პროფესიულ პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველებისათვის ტესტირება 40 საგამოცდო ცენტრში მიმდინარეობს

პროფესიულ პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველებისათვის ტესტირება 40 საგამოცდო ცენტრში მიმდინარეობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, პროფესიული პროგრამებისთვის ტესტირება 09:00 საათიდან დაიწყო. პროცესს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე გიორგი ვაშაკიძე და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფიო გორგოძე დააკვირდნენ.

„პროფესიულ პროგრამებზე ტესტირება საქართველოს მასშტაბით გახსნილ ყველა საგამოცდო ცენტრში მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. 2019 წლის მიღებაზე ყველაზე მოთხოვნადი პროფესიებია: საინფორმაციო ტექნოლოგიები, კულინარია, ბუღალტრული აღრიცხვა და სხვა. წელს მიღება 48 სახელმწიფო და კერძო უმაღლეს სასწავლებელს 300-ზე მეტ პროფესიულ პროგრამაზე აქვს გამოცხადებული. პროფესიული ტესტირება კომპიუტერულად ტარდება. ტესტი პროფესიული უნარებისა და საგნის/საგანთა ჯგუფის ნაწილებისაგან შედგება. დაფინანსების მოსაპოვებლად მონაწილემ ორივე ტესტის მაქსიმალური ჯამური ქულის (100 ქულა) 25%-ზე მეტი უნდა დააგროვოს. შეფასებას აპლიკანტი ტესტირების დასრულებისთანავე დაინახავს ეკრანზე, ხოლო ინფორმაცია ჩარიცხვის შესახებ გამოქვეყნდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე ნოემბრის შუა რიცხვებში. სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით კი გადაწყვეტილებას პროფესიული სასწავლებლები თავად მიიღებენ",- ნათქვამია ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო