ეკა ბესელია მოსამართლეობის კანდიდატს - რატომ გვიჭირს სახელის დარქმევა, როდესაც ამ უბედური სისტემის ავტორებიც კი ვეღარ უარყოფენ, როგორი სასამართლო იყო

რატომ გვიჭირს სასამართლოსთვის სახელის დარქმევა, როდესაც ამ უბედური სისტემის ავტორებიც კი ვეღარ უარყოფენ, როგორი სასამართლო იყო, - ასე მიმართა დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ ქეთევან ცინცაძეს მას შემდეგ, რაც მისგან დამაკმაყოფილებელი შეფასება ვერ მიიღო იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი იყო სასამართლო სისტემა 2004-2012 წლებში.

„თქვენ შიგნით იყავით, იურისტი იყავით და თუნდაც არ ყოფილიყავით მოსამართლე, ამ ქვეყნის მოქალაქე იყავით, აქ ცხოვრობდით, რა უნდა ამის შეფასებას ? რატო გვიჭირს ამისთვის სახელის დარქმევა, როდესაც ამ უბედური სისტემის ავტორებიც კი ვეღარ უარყოფენ და დღეს ისინიც კი ამბობენ, როგორი სასამართლო იყო? მაგრამ აქ სხვა მომენტია - იმიტომ უჭირს ბევრ კანდიდატს ამის თქმა, რომ ვაი და მერე „იმათ“ ეწყინოთ, ვინც იმ პერიოდში მოსამართლეები იყვნენ, რომლებსაც დღეს აქვთ ასეთი გავლენიანი პოზიცია. ეს არის ძალიან პრობლემური, რასაც ვხედავ და გულდასაწყვეტი. მე პირადად ვისურვებ, რომ ჩემი ქვეყნის უზენაეს სასამართლოს ჰყავდეს უფრო გამბედავი, პრინციპული, პირდაპირი, უფრო კომპეტენტური, კეთილსინდისიერი და სანდო უზენაესი სასამართლოს მოსამართლე. მე მგონია, რომ თქვენ იქამდე კიდევ ბევრი გზა უნდა გაიაროთ“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს ქეთევან ცინცაძეს უსმენენ.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს