ეკა გიგაური - მეუფე იაკობის განცხადებებზე გამოძიება უნდა დაიწყოს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის განცხადებით, მეუფე იაკობის განცხადებებზე გამოძიება უნდა დაიწყოს. როგორც გიგაური აღნიშნავს, საზოგადოება საპატრიარქოში მიმდინარე პროცესებით დაზაფრულია.

„ჩვენი ორგანიზაცია რელიგიურ საკითხებზე არ მუშაობს, ამიტომ სიღრმისეული ცოდნა ამასთან დაკავშირებით არ გვაქვს. ერთადერთი, რისი თქმაც შეიძლება არის ის, რომ რაზეც მეუფე იაკობმა ილაპარაკა, რა თქმა უნდა, ამაზე უნდა დაიწყოს გამოძიება. მნიშვნელოვანია საზოგადოებას ჰქონდეს ამ ყველაფერზე პასუხები. ცხადია, რომ რაც საპატრიარქოში ხდება, არის ძალიან სამწუხარო. ცხადია, ეს გავლენას ახდენს საზოგადოებაზე. საზოგადოება არის დაზაფრული და ეს არის ფაქტი. ყველაფერი, რაც ხელს უწყობს საზოგადოებას კიდევ უფრო დაიყოს და ერთმანეთს დაუპირისპირდეს, ეს ქვეყნისთვის არის ძალიან ცუდი",- განაცხადა გიგაურმა.

ამასთან, მედიის წარმომადგენლები დაინტერესდნენ, რამდენად გაზრდის რუსულ გავლენების ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტად მეუფე იოანეს დანიშვნა, გიგაურმა განაცხადა, რომ ისეთ თანამდებობებზე, რომელმაც შესაძლოა, გავლენა მოახდინოს საზოგადოების აზრის ფორმირებაზე, უნდა იყვნენ ადამიანები, რომლებიც იმოქმედებენ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე.

„მგონია, რომ ისეთ თანამდებობებზე, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ადამიანების აზრის ფორმირებაზე, იყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც დარწმუნებულები არიან, რომ რუსეთი ოკუპანტია და არის ჩვენი ქვეყნის მტერი. ეს არის ფაქტი, ჩვენი ქვეყნის რეალობა და დანარჩენზე ლაპარაკი არასწორია და არ არის სახელმწიფო ინტერესების შესაბამისი",- განაცხადა გიგაურმა.

შეგახსენებთ, ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ გიორგი კვირიკაშვილი, გიორგი გახარია და ვახტანგ გომელაური მას პატრიარქის გადაყენებაში დახმარებას სთხოვდნენ. გარდა ამისა, ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა განაცხადა, რომ ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე და ბიზნესმენი, უჩა მამაცაშვილი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილ მინისტრს, რამაზ ნიკოლაიშვილს ხელშეუხებლობისთვის 15 მლნ დოლარს სთხოვდნენ.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

ეკა გიგაური - მეუფე იაკობის განცხადებებზე გამოძიება უნდა დაიწყოს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის განცხადებით, მეუფე იაკობის განცხადებებზე გამოძიება უნდა დაიწყოს. როგორც გიგაური აღნიშნავს, საზოგადოება საპატრიარქოში მიმდინარე პროცესებით დაზაფრულია.

„ჩვენი ორგანიზაცია რელიგიურ საკითხებზე არ მუშაობს, ამიტომ სიღრმისეული ცოდნა ამასთან დაკავშირებით არ გვაქვს. ერთადერთი, რისი თქმაც შეიძლება არის ის, რომ რაზეც მეუფე იაკობმა ილაპარაკა, რა თქმა უნდა, ამაზე უნდა დაიწყოს გამოძიება. მნიშვნელოვანია საზოგადოებას ჰქონდეს ამ ყველაფერზე პასუხები. ცხადია, რომ რაც საპატრიარქოში ხდება, არის ძალიან სამწუხარო. ცხადია, ეს გავლენას ახდენს საზოგადოებაზე. საზოგადოება არის დაზაფრული და ეს არის ფაქტი. ყველაფერი, რაც ხელს უწყობს საზოგადოებას კიდევ უფრო დაიყოს და ერთმანეთს დაუპირისპირდეს, ეს ქვეყნისთვის არის ძალიან ცუდი",- განაცხადა გიგაურმა.

ამასთან, მედიის წარმომადგენლები დაინტერესდნენ, რამდენად გაზრდის რუსულ გავლენების ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტად მეუფე იოანეს დანიშვნა, გიგაურმა განაცხადა, რომ ისეთ თანამდებობებზე, რომელმაც შესაძლოა, გავლენა მოახდინოს საზოგადოების აზრის ფორმირებაზე, უნდა იყვნენ ადამიანები, რომლებიც იმოქმედებენ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე.

„მგონია, რომ ისეთ თანამდებობებზე, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ადამიანების აზრის ფორმირებაზე, იყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც დარწმუნებულები არიან, რომ რუსეთი ოკუპანტია და არის ჩვენი ქვეყნის მტერი. ეს არის ფაქტი, ჩვენი ქვეყნის რეალობა და დანარჩენზე ლაპარაკი არასწორია და არ არის სახელმწიფო ინტერესების შესაბამისი",- განაცხადა გიგაურმა.

შეგახსენებთ, ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ გიორგი კვირიკაშვილი, გიორგი გახარია და ვახტანგ გომელაური მას პატრიარქის გადაყენებაში დახმარებას სთხოვდნენ. გარდა ამისა, ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა განაცხადა, რომ ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე და ბიზნესმენი, უჩა მამაცაშვილი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილ მინისტრს, რამაზ ნიკოლაიშვილს ხელშეუხებლობისთვის 15 მლნ დოლარს სთხოვდნენ.

გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო