერება წარმატებისათვის“ საქართველოს ოთხ რეგიონში გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების ფინანსური მხარდაჭერითა და SOS ბავშვთა სოფელი საქართველოსა და World Vision საქართველოს პარტნიორობით ხორციელდება.

უწყების ინფორმაციით, პროექტის მიზანი ახალგაზრდების პროფესიული განვითარება და საზოგადოებაში თვითრეალიზაციის მხარდაჭერაა.

სამინისტროს ცნობითვე, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ახალგაზრდა კადრების მოზიდვის, მომზადებისა და აგრარულ სფეროში მათი ჩართვის მიზნით, მუხურის მეფუტკრეობის ბაზაზე უფასო სემინარ-ტრენინგებს რეგულარულად ატარებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა