ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში რძის გადამმუშავებელი 3 კოოპერაციული საწარმო აღიჭურვა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში რძის გადამმუშავებელი 3 კოოპერაციული საწარმო აღიჭურვა.

უწყების ცნობით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში „რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მოქმედი კოოპერატივების საქმიანობას გაეცნო.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები „ასქო“, „სსკ“ და „შირ-ანთ“ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებში გორელოვკასა და ჯიგრაშენში 2018 წლიდან საქმიანობენ. კოოპერატივებში გაერთანებულია 100-ზე მეტ მეპაიე, მობილიზებულია 700-ზე მეტი ფური.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში კოოპერატივებს გადაეცათ სხვადასხვა სიმძლავრის რძის მიმღებ-გადამმუშავებელი აღჭურვილობა და ნედლი რძის კონტროლის საველე ლაბორატორიული ხელსაწყოები. მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჯიშობრივი გაუმჯობესებისა და პროდუქტიულობის ამაღლების მიზნით კოოპერატივებმა მიიღეს ხელოვნური განაყოფიერებისათვის საჭირო აღჭურვილობა. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის თანამონაწილეობას წარმოადგენდა შენობა-ნაგებობის აშენება, რომელშიც განთავსდება პროგრამის ფარგლებში გადასაცემი აღჭურვილობა.

ცნობისთვის, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს სახელმწიფო პროგრამებში ჩართულობით ეძლევათ შესაძლებლობა მათივე წარმოებული პირველადი პროდუქცია კოოპერაციულ საწარმოში გადაამუშაონ და საბოლოო სახით მიაწოდონ ბაზარს.

„რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის“ სახელმწიფო პროგრამის მიზანია თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ნედლი რძის მიმღებ-გადამმუშავებელი კოოპერაციული საწარმოების შექმნის სტიმულირება.

ავთანდილ  წულაძე - როცა საქართველო არც ევროპასთანაა, არც რუსეთთან და „ნაცრისფერ ზონაშია“, ეს ქვეყნისთვის სახიფათო ზონაში ყოფნას ნიშნავს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
KPIs-ის ინოვაციური სისტემა BDO-სგან: ფინანსური მართვის ახალი სტანდარტი
„კოლიერსის“ მონაწილეობა „სილქ დეველოპმენტის“ გამორჩეულ პროექტში - „ტელეგრაფი“