მეუფე იოანე ფილმზე „და ჩვენ ვიცეკვეთ“ - ჩვენ  ამ უმძიმესი ცოდვის პროპაგანდას არასდროს გავიზიარებთ

ჩვენ ამ უმძიმესი ცოდვის პროპაგანდას არასდროს გავიზიარებთ, - ამის შესახებ ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იოანე გამრეკელმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა ფილმ „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას.

ის მიიჩნევს, რომ „ფილმის პრემიერა კი არა, ამაზე საერთოდ ლაპარაკი არ უნდა იყოს“.

„არც ერთი რელიგია ამ ცოდვას არ იწყნარებს. ეს ღვთისაგან დაგმობილია. ამიტომ, ცხადია, რომ ჩვენ ამ უმძიმესი ცოდვის პროპაგანდას არასდროს გავიზიარებთ. არ გვესმის, მაინც და მაინც სიბინძურე რატომ უნდა გაცხადდეს და არა სიწმინდე?! რატომ აკეთებთ ამას, ჩემთვის გაუგებარია. თქვენ წამლავთ მოზარდ თაობას, როცა სიბინძურის, სიბილწის, გარყვნილების ან პათოლოგიური დანაშაულის, ან შეიძლება პათოლოგიური დარღვევის პროპაგანდას ეწევით?! ჩემთვის ეს გაუგებარია“, - განაცხადა მეუფე იაონემ.

ვაჟა ბერიძე - ვინ უნდა იმადიაროს? პერსპექტივაში რომელ ძალას აქვს, „ოცნების“ ჩანაცვლების შანსი?
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა