არჩილ თალაკვაძე - ვფიქრობთ, რომ არ უნდა იყვნენ შეწყალებულები  პოლიციელის  სიცოცხლის ხელყოფისთვის მსჯავრდებულები, ასევე ძებნილი პირები - შეწყალება უნდა იყოს საგამონაკლისო

ვფიქრობთ, რომ არ უნდა იყვნენ შეწყალებულები პოლიციელის სიცოცხლის ხელყოფისთვის მსჯავრდებული პირები, ასევე სასურველია არ მოხდეს ძებნილი პირის შეწყალება და ვთვლით, რომ შეწყალება უნდა იყოს საგამონაკლისო,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც პრეზიდენტს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი შეხვდნენ.

როგორც თალაკვაძემ განაცხადა, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრა შეწყალების საკითხთან დაკავშირებით შედგა და ის საკმაოდ პოზიტიურად წარიმართა.

„იცით, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ჩვენ მოგვმართა კონსულტაციის მიზნით შეწყალებასთან დაკავშირებით მიგვეწოდებინა ჩვენი მოსაზრებები. დღეს მივაწოდეთ ჩვენი მოსაზრებები, თუ რა კრიტერიუმებით, რა პრინციპზე დაყრნობით არის შესაძლებელი, რომ მომავალში მოხდეს შეწყალება. ჩვენ ვთვლით, რომ გადაწყვეტილების მიღების დროს გათვალისწინებული უნდა იყოს დანაშაულის ხასიათი, ასავე სოციალური რისკი. გათვალისინებული უნდა იყოს, ხომ არ არის ეს ძალადობრივი და განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ჩადენილი მოწყვლადი ჯგუფების: ბავშვის, ქალის, წინააღმდეგ. ასევე ვფიქრობთ, რომ სასურველია გათვალისწინებული იყოს ის, რომ პირს თუ აქვს შესაძლებლობის შეზღუდვის ისეთი ხარისხი ან ისეთი სამედიცინო დიაგნოზი, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის სასჯელის მიზნებთან, ეს იყოს გადაწყვეტილების მიღებისთვის ერთ-ერთი ფაქტორი. ვფიქრობთ, რომ არ უნდა იყვნენ შეწყალებულები სამართალდამცავის სიცოცხლის ხელყოფისთვის მსჯავრდებული პირები, ასევე სასურველია არ მოხდეს ძებნილი პირის შეწყალება და ვთვლით, რომ შეწყალება უნდა იყოს საგამონაკლისო, ანუ შეწყალების თოთოეული შემთხვევა ინდივიდიალურად იმდენად კარგად უნდა იყოს შეფასებული, რომ ეს მართლმსაჯულების პროცესთან, სისხლის სამართლის საერთო პოლიტიკასთან შეთავსებული უნდა იყოს. ვინაიდან, ჩვენ გვაქვს სხვადასხვა ალტერნატივები სასჯელის მოხდის პროცესში და ეს ალტერნატივები ჩვენი ხელისუფლების პირობებში იმდენად თანამედროვე და მრავალფეროვანი გახდა, დღეს არის იმის საშუალება, რომ შეწყალების გამონაკლის შემთხვევებში იყოს მიღებული“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა