არჩილ თალაკვაძე - გვწამს, ჩვენი პარტნიორები კრემლს გადასცემენ გზავნილს, რომ ევროპაში საზღვრების შეცვლა ოკუპაციისა და აგრესიის გზით  მიუღებელია

გვწამს, რომ ჩვენი პარტნიორები კრემლს გადასცემენ გზავნილს, რომ ევროპაში საზღვრების შეცვლა ოკუპაციისა და აგრესიის გზით სრულიად მიუღებელია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბათუმში, საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.

არჩილ თალაკვაძის თქმით, ბერლინის კედლის დაცემიდან 30 წლის, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციიდან 27 წლისა და ყირიმის უკანონო ანექსიიდან 5 წლის შემდეგ, რუსეთი კვლავ რჩება უდიდეს საფრთხედ.

„თუმცა, წარმოვადგენთ რა იმ ერს, რომელიც მიისწრაფვის დემოკრატიის, ტოლერანტობისა და სამართლიანობის პრინციპებისადმი, არ უნდა შეგვეშინდეს და არ უნდა დავიხიოთ უკან. გვწამს, რომ ჩვენი პარტნიორები კრემლს გადასცემენ ნათელ გზავნილს, რომ ევროპაში საზღვრების შეცვლა ოკუპაციისა და აგრესიის გზით სრულიად მიუღებელია. გვწამს, რომ ჩვენი პარტნიორები დაარწმუნებენ რუსეთს, იმოქმედოს საერთაშორისო წესრიგის ფარგლებში“,- მიმართა დამსწრეებს არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ქართველებს კარგად ესმით შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გამოწვევების სირთულე და კარგად აცნობიერებენ საკუთარ წვლილს ამ გამოწვევებთან გამკლავებაში.

„მიუხედავად ამისა, დარწმუნებული ვართ, რომ არც ერთ მესამე მხარეს არ ძალუძს განსაზღვროს ჩვენი მომავალი. ჩვენ ის ერი ვართ, რომელიც საკუთარ მომავალს ააშენებს და უზრუნველყოფს უწყვეტ მშვიდობასა და სტაბილურობას. მზად ვართ, მჭიდროდ ვითანამშრომლოთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ამ ღირსეული მიზნის მისაღწევად“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ცნობისთვის, საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა. ორი დღის განმავლობაში, კონფერენციის მონაწილეები შავი ზღვის უსაფრთხოების, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ არჩევანზე, ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ მზადყოფნასა და ჰიბრიდულ საფრთხეებზე იმსჯელებენ.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს