„ნაცმოძრაობა“ მეუფე იაკობის განცხადებების თაობაზე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას დაარეგისტრირებს

„ნაციონალური მოძრაობა“ მეუფე იაკობის განცხადებების თაობაზე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას დაარეგისტრირებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ „ქართულმა ოცნებამ“ მეუფე იაკობი „ნაციონალური მოძრაობის“ ფარულ წევრად გამოაცხადა.

„დავარეგისტრირებთ ინიციატივას იმის შესახებ, რომ შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც შეისწავლის შესაძლო შეთქმულების ფაქტს, რომელშიც მონაწილეობენ ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები და რომელთაც უნდოდათ ჩაეთრიათ საეკლესიო გადატრიალებაში და პატრიარქის ჩანაცვლების პროცესში მაღალი იერარქიის სასულიერო პირები. მიუხედავად მეუფე იაკობის განცხადებისა, ხელისუფლება არ აპირებს გამოძიებას და ფაქტობრივად მას სურს ეს საკითხი არ იქნას ობიექტურად შეფასებული. ბუნებრივია საკუთარ დანაშაულს ეს ხელისუფლება არ გამოიძიებს, ამიტომ ჩვენ მივმართავთ პარლამენტს, რათა მან შექმნას ობიექტური და დამოუკიდებელი საგამოძიებო კომისია. დღეს ხელისუფლება ეწევა უზნეო პროპაგანდას და უნდა მიაწეროს ეს შექმნილი კრიზისი, იგივე ეკლესიასთან დაკავშირებით, რომელიც თავად შექმნა ხელისუფლებამ, „ნაციონალურ მოძრაობას“. ნუ გაგიკვირდებათ, რომ ხვალ „ქართულმა ოცნებამ“ გამოაცხადოს, რომ მეუფე იაკობი თურმე ყოფილა „ნაციონალური მოძრაობის“ ფარული წევრი და ამიტომ ამხილა მან ის პროცესები, რაც მიმდინარეობდა ხელისუფლებაში საეკლესიო გადატრიალების მოწყობის სახით,"- განაცხადა რომან გოცირიძემ.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა