ეკა ბესელია ნუგზარ სხირტლაძეს - თქვენ, 2009-2016 წლებში 10 ათასამდე საკასაციო საჩივარი გქონდათ განხილული, მაშინ, როცა იმავე პერიოდში ჩინჩალაძეს 4 საქმე აქვს განხილული

დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია იურიდიული კომიტეტის სხდომაზე დაინტერესდა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს ნუგზარ სხირტლაძეს რატომ ჰქონდა 2009-2016 წლებში 10 ათასამდე საკასაციო საჩივარი განხილული, მაშინ, როცა იმავე პერიოდში მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძეს 4 საქმე აქვს განხილული.

ეს გარემოება ნუგზარ სხრიტლაძემ იმით ახსნა, რომ მიხეილ ჩინჩალაძე იმ პერიოდში იყო პალატის თავმჯდომარე და მოსამართლეობის გარდა, ადმინისტრაციული საქმეებითაც იყო დაკავებული.

„რატომ ხდებოდა უსამართლო გადანაწილება, თქვენ რატომ იხილავდით ამდენ საქმეს და ის რატომ არ იხილავდა?“- აღნიშნა ბესელიამ, რაზეც სხირტლაძემ უპასუხა, რომ პალატის თავმჯდომარეს არასდროს ჰქონდა ის დატვირთვა საქმეების კუთხით, რაც რიგით მოსამართლეს.

ამის შემდეგ ბესელიამ მოსამართლეობის კანდიდატს, უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის ნინო გვენეტაძის განხილული საქმეების ოდენობა გაახსენა და აღნიშნა, რომ უცნაურია ის ფაქტი, როცა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ახერხებს საქმეების განხილვას და ერთ-ერთი პალატის თავმჯდომარე ვერა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი