ვახტანგ გომელაური - სამწუხაროდ, არის ხოლმე რაღაც გადაცდომები, არ ვიცი, ეს გადაღლილობის თუ დატვირთვის ბრალია

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ მისი უწყების თანამშრომლებს აქვთ ხოლმე გადაცდომები, რაც შესაძლოა, გადაღლილობის და დატვირთვის ბრალია. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან, სახელმწიფო ინსპექტორის საგამოძიებო მიმართულების ამოქმედებასთან დაკავშირებით გამართული ღონისძიების დასრულების შემდეგ განაცხადა.

„მე მინდა, პირველ რიგში, ლონდა თოლორაიას მივულოცო ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო თანამდებობა, მის გუნდს. იცით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ერთ-ერთი დიდი სამინისტროა საქართველოში, ძალოვან სტრუქტურებში. ჩვენ ვართ ღია, გახსნილები თანამშრომლობისთვის. ასევე, მინდა ხაზი გავუსვა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს - საპატრულო, კრიმინალური, მართლწესრიგის ოფიცრებს ძალიან ხშირად აქვთ შეხება მოქალაქეებთან. აქედან გამომდინარე, მინდა ხაზი გავუსვა, სამწუხაროდ, არის ხოლმე რაღაც გადაცდომები, ეს გადაღლილობის თუ დატვირთვის ბრალია, არ ვიცი. სამწუხაროდ, ეს ხდება. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვართ, ეს იქნება სამართლიანი მოკვლევა თუ გამოძიება და სამართლიანი შეფასება ექნება პოლიციელების ყველა იმ ქმედებას", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა