თეოლოგი ლევან აბაშიძე - შესაძლოა, მეუფე იაკობის განცხადებები იყოს გამიზნული პროვოკაცია

თეოლოგ ლევან აბაშიძის განცხადებით, შესაძლოა, ბოდბელი მთავარეპისკოპოსის, მეუფე იაკობის განცხადებები გამიზნული პროვოკაციის ნაწილი იყოს.

მისივე თქმით, არაა გამორიცხული, რომ ეს პროვოკაცია ოპოზიციის ინტერესებში შედიოდეს.

„დასაფიქრებელია, რომ სწორედ მაშინ, როდესაც დელეგაცია, რომელსაც ხელმძღვანელობდა მეუფე შიო, იყო ამერიკაში და შეხვდა იმ პირებს, რომლებიც განსაზღვრავენ ამერიკის პოლიტიკას, ასევე პირებს, ვინს რელიგიის საკითხებს კურირებს, იმის მაგივრად, რომ ვმსჯელობდეთ ამ შეხვედრაზე, იმაზე ვმსჯელობთ, რუსეთის გავლენით დაინიშნა თუ არა მეუფე შიო. ამიტომ, შესაძლოა ასეთ დროს მეუფე იაკობის განცხადებები იყოს გამიზნული პროვოკაცია. ეს შესაძლოა, იყოს ოპოზიციის ინტერესებში",- განაცხადა თეოლოგმა.

რაც შეეხება სინოდის კრებას, აბაშიძის შეფასებით, სხდომაზე სავარაუდოდ, მეუფე იაკობის სკანდალურ გამონათქვამებს განიხილავენ.

„სინოდის კრების სავარაუდო მიზეზი იაკობის სკანდალური გამონათქვამებია. ეს საკითხები აუცილებლად იქნება განხილული. შესაძლოა, დამატებითი გადაწყვეტილება არც იყოს მიღებული და ვერ გავიგოთ, რაზე იყო იქ საუბარი", - განაცხადა აბაშიძემ.

ამასთან, ლევან აბაშიძე აცხადებს, რომ პატრიარქის გადადგომის საკითხი წარმოუდგენელია და ასეთი რამ ქართულ ეკლესიას არ ახსოვს.

მისივე თქმით, ალბათობა, რომ ასეთი რამ მოხდეს, ძალიან მცირეა.

„პატრიარქის გადაყენების შესახებ პირველად მესმის ახლა. ეს დაუჯერებელია. ასეთი რამე, როგორც მე ვიცი, ჩვენს ეკლესის არ ახსოვს. ამიტომ ეჭვის თვალით ვუყურებ ამას. ძალიან პატარა ალბათობაა, რომ ასეთი რამ იყოს",- განაცხადა აბაშიძემ.

წმინდა სინოდის კრება დღეს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ბოდბელი მთავარეპისკოპოსის, მეუფე იაკობის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებული განცხადებით, გიორგი კვირიკაშვილი, გიორგი გახარია და ვახტანგ გომელაური მას პატრიარქის გადაყენებაში დახმარებას სთხოვდნენ.

იხილეთ ვიდეო: თეოლოგი ლევან აბაშიძე - შესაძლოა, მეუფე იაკობის განცხადებები იყოს გამიზნული პროვოკაცია

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო