კამპანიის - „თეგეტა შენთან ერთად უსაფრთხოებისთვის“ ფარგლებში, „თეგეტა მოტორსი“ მომხმარებლებს სავალ ნაწილებზე უსასრულო გარანტიას სთავაზობს

კამპანიის - „თეგეტა შენთან ერთად უსაფრთხოებისთვის“ ფარგლებში, „თეგეტა მოტორსი“ მომხმარებლებს სთავაზობს უსასრულო გარანტიას სავალ ნაწილებზე. რაც გულისხმობს, „თეგეტას“ ქსელში შეძენილი სავალი ნაწილების დაზიანების შემთხვევაში, გადახდილი თანხის 100% - მდე ანაზღაურებას.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „თეგეტადან“ აცნობეს, სავალი ნაწილი მუდმივად მოითხოვს გამართულ მდგომარეობაში ყოფნას, ვინაიდან ის ავტომობილის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია, ამიტომ მისი გამართული მუშაობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ავტომობილის ფუნქციონირებისთვის, არამედ თქვენი უსაფრთხო გადაადგილებისთვისაც.

„ზამთრის პერიოდში ტემპერატურის მკვეთრ ვარდნასთან ერთად, გზის საფარის მდგომარეობაც უარესდება, გზა უსწორმასწორო და არაერთგვაროვანი ხდება. ამას ემატება ორმოები, რომელიც ყინვის დროს ხელოვნურად წარმოიქმნება. ამგვარ პირობებში სიარულისას ავტომობილის დეტალები ყველაზე დიდ ზემოქმედებას განიცდის, ყინვა კი ზეწოლისას დაზიანების რისკს უფრო მეტად ზრდის. გარდა ამისა ზამთარში გვიწევს ისეთ ადგილებში წასვლა, სადაც პირობები კიდევ უფრო რთულია და ავტომობილის სავალი ნაწილის დაზიანების რისკიც იზრდება.

სავალი ნაწილის მკვეთრი დაზიანებისას მძღოლს არ შეუძლია ავტომობილის მიმართულება გაასწოროს და ვერ იმორჩილებს მას, რა დროსაც იზრდება ავტოსაგზაო შემთხვევის რისკი. სწორედ ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად, მნიშვნელოვანია წინასწარ მოამზადოთ ავტომობილი მკაცრ პირობებში გადაადგილებამდე, რათა დაიცვათ თქვენი და თქვენი გარშემომყოფების უსაფრთხოება. „თეგეტა“ ზრუნავს თქვენს უსაფრთხო გადაადგილებაზე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა