თბილისში საჯარო შესყიდვების აქტუალურ ასპექტებზე ყოველწლიური საერთაშორისო რეგიონული კონფერენცია მიმდინარეობს

თბილისში საჯარო შესყიდვების აქტუალურ ასპექტებზე ყოველწლიური საერთაშორისო რეგიონული კონფერენცია ტარდება. კონფერენციაზე ყურადღება გამახვილდება საჯარო შესყიდვებში საუკეთესო მსოფლიო პრაქტიკაზე, ახალი ევროპული რეგულაციების მოთხოვნების უკეთ გაცნობაზე, საჯარო შესყიდვების მეშვეობით ინოვაციური პროდუქტებისა და სერვისების შეძენაზე, დავების განმხილველი ადმინისტრაციული ორგანოების მოქმედების, ასევე სამოქალაქო საზოგადოების მიერ მონიტორინგის წამყვან გამოცდილებებზე. ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე ლევან რაზმაძემ.

„ჩამოსულია 40 ქვეყნის წარმომადგენელი, რომელიც თავიანთი ქვეყნების გამოცდილებას და სისტემებში სიახლეებს გაუზიარებს ქართულ მხარეს. მინდა გითხრათ, რომ ქართული მხარეც ამ გამოწვევას ხვდება მომზადებული და ჩვენ უამრავ სიახლეს წარვუდგენთ ჩვენს პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებს. ჩვენ ახლა ვართ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში, აქედან გამომდინარე იმ რეკომენდაციების და ვალდებულებების შესრულების პროცესში ვართ, რაც ევროკავშირის წინაშე გაგვაჩნია", - განაცხადა ლევან რაზმაძემ.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა