ნათია თურნავა - როგორც ყოველთვის, ბატონი ჭიჭინაძე ვერ აყალიბებს სათქმელს, გაუგებარია მისი განცხადებები

დავით ჭიჭინაძემ ბოლო დროს თავი დაგვამახსოვრა ძალიან არასერიოზული განცხადებებით - ჯერ იყო და თბილისის აეროპორტის პრივატიზებას მაბრალებდა, მერე იყო და საერთოდ, გადამდგარად გამომაცხადა ისე, რომ არც მთავრობას ჰკითხა, არც პრემიერ-მინისტრს და არც კანცელარიას“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

„გავეცანი ჭიჭინაძის მორიგ საინფორმაციო გამოვლინებას ჩემთან მიმართებაში. ზოგადად, ამ ბოლო დროს მან თავი დაგვამახსოვრა ძალიან არასერიოზული განცხადებებით, ჯერ იყო და თბილისის აეროპორტის პრივატიზებას მაბრალებდა, როცა მე საერთოდ არ ვმუშაობდი სამინისტროში, მერე იყო და საერთოდ, გადამდგარად გამომაცხადა ისე, რომ არც მთავრობას ჰკითხა, არც პრემიერ-მინისტრს და არც კანცელარიას.

მაგრამ მე მინდა ვთქვა, აქ პირველ რიგში რასთან გვაქვს საქმე - ჩვენ გვებრძვის ჩვენი ოპონენტი, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“. ამას ახორციელებს ამ შავი კამპანიის სახით, რომელიც ჩემთან და სხვა ჩემს კოლეგასთან მიმართებაში ხორციელდება. „ნაციონალური მოძრაობა“ ამისთვის იყენებს სხვადასხვა მედიაპლატფორმას და სხვადასხვა დროებით მოკავშირე რუპორს, საკმაოდ ოდიოზურ პირებს, როგორც ამ შემთხვევაში. რა თქმა უნდა, ამის მიზანია, რომ რაღაც განცდა შექმნას ისეთი, რომ აჟიოტაჟია, რაღაც ხდება მთავრობაში და ხელი შეგვეშალოს ჩვენი საქმის კეთებაში, რაც სასაცილოა და რაც არ გამოუვათ. ვერც თქვენ და ვერც მე ბოლომდე ვერ გამოვიტანე აზრი, რისი თქმა უნდოდა ჭიჭინაძეს, რადგან ახსენებს „თბილსრესს“, ჩემს გვარს, სხვის გვარებს და ვერ აყალიბებს სათქმელს, როგორც ყოველთვის“, - აღნიშნა მინისტრმა.

მანვე ისაუბრა თავად „თბილსრესის“ შესახებაც.

„თავად საკითხს რაც შეეხება, მე მინდა, უფრო ნათლად გითხრათ, რაზე არის საუბარი. 10 წლის წინ ვმუშაობდი საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფში. ამ პერიოდში საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა აუქციონით შეიძინა „თბილსრესი“, რომელიც იყო გაკოტრებული და საკმაოდ სავალალო მდგომარეობაში. ჩვენი ამოცანა იყო, ამოგვექმედებინა და ფეხზე დაგვეყენებინა ეს ობიექტი და თუკი დღეს ის არის ჩვენი ელექტროენერგიის გარანტირებული წყარო, მიხარია, რომ ჩემი წვლილიც არის ამაში. შემდგომ უკვე ჩვენი ხელისუფლების პირობებში პროკურატურას გაუჩნდა გარკვეული კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად ადეკვატურ ფასად იყო შეძენილი ეს ობიექტი აუქციონიდან. ამ პროცესში გამოკითხვაში ჩაერთო უამრავი ადამიანი, მათ შორის მეც. მე ყოველთვის მომხრე ვარ, დავეხმაროთ გამოძიებას, თუკი რაიმე კითხვები არსებობს. ჩემს წინაშე ერთადერთი კითხვა დაისვა, ხომ არ ვიცოდი რაიმე შესაძლო გარიგების შესახებ ინდუსტრიული ჯგუფის მეპატრონესა და იმდროინდელ ხელისუფლებას შორის. ჩემი პასუხი იყო უარყოფითი, რადგან როგორც მენეჯერს, მე არ შეიძლებოდა, მქონოდა ეს ინფორმაცია და რა თქმა უნდა, ამის შესახებ არაფერი ვიცოდი. ამის შემდეგ ჩემ მიმართ ყველა კითხვა ამოიწურა. ეს არის და ეს მთელი ისტორია, რომლის გაცოცხლებას რაღაცნაირად ახლა „ნაციონალური მოძრაობიდან“ შეგულიანებული ჭიჭინაძე ცდილობს, მაგრამ ეს არის სასაცილო და არაფერი არ გამოუვა“, - განაცხადა თურნავამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა