გია ხუხაშვილი - თავიდანვე ცხადი იყო, რომ სისტემა თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიების მიმართულებით გამჭვირვალე ნაბიჯებს არ გადადგამდა

ყველა სიმპტომი იყო იმისთვის, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება ასე დამთავრებულიყო. ეს ფინალი აბსოლუტურად ლოგიკური და კანონზომიერია, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა განუცხადა, რითაც კომენტარი თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიების შესაძლო შეწყვეტის საკითხზე გააკეთა.

ხუხაშვილის თქმით, თავიდანვე ცხადი იყო, რომ სისტემა ამ მიმართულებით არ გადადგამდა გამჭვირვალე ნაბიჯებს.

„სხვა საკითხია, ამდენ ხანს რატომ გაიწელა. გასაგებია, რომ სისტემა საკუთარ თავს იცავს. ამას მოჰყვება უსამართლობის განცდა. სამწუხარო რეალობაა. სიმართლე გითხრათ, კონკრეტული სპეცრაზმელის დანაშაულის ხარისხიც ცალკე თემაა. აქ მაინც სპეცოპერაციის დაგეგმა არის საკითხი, ვიდრე კონკრეტული ქმედებები“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

ცნობისთვის, „ინტერპრესნიუსის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება, შესაძლოა, შეწყდეს. როგორც სააგენტოს ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა, პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება ფაქტობრივად, დაასრულა და სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლების მხრიდან სამსახურეობრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტება ვერ დაადგინა.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს