ზურაბ ჯაფარიძე კახა კალაძეს „შმაქსზე" და ტაქსების რეფორმაზე სასაუბროდ დებატებში იწვევს

„შმაქსის" მძღოლებმა და „გირჩის" ლიდერებმა შსს-დან თბილისის მერიის შენობასთან გადაინაცვლეს. მერიასთან შეკრებილები თბილისის მერთან, კახა კალაძესთან შეხვედრას და ტაქსების რეგულაციასთან დაკავშირებით გასაუბრებას ითხოვენ.

ამასთან, „გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე კახა კალაძეს დებატებში იწვევს. მისი თქმით, ის მზად არის ნებისმიერ ეთერში გაესაუბროს კალაძეს „შმაქსისა" და ტაქსების რეფორმასთან დაკავშირებით.

„შმაქსის" მძღოლები და „გირჩის“ ლიდერები თავდაპირველად „რესპუბლიკის მოედანთან" შეიკრიბნენ, სადაც მათი აქციის მიზეზებზე ისაუბრეს.

„გირჩის" ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, მათი მოთხოვნაა, რომ პატრულმა აღარ დააჯარიმოს „შმაქსის" მძღოლები და ასევე შეწყდეს ტაქსების რეფორმა.

ჯაფარიძის თქმით, „ შმაქსი", რომელიც „გირჩის " მიერ არის დაფუძნებული, რეალურად საგნამანათლებლო საქმიანობას ეწევა, ხოლო მოქალაქე, რომელიც „შმაქსის" მომსახურებით სარგებლობს, ფულს „შმაქსის" მძღოლის მიერ წაკითხულ ლექციაში იხდის და არა მგზავრობის ღირებულებას.

ამ მოთხოვნებით, „შმაქსის" მძღოლებმა და „გირჩის" ლიდერებმა შსს-სთან, შემდეგ კი მერიასთან გადაინაცვლეს.

14.07.2025 / 09:02

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა