მამუკა მდინარაძე - გაღმა შეედავეს პრინციპი ქართულ პოლიტიკაში - რომან გოცირიძის პასაჟს შეგვიძლია ასე დავარქვათ

გაღმა შეედავეს პრინციპი ქართულ პოლიტიკაში - რომან გოცირიძის ამ პასაჟს შეგვიძლია ასე დავარქვათ, - ასე ეხმიანება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებას საქართველოს რამდენიმე სახელმწიფო სტრუქტურის, მათ შორის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე კიბერშეტევის განხორციელების თაობაზე.

როგორც მამუკა მდინარაძე ამბობს, იმის შესახებ, რომ სახელმწიფო სტრუქტურების ოფიციალურ ვებ-გვერდებზე კიბერშეტევა განხორციელდა, პირველად ესმის და ამაზე შესაბამისი ორგანოები გააკეთებენ განცხადებას.

„ტროლებით, ფეიკ-ნიუსებით და ტყუილებით ისინი („ნაციონალური მოძრაობა“) არიან გამორჩეულები და ცდილობენ ამასობაში ჩვენ დაგვაბრალონ, რომ მათ „ტროლებზე“, „ფეიკ ნიუსებზე“ და ტყუილებზე არ ვისაუბროთ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს რამდენიმე სახელმწიფო სტრუქტურის, მათ შორის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე კიბერშეტევა განხორციელდა.

ამასთან დაკავშირებით, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ განაცხადა, რომ შესაძლებელია, ეს ხელისუფლების „ტროლების ფაბრიკამ“ გააკეთა, რომ შემდეგ ვინმეს გადააბრალონ.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს