არჩილ თალაკვაძის განმარტებით, ანა დოლიძესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება პრეზიდენტმა უნდა მიიღოს და ამაში პარლამენტი ვერ ჩაერევა

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განმარტებით, ანა დოლიძესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება პრეზიდენტმა უნდა მიიღოს და მასში საქართველოს პარლამენტი ვერანაირად ვერ ჩაერევა. როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრის განწესებისა თუ საბჭოდან გამოთხოვის როგორც სამართლებრივი, ისე პოლიტიკური გადაწყვეტილება პრეზიდენტს აქვს მისაღები.

„ამ საკითხის სამართლებრივი თუ პოლიტიკური შეფასება პრეზიდენტის კომპეტენციაა. პარლამენტი ვერ ჩაერევა ამ გადაწყვეტილებაში ვერანაირი ფორმით, ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს საქართველოს პრეზიდენტმა", - განაცხადა თალაკვაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობა კანონითაა დარეგულირებული.

ანა დოლიძე საკმაოდ ძლიერი ოპონენტია სახელისუფლებო პარტიის. ჩვენ გვყავს ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, პოლიტიკური სპექტრი, თავისუფალი მედია და ეს ყველაფერი რასაც თქვენ ადევნებთ თვალს, მნიშვნელოვანი ნაწილია დემოკრატიის", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართავს, საბჭოს არამოსამართლე წევრ ანა დოლიძეს უფლებამოსილება შეუწყვიტოს.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს