დღეიდან მანდატური კიდევ 15 ახალ საჯარო სკოლას ეყოლება

სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური, მიმდინარე გაფართოების ფარგლებში, საქართველოს რეგიონების 15 ახალ საჯარო სკოლაში შევიდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს, დღეიდან მანდატურები წარმოდგენილი არიან: ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურის, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთლისა და სოფელ საიმერლოს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმისის, ქალაქ ბოლნისის, სოფელ ქვემო ბოლნისის, ქალაქ წალკის, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროს, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხის, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირის, ქალაქ ახალქალაქის, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სვენეთის, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბებნისის და ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ოსიაურის საჯარო სკოლებში.

ამ ეტაპზე მანდატურის სამსახური, საქართველოს მასშტაბით, უკვე წარმოდგენილია 575 საჯარო სკოლაში. მიმდინარე წლის ბოლომდე, მანდატურები კიდევ 13 საჯარო სკოლაში შევლენ.

2020 წელს მანდატურის სამსახურის მომსახურებით, დამატებით, 130 საჯარო სკოლა ისარგებლებს.

07.07.2025 / 08:38

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს